ადამ სმითის ბიოგრაფიიდან…
გენიალური შოტლანდიელი ფილოსოფოსი,პოლიტიკური ეკონომისტი და “თანამედროვე ეკონომიკური თეორიის” ფუძემდებელი - ადამ სმითი (1723-1790 წლები),არაჩვეულებრივი გახლდათ არა მარტო თავისი გენიალური აზროვნებით,არამედ თავისი საქციელებითაც კი.თუმცა,თუ კი მისი ბავშვობის ზოგიერთ პერიპეტიებს გავიხსენებთ,ალბათ გასაკვირიც არაფერი იქნება.ადამის მამა საბაჟო სამსახურში მუშაობდა საკმაოდ კარგ თანამდებობაზე,თუმცა სანამ ადამი დაიბადებოდა იგი ექვსი თვით ადრე გარდაიცვალა. (ავტორი გენია.ჯი) რაღა თქმა უნდა შვილის აღზრდა დედამ ითავა.საუბედუროდ მოხდა საშინელი ფაქტი,რა დროსაც 4 წლის ასაკში ბავშვი ბოშებმა გაიტაცეს.ამ ტრამვამ მის სულიერ მდგომარეობაზე დიდი ზეგავლენა იქონია.ადამ სმითის ბიძა,რომ არა არავინ იცის,როგორ განვითარდებოდა მისი ცხოვრება.იგი ბიძამ მოძებნა და გამოიხსნა.საკმაოდ სუსტი ბავშვი იყო და ხშირადაც ავადმყოფობდა.არ ეთამაშებოდა თავის თანატოლებს და ძირითადად საკუთარ თავში ჩაკეტილი იყო.იმის დაჯერებაც კი უჭირდათ,რომ ის ოდესმე რაიმეს შესწავლას შეძლებდა და იმას ხომ საერთოდ ვერ წარმოიდგენდნენ,რომ ადამი თავისი შრომით რაიმე განსაკუთრებულ შედეგს მიაღწევდა.მიუხედავად ამისა,სკოლაში სწავლის დროს ყველა გააოცა თავისი გონებითა და მახსოვრობის გასაოცარი უნარით.სკოლის ასაკშიც თითქმის არავისთან მეგობრობდა (იგი მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარ თავში ჩაკეტილ ადამიანად დარჩა).14 წლის ასაკში ჩააბარა გლაზგოს უნივერსიტეტში,მოგვიანებით ოქსფორდის უნივერსიტეტში გადადის.მიუხედავად იმისა,რომ საუკეთესო უნივერსიტეტში სწავლობდა უკმაყოფილო იყო სწავლის დონით.იგი თავის პროსესორებს უვიცებს უწოდებდა.ამის გამო იგი არ დაეყრდნო მათ მიერ შეთავაზებული განათლების სტანდარტებს და თავად შეისწავლა სხვადასხვა მეცნიერების დისციპლინები.მისთვის კი ყველაზე მთავარ დარგს ეკონომიკა წარმოადგენდა.იგი არასოდეს დაქორწინებულა და არც შვილები ჰყავდა,ერთადერთი რაც მისი ინტრესის საგანი იყო გახლდათ,ეს იყო მეცნიერება. (ავტორი გენია.ჯი) დაწერა და გამოაქვეყნა “ზნეობრივი განწყობის თეორია”,რამაც დიდი მოწონება და გამოხმაურება ჰპოვა არა მარტო დიდ ბრიტანეთში,არამედ მთელ ევროპაში.ამის შემდგომ მას შესთავაზეს შოტლანდიელი ჰერცოგის ბაკლეის კარზე,მათი შვილებისათვის განათლების მიცემა და რაც გასაოცარია,მისცეს უფლება,რომ თავად თავისთვის დაენიშნა ხელფასი,რასაც ჰერცოგის ოჯახი აუნაზღაურებდა.შემდგომ ადამ სმითმა 7 წელიწადი მოანდომა მშობლიურ ქალაქ კერდოკლში დაეწერა “გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ”,რომელსაც მოიხსენიებენ,როგორც ” – “ხალხთა სიმდიდე” და ეს ნაშრომი გახდა ფუნდამენტი მსოფლიო პოლიტეკონომიკისა.ლექციების კითხვის დროს,სტუდენტები ყველა მის სიტყვას იწერდნენ,რადგან მათ წინაშე იხსნებოდა: კაცობრიობის ზნეობრივი და მორალური კანონები. (ავტორი გენია.ჯი) ადამ სმითი საკუთარ მოსწავლეებს უხსნიდა,რომ უხილავი ხელი ფარულ ხელზე უფრო ძლიერია.კარგად ორგანიზებულ ძალისხმევათა პირობებში მოვლენები თავისი ბუნებრივი გზით ვითარდება ყოველგვარი დირექტივების,კონტროლისა და ჩარევის გარეშე.იგი წერდა,რომ ადამიანის მისწრაფება გაიუმჯობესოს მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა და მდგომარეობა,ეს ბუნებრივად ეგოისტური გრძნობაა,თუმცა ის თავის მხრივ იწვევს კონკურენციას,ეს კი ანვითარებს წარმოებას,რაც ხელს უწყობს საზოგადოების გამდიდრებას.სმითის მოსაზრებით ეკონომიკა,რომ სრულიად განვითარდეს,იგი უნდა განთავისუფლდეს სახელმწიფოს მეურვეობიდან და სახელმწიფომ მხოლოდ არბიტრის როლი შეასრულოს.ბევრი მეცნიერი მიიჩნევს,რომ ადამ სმითის აღმოჩენა ეკონომიკისათვის ისეთივე მნიშვნელოვანია,როგორც ფიზიკისათვის ნიუტონის აღმოჩენა იყო. (ავტორი გენია.ჯი)