ქვის ვიოლინო – “შავი შაშვი”

“შავი შაშვი” - ინგლისურ ენაზე “Blacbird”,წარმოადგენს უნიკალური მეთოდითა და მასალით დამზადებულ ვიოლინოს,რომელსაც – “შავი ქვის ვიოლინოდაც” მოიხსენიებენ.იგი დამზადებულ იქნა გენიალური იტალიელი,ინსტრუმენტების დამზადების ოსტატის – ანტონიო სტრადივარიუსის ნახატის მიხედვით.”შავი შაშვი” შექმნილ იქნა შავი დიაბაზის ქვისაგან (ფუძე-შედგენილობის სრულკრისტალური პალეოტიპური მაგმური ქანი) და ძალუძს გამოსცეს ისეთივე მელოდიური ხმა,როგორც სხვა ნებისმიერ ვიოლინოს.ვიოლინო დაამზადა გამოჩენილმა შვედმა მხატვარმა – ლარს ვიდენფალკმა,რომელმაც ანტონიო სტრადივარიუსის მსგავსად (რომელიც მის მიერ შექმნილ ინსტრუმენტებს ფრინველების სახელებს არქმევდა) და შავი ფერის გამო – “შავი შაშვი” უწოდა. (ავტორი გენია.ჯი) 1990 წელს,ვიდენფალკს ოსლოს (ნორვეგია) საკონცერტო დარბაზი უნდა გაეფორმებინა,რა დროსაც მისი ყურადღება მიიპყრო დიაბაზისაგან დამზადებული ჩაქუჩის,ღოჯზე (ცნობილი,როგორც ზუბილა) ცემის ხმამ.სწორედ ამ მომენტიდან დაფიქრდა იგი,რომ შესაძლებელი იყო,აღნიშნული ქვისაგან ვიოლინოს შექმნაც.ვიოლინოსათვის დასამზადებელი დიაბაზის ქვა მხატვარმა,საკუთარი ბიძის საფლავიდან აიღო,მას შემდეგ რაც წინაპრების საფლავების რეკონსტრუქცია მოახდინა.აღნიშნული ქვა კი უკვე საკმაოდ დიდი ხნის იყო.ხელოვანმა დიაბაზის ქვისაგან ვიოლინოს  დამზადებას ორი წელიწადი შეალია და “შავი შაშვის” ვიოლინოს წონაც 2 კილოგრამი გამოვიდა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ იგი ერთადერთი ვიოლინოა მსოფლიოში,რომელიც ქვისაგან იქნა დამზადებული და რომელსაც ძალუძს ჩვეულებრივი ვიოლინოს მსგავსი მუსიკალური ბგერების გამოცემა.აქვე აღსანიშნავია ისიც,რომ რამდენიმე კომპოზიტორმა,სპეციალურად “შავი შაშვის” ვიოლინოსათვის დაწერა,რამდენიმე კომპოზიციაც. (ავტორი გენია.ჯი)