შოჩიკალკო
შოჩიკალკო - მექსიკის დასავლეთით მდებარე შტატ მორელოსში,კოლუბამდელი პერიოდის ადრეული დასახლება გახლდათ.იგი ერთ-ერთი საინტერესო და დიდი ისტორიის მქონე ისტორიული ძეგლია.თავად სახელი – შოჩიკალკო,აცტეკთა ენა (ნაუტლზე) აღნიშნავდა – “ყვავილების სახლს”.ქალაქის “ბრწყინვალების ხანა”,როგორც პოლიტიკური,ეკონომიკური და რელიგიური ცენტრისა,ისეთი ქვეყნების და ქალაქების (ცენტრალური ამერიკის) დაცემის პერიოდი იყო,როგორებიც გახლდათ – ტეოტიუაკანი (არის მოსაზრება,რომ შოჩიკალკომ დიდი წვილილ შეიტანა მის განადგურებაში),პალენკე,ტაკალი და მონტე-ალბანი იყვნენ. (ავტორი გენია.ჯი) არქეოლოგთა მოსაზრებით შოჩიკალკოს არქიტექტურა და იკონოგრაფია ძალიან ჩამოჰგავდა მაიას ცივილიზაციის ქალაქ მატლაცინკას და ტეოტიუაკანის სამეფოს არქიტექტურასა და იკონოგრაფიას.აღსანიშნავია,რომ დღესდღეობით ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აცტეკურად ლაპარაკობს.პირველი დასახლება ამ ტერიტორიაზე ჩნდება ძვ.წ.აღ-ით 200 წელს,ხოლო როგორც ქალაქი განვითარებას იწყებს ახ.წ.აღ-ით 700-900 წლებში.ფაქტიურად,დღემდე შემორჩენილი არქიტექტურული ძეგლები სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება კიდეც.მაქსიმალური ზღვარი მოსახლეობისა ქალაქში 20 000 მაცხოვრებელი იყო.განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს შოჩიკალკოს სკულპტურული რელიეფები ნაგებობების კედლებზე.მათზე გამოსახულია “კეტცალკოატლის” გამოსახულებები (ერთ-ერთი მთავარი ღმერთი აცტეკური ღმერთების პანთეონისა),რაც ადასტურებს იმას,რომ მაიას და ტეოტიუაკანის ცივილიზაციის გავლენა იქ ძლიერი იყო.როგორც ისტორიკოსები და არქეოლოგები ირწმუნებიან,ქალაქში მხატვრები მესოამერიკის სხვადასხვა წერტილებიდან უნდა ყოფილიყვნენ ჩასულები. (ავტორი გენია.ჯი) ინტერეს იწვევს ასევე პირამიდისმაგვარი ტაძარი და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს “ბურთის სათამაშო სამი მოედანი”.შოჩიკალკოს რამდენიმე დაფა გამოფენილი და დაცულია მექსიკის ეროვნულ მუზეუმში.პირველად შოჩუკალკოს შესახებ ცნობები მოგვაწოდა – ანტონიო ალზატემ 1777 წელს.1810 წელს კი ცნობილმა გერმანელმა გეოგრაფმა,ენციკლოპედისტმა და მოგზაურმა – ალექსანდრ ფონ ჰუმბოლდტმა,დეტალურად აღწერა,ილუსტრაციებითურთ ქალაქი შოჩიკალკო.დიდი დანიშნულების მქონე ისტორიული ძეგლი მოინახულა მექსიკის იმპერატორმა – მაქსიმილიან I-მა (1832-1867 წლები),რომელიც ამასთანავე გახლდათ ავსტრიის იმპერატორის ფრანც-იოსიფის უმცროსი ძმა. (ავტორი გენია.ჯი) პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა და არქეოლოგმა – რენე ჰირტმა,ქალაქში არქეოლოგიური კვლევების დროს აღმოაჩინა შოჩიკალკოს სრული რუკა.ხოლო მის მიერ აღმოჩენილმა სხვა ექსპონატებმა მექსიკის მუზეუმებში დაიდეს ბინა.ქალაქი განადგურდა 900 წელს და როგორც ცნობილი ხდება,ძალიან სწრაფად იქნა იგი დაცლილი მოსახლეობისაგან.თუმცა 1200 წელს აქ კვლავ ჩნდება დასახლება აცტეკურენოვანი მოსახლეობისა.დღესდღეობით შოჩიკალკოს ისტორიული ძეგლი,არა მარტო მექსიკის,არამედ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად იქნა მიჩნეული,რის გამოც “იუნესკომ” ძეგლთა დაცვის ნუსხაში შეიტანა.შოჩიკალოკოს პოპულარობა დღითი დღე იზრდება,რის გამოც უამრავი ტურისტი სტუმრობა. (ავტორი გენია.ჯი)