“ყველაზე საოცარი დუელი ისტორიაში”

“ყველაზე საოცარი დუელი ისტორიაში” - დაფიქსირებულ იქნა 1808 წელს საფრანგეთში,მაშინ,როდესაც პარიზში არისტოკრატებისათვის,ერთგვარ მოდად იყო ქცეული “საჰაერო ბურთით” მოგზაურობა.სწორედ აღნიშნულ პერიოდს უკავშირდება ის საოცარი დუელი,რომელიც პარიზის ცაში განხორციელდა.ერთ-ერთი,ვინმე ფრანგი ქალბატონის – ტივერის გულის დაუფლებისათვის,ორმა მისმა მოტრფიალე მამაკაცმა ერთმანეთს დუელი გამოუცხადა.ალბათ იმ ეპოქაში დუელის გამოცხადება დიდ საოცრებას არ წარმოადგენდა და არც ეს შემთხვევა იქნებოდა გასაოცარი,რომ არა “დუელის ჩატარების მეთოდი”.(ავტორი გენია.ჯი) კერძოდ: დუელიანტებს ერთმანეთის წინააღმდეგ გასროლა,არც მეტი და არც ნაკლები საჰაერო ბურთებზე მყოფებს,ცაში უნდა განეხორციელებინათ,რადგან ისინი თავიანთ თავს “უმაღლესი არისტოკრატიის” წევრებად განიხილავდნენ და გარდა ამისა,მათი სატრფოსათვისაც დიდად გამაოგნებელი იქნებოდა ასეთი მეთოდით განხორციელებული დუელი,რაც ერთი-ორად ზრდიდა შანსს,გამარჯვებულს მოეპოვებინა სატრფოს ხელი.(ავტორი გენია.ჯი)

მას შემდეგ,რაც “დუელიანტები” საჰაერო ბურთებით 990 მეტრ სიმაღლეზე ავიდნენ,დუელის წესების თანახმად ერთმანეთის მიმართ გასროლები განახორციელეს.ჯერ ერთმა,რომელმაც ტყვია დააცილა და შემდეგ მეორემ,რომლის მიერ გასროლილი ტყვია,მოწინააღმდეგის “საჰაერო ბურთს” მოხვდა.მასზე ტყვიის მოხვედრამ,საჰაერო ბურთს ტრაექტორია დააკარგვინა და დიდი სისწრაფით დაბლა იწყო ვარდნა.საბოლოო ჯამში იგი,დუელიანტთან ერთად პარიზის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავს დაეცა,რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
აღნიშნული ფაქტის შემდგომ გამარჯვებულ დუელიანტს არა მარტო სატრფოს ხელი ხვდა წილად,არამედ ისტორიაშიც კი დაიმკვიდრა ადგილი,როგორც “ყველაზე საოცარი დუელის მონაწილე და გამარჯვებული”,მანამდე და მას შემდეგ გამართული დუელების ისტორიაში.(ავტორი გენია.ჯი)