ზიგმუნდ ფროიდი – “ეპიზოდი”
გენიალური ავსტრიელი ნევროპათოლოგი,ფსიქიატრი,ფსიქოლოგი და ფსიქოლოგიის ფუძემდებელი - ზიგმუნდ ფროიდი (1856-1939 წლები),რომელმაც თავისი პუბლიკაციებით ფსიქოანალიზის შესახებ (სიტყვასიტყვით რომ ვთქვათ “შეარყია” მსოფლიო საზოგადოება),1881 წელს აარსებს “სამედიცინო კაბინეტს” სადაც პაციენტების მკურნალობას იწყებს “კოკაინის” მეშვეობით.აქედანვე იწყება მისი ამ საშინელი ნარკოტიკული საშუალებზე დამოკიდებულება.კოკაინი პაციენტებზე ერთგვარ ანესთეზიის როლს თამაშობდა და ახლობლების მიმართ მიწერილ წერილებში აღნიშნავდა,რომ ეს თეთრი ფხვნილი პაციენტების სტუმულირების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ მას იგი არა მარტო საკუთარი თავისთვის და პაციენებისთვის იყენებდა,არამედ ყველა მისი ასისტენტიც ანალოგიურად იყვნენ დამოკიდებული მასზე.იგი დარწმუნებული იყო იმაში,რომ ამ ნივთიერებას ბევრად უკეთესად შეეძლო ადამიანის განკურნება,ვიდრე სხვა მკურნალობის მეთოდებს.ამის გამო ზიგმუნდ ფროინდს ავანტურისტად მოიხსენიებდნენ მედიკოსები.ამავე პერიოდში ფროიდი კოკაინზე ძლიერ დამოკიდებული ხდება და მიხვდა,რომ ეს არა სამკურნალო,არამედ ნერვული სისტემის დაავადების ყველაზე აქტიური საშუალებაა.მისი რეპუტაცია ამ დროისათვის ძალიან შერყეული იყო.ამიტომ გადაწყვიტა როგორმე მასზე დამოკიდებულება მოეცილებინა და საკუთარი რენომეს აღდგენისათვისაც,როგორც “სუფთა ექიმი” მიეღწია. (ავტორი გენია.ჯი) 1899 წლის ბოლოს აქვეყნებს შრომას “სიზმრის განმარტება”,რომელიც მოიცავს პაციენტების სიზმრებისა და თავისი სიზმრების ჩანაწერებს და მის შესახებ მეგობარს ფლისს წერდა: “ჩემთვის ამ წიგნს სუბიექტური მნიშვნელობა აქვს,რომლის გაცნობიერებაც მხოლოდ მას შემდეგ მოვახერხე,რაც წიგნი დავასრულე.იგი აღმოჩნდა ჩემი საკუთარი თვითანალიზის ნაწილი,ჩემი რეაქცია მამის სიკვდილზე”.იგი ამ წიგნში წერდა,რომ სიზმარი არის წერილი ჩვენი არაცნობიერებისაგან.ამ წიგნმა საზოგადოებაში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.მას დასცინოდნენ პრესის ფურცლებიდანაც.ბევრმა ექიმმა მასთან ურთიერთობა გაწყვიტა.მიუხედავად ამისა,ამ წიგნმა საზღვარგარეთ დიდი რეზონანსი და ინტერესი გამოიწვია – საფრანგეთში,ინგლისსა და ამერიკაში.ზიგმუნდ ფროიდის გენიალური ფსიქოანალიზი სულ მალე მსოფლიოს მედიკოსებისა და მეცნიერების უდიდესი ინტერესის,მოწონების საგნად იქცა,რამაც მის მსჯელობებს ბევრი მომხრე და მხარდამჭერი შესძინა.1901 წლის 1 თებერვალს ფროიდი წერდა: “მე არ ვარ მეცნიერი,არ ვარ დამკვირებელი,არ ვარ ექსპერიმენტატორი და არ ვარ მოაზროვნე.მე ვარ ადამიანი კონკისკადორის ტემპერამენტით,ავანტურისტის ცნობისმოყვარეობით,მისი ცივსისხლიანობით და დაჟინებულობით”.1902 წელს მას მიანიჭეს ვენის უნივერსიტეტის ნევროპათოლოგიის პროფესორის ხარისხი,ხოლო ერთი წლის შემდეგ თავად ხდება ფსიქოანალიტიკური საერთაშორისო კონგრესის დაფუძნების ორგანიზატორი. (ავტორი გენია.ჯი) საერთაშორისო აღიარება მისი დამსახურებებისა 1930 წელს გერმანიის ქალაქ ფრანქფურტის მიერ მისთვის – გიოტეს პრემიის გადაცემიდან დაიწყო.მოგვიანებით მისი ცხოვრება ბევრ ტრაგიკულ ეტიუდს შეიცავს.1933 წელს ფაშისტების ხელისუფებაში მოსვლის შემდეგ,იწყება მისი დევნა და საჯაროდ წვავენ ფროიდის წიგნებს.მოგვიანებით აღმოჩნდა ვენის გეტოში,მისი ღვიძლი და კი საკონცენტრაციო ბანაკში.თუმცა 1938 წელს მოხერხდა მისი გეტოდან გამოყვანა და ოჯახთან ერთად მიემგზავრება ლონდონში.მას განუვითარდა ხახის კიბო,რისი მიზეზიც თამბაქოს ბევრი რაოდენობით მოწევა გახდა.ამ მიზეზის გამო ფროიდმა 33-ჯერ გადაიტანა ოპერაცია.1939 წელს კი ტკივილებმა იგი იმდენედ დატანჯა,რომ ექიმს მოსთხოვა გაეკეთებინა მისთვის სასიკვდილო მორფის დოზა.საბოლოოდ ზიგმუნდ ფროიდის სიცოცხლე 1939 წლის 23 სექტემბერს ლონდონში შეწყდა. (ავტორი გენია.ჯი)