ანტონიო დე ლა განდარა
ანტონიო დე ლა განდარა - დაიბადა 1861 წლის 16 დეკემბერს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში.იგი გახლდათ გამოჩენილი ფრანგი მხატვარი.ანტონიოს მამა წარმოშობით ის ესპანელი იყო,რომელიც მექსიკიდან გადასახლდა ესპანეთში.დედა ფრანგი ქალბატონი (აღზრდილი ინგლისში) იყო.1878 წელს ჩააბარა უმაღლეს ეროვნულ სამხატვრო სკოლაში (პარიზი).მისი მასწავლებლებიდან გამოსაყოფია ცნობილი ფრანგი მხატვარი ჟან-ლეონ ჟერომი და ასევე ცნობილი მხატვარი ალექსანდრ კანაბელი. (ავტორი გენია.ჯი) თავისი პირველი საჯარო ნამუშევრების გამოფენა გაიმართა 1883 წელს.გამოფენამ დიდი მოწონება დაიმსახურა. 1884 წელს,უკვე მას პატივად ხვდა წილად მიეღო მიწვევა ერთ-ერთი სამხატვრო სალონიდან “ელისეის მინდვრებზე” გამართული გამოფენიდან.ანტონიომ იქ წარადგინა დღეს უკვე ყველასათვის ცნობილი ტილო – “წმინდა სებასტიანი,განგმირული ისრებით”.1885 წელს დაუმეგობრდა გამოჩენილ ფრანგ მწერალს – რობერ დე მონტესკიუს,რომელსაც მიუძღვნა კიდეც 1892 წელს – “რობერის პორტრეტი”.ამავე პერიოდში გაიცნო და დაუმეგობრდა ცნობილ ფრანგ ხელოვანებს – მარსელ პრუსტს,ედმონ გონკურს,ალფონს დოდეს,ანატოლ ფრანსს,სარა ბერნარსა და სხვა გამოჩენილ მწერლებსა და ხელოვანებს.ასევე დაუახლოვდა,იმ პერიოდისათვის ცნობილ ფრანგ მომღერალსა და მსახიობს – პოლინა პოლერს.ანტონი იმ დროინდელ “ელიტურ საზოგადოებაში” მიღებულ ხელოვნად იქცა და ქალთა წრეშიც საკმაო პოპულარობით სარგებლობდა.მის მიერ შესრულებულ არაერთ სურათში მოდელებად,გამოყენებული ჰყავს ულამაზესი ქალების სახეები.იგი ავტორი იყო,გამოჩენილი იმ ადამიანების პორტრეტების შექმნით,რომლებიც “ლამაზ ეპოქაში” ცხოვრობდნენ.ცნობისათვის,”ლამაზი ეპოქა” ევროპაში სიმბოლურად ეწოდა 1890-1914 წლის პერიოდს. (ავტორი გენია.ჯი) ანტონიო,დიდი მოტრფიალე გახლდათ სერვანტესის გენიალური ნაწარმოების – “დონ კოხოტისა”.სწორედ ამიტომ შექმნა მან აღნიშნული ნაწარმოების თემატიკაზე რამდენიმე სურათი 1912 წელს.მისი გამოფენები იმართებოდა ნიუ-იორკში,ბრიუსელში,ბერლინში,მადრიდში,ვენასა და სხვა ცნობილ ქალაქებში.1894 წელს დაჯილდოებულ იქნა – იზაბელა კათოლიკეს ესპანური მედლით.ხოლო 1911 წელს კი მიენიჭა საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენიც.ანტონიო დე ლა განდარა გარდაიცვალა 1917 წლის 30 ივნისს პარიზში.მის მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშები კი დღემდე ამშვენებენ მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებსა და სამხატვრო სალონებს. (ავტორი გენია.ჯი)
ანტონიო დე ლა განდარას შემოქმედება