“მენეაბა”

“მენეაბა” - წარმოადგენს კირიბატის რესპუბლიკაში (წყნარ ოკეანეში მდებარე ქვეყანა) სალოცავ სახლს კირიბატელი საზოგადოებისა,რომლებიც განლაგებული არიან ამ ქვეყნის კუნძულების სოფლებში.მათი დანიშნულებაა ადგილობრივი სოფლების პრობლემებზე მსჯელობა,დაწყებული მოსავლის აღებიდან,დამთავრებული რაიმე სახის კონფლიქტებით,რომლებსაც ადგილი აქვს ზემოთ აღნიშნულ სოფლებში. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ “მენეაბაში” მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება,აუცილებლად და უსიტყვოდ უნდა იქნას აღსრულებული.მათი რწმენით,მენეაბაში მოსახლეობის შეკრებას თან ესწრებიან გარდაცვლილთა სულები,რომელთა შეცდომაში შეყვანა და მოტყუება უპატიებელ დანაშაულად მიიჩნევა კირიბატის კუნძულებზე.ნაგებობაში მოქმედებს უმკაცრესი ქცევის კოდექსი ეტიკეტისა.ყველაზე საპატიო ადგილზე სოფლის “უხუცესები” ჯდებიან.სტუმრები იკავებენ იმ ადგილს,როგორსაც ლოცვის დროს იკავებენ სახლში.ყველა მენეაბაში აუცილებლად უნდა იყოს გამოყოფილი ადგილი გარდაცვლილ წინაპართა სულებისათვის,რომელსაც “ბოტი” ჰქვია.დანარჩენ ადგილებს კი ადგილობრივი კლანების ადამიანები იკავებენ.”შეხვედრები” იმართება მკაცრი დაცული კანონების თანახმად.აქ დამსწრე სხვადასხვა კლანის წარმომადგენლები აყენებენ საკითხებს,რომლებიც მათი კლანისათვის არის საჭირ-ბოროტო.მენეაბაში “შეხვედრების” ცერემონია,ტირიბაკის ადგილობრივი მოსახლეობისათვის “წმინდად” არის მიჩნეული და მასში მონაწილეობის ფუნქცია ყველა ტომს სხვადასხვაგვარი,თუმცა თანაბრად აქვთ. (ავტორი გენია.ჯი) “მენეაბა” ერთგვარად დიდი ფუნქციების მქონე დაწესებულებაა,სადაც ყოველგვარი პრობლემის გადამწყვეტი გადაწყვეტილებები მიიღება (როგორც რელიგიური ასევე საერო).მთავარ როლს მენეაბას” შენობის აგებაში ადგილობრივი უხუცესები იღებენ და ვინც ამ ნაგებობის აგებაში იღებს მონაწილეობას ვალდებულია ათასობით ადგილობრივი რიტუალი იცოდეს.შესასვლელი კარები ყველა არსებული მენეაბასი დაბალია,რათა მასში შემსვლელმა თავი მოიხაროს მათი რელიგიის მოწიწების მიზნით.აღსანიშნავია,რომ “მენეაბას” გვერდით ყოველთვის დგას სხვადასხვა ტომების “სამხედრო კანოეები”.იქ არსებულ ყველა მენეაბას თავის სახელი ჰქვია და ყველას სხვადასხვა,თავისებური ტრადიციები გააჩნია.ამ ქვეყანაში სოფლის მაცხოვრებელი მოსახლეობისათვის – “მენეაბა” დიდი დატვირთვის მატარებელი ადგილია და დღემდე ყველა საჭირბოროტო საკითხები,ადგილობრივი ტრადიციების სრული დაცვით სწორედ იქ წყდება. (ავტორი გენია.ჯი)