ფილოსოფოსს მაგის წიგნიდან “იდიოტის სიტყვა”

1. გონებას ყოველთვის რომ მივსდიოთ,აუცილებლდ მივალთ საკუთარი არსებობის უარყოფამდე.

2. ჩვენ ყველაზე ძლიერ გვსურს იმით ვიამაყოთ,რაც არ გვაბადია.

3. ჩვენი სიყვარული ბუნებისადმი,სხვათა შორის,იმითაც აიხსნება,რომ ბუნებას არც ვეზიზღებით და არც ვძულვართ.

4. ცხოვრების ყველაზე ბრძნული წესია,რომ თუნდაც გეზიზღებოდეს შენი დროის ზნე-ჩვეულებანი,ერთხელაც არ გადაუხვიო მათ. (ავტორი გენია.ჯი)

5. მედიდურობა,ავხორცობა,ეჭვი – აი,სამი მიზეზი უკანასკნელი სამი ათასწლეულის გამოცდილების მიხედვით ცნობილი ყველა მანკიერებისა.

6. შესრულება შეძლებას ნიშნავს,ხოლო შეძლება – შესრულებას.საბოლოო ჯამში,ჩვენ არ ძალგვიძს ამ ჯადოსნურ წრეს თავი დავაღწიოთ.სხვანაირად რომ ვთქვათ,ამაში არავითარი ლოგიკა არაა.

7. ჩვენი თავისებურება ის არის,რომ მუდმივად შეგვიძლია საკუთარი შეგნების გადალახვა.

8. ფიზიკურ მოთხოვნილებათა ალაგმვა მშვიდობას სრულებითაც არ ამყარებს.მშვიდობის მოპოვებისათვის ჩვენვე უნდა მოვთოკოთ ჩვენი სულიერი მოთხოვნილებებიც.

9. ბედლერი ჭკუაზე რომ შეირყა,თავისი მსოფლხედველობა მხოლოდ ერთი სიტყვით გამოხატა და სიტყვა იგი იყო “ქალი”. (ავტორი გენია.ჯი)

10. ჩვენი ცხოვრებისათვის აუცილებელი ყველა იდეა,ალბათ,ჯერ კიდევ სამი ათასი წლის წინათ უთქვამთ.ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია,რომ ცეცხლი ხელახლა მივუმატოთ.