გეოგრაფიიდან…
1. დედამიწაზე ყველაზე ცივი ტემპერატურის მქონე მდინარედ მიჩნეულია რუსეთში მდებარე მდინარე – “ინდიგირკა” (იაკუტიაში),რომელიც ჩაედინება აღმოსავლეთ ციმბირის ზღვაში.თავის მხრივ კი იგი წარმოადგენს – ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის აუზს.მდინარის სიგრძე 1726 კილომეტრია,ხოლო უზის საერთო ფართობი 360000 კვადრატული კილომეტრი.მდინარის ზედაპირი იყინება ოქტომბერში.მაისის ბოლოსათვის წყლის გაყინული ზედაპირი ლღვება. (ავტორი გენია.ჯი) მდინარე ინდიგირკასთან ყველაზე ახლო დასახლებული პუქტია – ოიმიაკონის დასახლება (ჩრდილოეთ პოლუსი,ყველაზე ცივი კლიმატის მქონე ადგილი დედამიწაზე),სადაც ტემპერატურა -50 გრადუსიდან -71 გრადუსამდე ეცემა.ინდიგირკას სიახლოვეს,ასევე მდებარეობს “ქალაქი-ძეგლად” წოდებული ყოფილი დასახლება – ზაშივერსკი,რომლის მოსახლეობა XIX საუკუნეში “ჩუტყვავილას” ემსხვერპლა.მას შემდეგ იქ აღარავის უცხოვრია.ფაქტიურად,მდინარე ინდიგირკა 9 თვის მანძილზე ყინულის ლოდების ქვეშაა მოქცეული.აღსანიშნავია,რომ წყლის ძალიან დაბალი ტემპერატურის მიუხედავად იგი მდიდადია თევზით სხვადასხვა სახეობებით.
* * *
2. ყველაზე განიერ სრუტედ დედამიწაზე მიჩნეულია – “დრეიკის სრუტე”,რომელიც აკავშირებს ატლანტის ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს – წყნარი ოკეანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილთან.სრუტის გარკვეული ნაწილი მიჩნეულია “სამხრეთ ოკეანის ნაწილადაც”.იგი მდებარეობს სამხრეთ ამერიკასა და სამხრეთ შეტლანდის კუნძულებს შორის.სრუტის ყველაზე ვიწრო მონაკვეთი 420 კილომეტრია,ხოლო ყველაზე განიერი კი 820 კილომეტრი.საშუალო სიღრმე 276 მეტრია.მიუხედავად იმისა,რომ პირველად ამ სრუტის შესახებ ინფორმაცია,1525 წელს ესპანელმა ნავიგატორმა ფრანცისკო დე ჰოკემ და მისმა გუნდმა შეიტყო,სახელი მაინც ინგლისელი მეზღვაურისა და მეკობრის – ფრენსის დრეიკის (1540-1596 წლები) ეწოდა,რადგანაც სრუტე პირველად 1578 წელს,მან გადაცურა (მანამდე სრუტის არსებობა იცოდა ფერნანდო მაგელანმაც,თუმცა იგი იქ არ შესულა).ამ მიზეზთა გამო,ზოგიერთი ესპანელი და ლათინოამერიკელი ისტორიკოსი “დრეიკის სრუტეს” – “ჰოკეს ზღვად” მოიხსენიებს. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
3. ყველაზე დიდ ტროპიკულ კუნძულად დედამიწაზე მიჩნეულია – “ახალი გვინეა”,რომელიც თავის მხრივ კუნძულ გრენლანდიის შემდეგ მეორე კუნძულია სიდიდით დედამიწაზე.ახალი გვინეის საერთო ფართობი 786 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.როგორც ტროპიკული კუნძული იგი უმდიდრესია ფლორითა და ფაუნით.მასზე ბინადრობს ფრინველების 600 სახეობა,400 სახეობა წყალ-ხმელეთა ცხოველების და 100 სახეობა ძუძუმწოვრების.გარდა ამისა კუნძულზე ხარობს 12 000 სახეობა მცენარეებისა,რომელთაგან ბევრი უნიკალური სახეობაა.ახალი გვინეის ყველაზე მაღალი ადგილი “პუნჩაკ-ჯაიას” მთაა,რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 4884 მეტრია.კუნძულის ყველაზე გრძელი მდინარე – “ფლაია”,რომლის სიგრძე 1120 კილომეტრია.”ახალი გვინეას” მოსახლეობა შეადგენს 7,500,000 მაცხოვრებელს.
* * *
4. ყველაზე ღრმა სიდიდის მქონე მდინარედ მიჩნეულია,ერთ-ერთი დიდი და წყალუხვი მდინარე მსოფლიოში – “კონგო”,რომელიც მდებარეობს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დასავლეთით.აღსანიშნავია ისიც,რომ იგი აფრიკის ყველაზე წყალუხვი მდინარეა (წყალუხვობით მეორეა მსოფლიოში,მდინარე – ამაზონის შემდეგ).იგი ერთადერთი მდინარეა მსოფლიოში,რომელიც ორჯერ ჰკვეთს ეკვატორს.მდინარე კონგოს აღმომჩენი გახლავთ ცნობილი პორტუგალიელი მეზღვაური – დიოგუ კანი (1482 წელი).მდინარის სახელი ძველი კონგოს სახელწოდებიდან მომდინარეობს.მოგვიანებით,1971 წელს კონგოს სახელი შეუცვალა ადგილობრივმა ხელისუფლებამ და დაარქვა – “ზაირი”,თუმცა 1997 წელს მას კვლავ დაუბრუნეს ძველი სახელწოდება.სიგრძე შეადგენს 4700 კილომეტრს.ხოლო,აუზის საერთო ფართობია 3,680,000 კვადრატული კილომეტრი.იგი წარმოადგენს ატლანტის ოკეანის აუზს.იმ ადგილებში სადაც კონგო ოკეანეს უერთდება,სიგანე მდინარისა ერთ კილომეტრს აჭარბებს,ხოლო სიღრმე კი 230 მეტრია.ამ მაჩვენებლით იგი ყველაზე ღრმა სიდიდის მქონე მდინარედ არის მიჩნეული მსოფლიოში. (ავტორი გენია.ჯი)