პროტაგორას ბიოგრაფიიდან…
დიდი ძველბერძენი სოფისტი ფილოსოფოსი,დემოკრიტეს მოსწავლე,მეგობარი პერიკლესა და ევრიპიდესი - პროტაგორა (ძვ.წ.აღ-ით 490-420 წლები),წარმოშობით ბერძნული დასახლებიდან აბდერიდან გახლდათ (მოგვიანებით თრაკიაში გადავიდა).იგი გახლდათ იმ პერიოდის ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სოფისტი ფილოსოფოსი,რომელსაც – “სოფისტების მამად” მოიხსენიებდნენ. როგორც ცნობილია “სოფისტებს” – “სიბრძნის მოყვარულებს” უწოდებდნენ.მანვე დაამკვიდრა “სოფისტური ცხოვრების წესი” – მოგზაურობდა ბევრს,კითხულობდა ლექციებს. (ავტორი გენია.ჯი) თუ კი აიყვანდა მოსწავლეებს,ამ შემთხვევაში მათგან იღებდა დიდ გასამრჯელოს.მისი პიროვნება იმდენად პოპულარული გახლდათ,რომ ხშირად იწვევდნენ მდიდარი მოქალაქეების სახლებში,რაშიც ის ასევე ჰონორარებს ღებულობდა.პროტაგორა არა მარტო უხსნიდა მის მოსწავლეებს გარემომცველ სამყაროსა და მის ზეგავლენას ადამიანებზე,არამედ აღუძრავდა კიდეც ინტერეს იმისა,რომ მათაც მიეღოთ მონაწილეობა ამ საკითხების კვლევა-განხილვაში.ეს კი კიდევ უფრო და უფრო მეტი ადამიანის დაინტერესებას იწვევდა მისი სწავლების მიმართ.პროტაგორა მოსწავლეებს ძირფესვიანად შეასწავლიდა ფილოსოფიის არსს და სოფიზმის დადებით ყველა მოვლენას. (ავტორი გენია.ჯი) იგი ამბობდა,რომ ობიექტური ჭეშმარიტება არ არსებობს,მხოლოდ არსებობს სუბიექტური მოსაზრება.დღევანდელ დღემდე პრაქტიკულად არც ერთი მისი ნამუშევარი არ შემორჩენილა.ზოგი ხანძარს ემსხვერპლა,ზოგიც სხვადასხვა სტიქიებს.მისი სწავლება შემორჩა მხოლოდ და მხოლოდ პლატონისა და დიოგენს ჩანაწერების შედეგად.ცხოვრების უმეტესი ნაწილი მოგზაურობებში გაატარა,ხშირად დავობდა თავისი ფილოსოფიური მხედველობის ჭეშმარიტების დასაცავად.მიუხედავად იმისა,რომ პროტაგორა იმ პერიოდის ერთ-ერთი უდიდესი სოფისტი გახლდათ,მას არ დაუარსებია საკუთარი სკოლა,როგორც ეს სხვა ცნობილმა ფილოსოფოსებმა დააარსეს.მისი სწავლების მეთოდი,არა მარტო შესწავლას,არამედ განხილვასაც მოიცავდა სხვადასხვა თემებისა,სადაც იგი ხშირად “სკეპტიციზმს” ავლენდა.პროტაგორა ამტკიცებდა,რომ ადამიანი სამყაროს შეიცნობს შეგრძნების მეშვეობით,გონებას კი არ ძალუძს აღიქვას მარადიული რეალობა.პლატონის გადმოცემის მიხედვით პროტაგორა “არაჩვეულებრივი პიროვნება” გახლდათ და მას ჰქონდა სწავლების ხიბლის განსაკუთრებული უნარი. (ავტორი გენია.ჯი) საუბრობდა მშვიდად და მთელი გრძნობით,რაც მის მიმართ ერთგვარ მოწიწებას და პატივისცემას იწვევდა.ხშირად იწვევდნენ არისტოკრატები თავიანთ სახლებში,რადგან პროტაგორას სტუმრობა დიდ პატივად ითვლებოდა.თუმცა აღსანიშნავია,რომ ამ ვიზიტებში ფილოსოფოსი საკმაოდ დიდ ჰონორარებს იღებდა.მდიდარი მოქალაქეები პროტაგორას არა მარტო ფულს,არამედ ძვირფას საჩუქრებსაც უძღვნიდნენ,რის გამოც იგი საკმაოდ დიდ ფუფუნებაში ცხოვრობდა კიდეც,იმ პერიოდის სხვა ფილოსოფოსებისგან განსხვავებით.სწორედ ეს შემოსავლები გახლდათ მისი საარსებო წყარო.მიუხედავად იმისა,რომ განათლების მიცემაში ფულის აღება (რომელსაც “სიბრძნით ვაჭრობა” უწოდებდნენ) დიდ სირცხვილად ითვლებოდა,პროტაგორა ამ მხრივაც გამონაკლისი გახლდათ.იგი იმაზე მეტ თანხას გამოიმუშავებდა,ვიდრე იმ დროის გენიალური მოქანდაკე – ფიდიასი.პროტაგორა გახლდათ პირველი,რომელმაც ადამიანის საუბრები კატეგორიებად დაჰყო: კითხვა,პასუხი,სურვილი,ბრძანება და თხრობა.მიუხედავად იმისა,რომ მის ნაშრომებს ჩვენამდე წერილობითი ფორმით არ მოუღწევია,მაინც ცნობილი ხდება პროტაგორას მიერ დაწერილი შრომების შესახებ – “დავის მეცნიერება”,”სათნოების შესახებ” და “სახელმწიფოს შესახებ”. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით პროტაგორა დადანაშაულებულ იქნა ღმერთების უარყოფაში და იგი დააკავეს.სასამართლოზე ყველა მისი მსჯელობა მკრეხელობად იქნა მიჩნეული.დიდი ფილოსოფოსის ბრალის დამადასტურებლად გამოყენებულ იქნა თავად პროტაგორას მიერ დაწერილი სიტყვები:
“ღმერთების შესახებ შეუძლებელია იცოდე,არა მარტო ის,რომ ისინი არსებობენ,არამედ ისიც,რომ ისინი არ არსებობენ და როგორ გამოიყურებიან საერთოდ.ამის მიზეზი კი კითხვის გაურკვევლობა და ადამიანის მოკლე ცხოვრებაა”.
პროტაგორას მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა,თუმცა მოგვიანებით განაჩენი შეუცვალეს და ათენიდან გააძევეს. ძვ.წ.აღ-ით 420 წელს “სოფისტების მამა” – პროტაგორა გარდაიცვალა.მისი ფილოსოფიური ხედვები კი,შემდგომი თაობის სოფისტი ფილოსოფოსებისათვის უმნიშვნელოვანეს ქვაკუთხედს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი)