ჯორჯ ბერნარდ შოუ – “ეპიზოდი”
გენიალური ბრიტანელი (ირლანიდიელი) დრამატურგი,მწერალი და რომანისტი - ჯორჯ ბერნარდ შოუ (1856-1950 წლები),იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობდა დიდ ბრატანეთში,რომ მას “მეორე დრამატურგად” მოიხსენიებდნენ დიდი ბრიტანეთის ისტორიაში,უილიამ შექსპირის შემდეგ.1925 წელს,როდესაც მიენიჭა “ნობელის პრემია”.მიუხედავად ამ ჯილდოს მინიჭებისა და მიღებისა,მან სასტიკი უარი განაცხადა თანხის აღებაზე,რომელიც პრემიის ლაურეატებს გადაეცემათ მისი მოპოვების შემთხვევაში. (ავტორი გენია.ჯი) შოუს მოიხსენიებდნენ,როგორც “უიღბლო” შემოქმედს,რომელმაც ვერც ერთ ხელოვნებაში ვერანაირ წარმატებას ვერ მოაღწია.არადა ამ პერიოდში იგი უკვე 36 წლის გახლდათ.ბერნარდის დედა და და მუსიკოსები გახლდათ.მან მუსიკაშიც სცადა რაიმესთვის მიეღწია,თუმცა უშედეგოდ.ერთ-ერთმა გაზეთმა კი იგი ძალიან გააკრიტიკა,თავისი მუსიკალური “შემოქმედების” გამო.შემდეგ სახელმწიფო სამსახურში ჩადგა,თუმცა იქაც ვერანაირ კარიერულ წარმატებას ვერ მიაღწია და მწერლობის დასაწყისში,ვერც ლიტერატურულ წრეებში დაიმკვიდრა ადგილი.მის მიერ დაწერილი ხუთი რომანის გამოქვეყნებაზე ლონდონის ყველა საგამომცემლო სახლმა უარი განაცხადა. (ავტორი გენია.ჯი) მას არც პოლიტიკაში ჰქონია წარმატებები,მაშინ,როდესაც იგი სოციალისტური იდეების ქადაგებით გამოდიოდა.ამ იდეებს ინგლისში არანაირ ყურადღებას არ აქცევდნენ და შესაბამისად მისი მოწოდებები,მხოლოდ “მოწოდებებად” რჩებოდა.ამ მიზეზთა გამო ბერნარდ შოუს ხელები არ ჩამოუყრია და კიდევ უფრო მეტი მონდომებით შეუდგა მოღვაწეობას.თუმცა ეს მოღვაწეობა მისთვის ყველაზე საყვარელ დარგს ლიტერატურას შეეხებოდა.გადაწყვიტა დაეწერა ისეთი ნაწარმოებები,რომლებსაც ვერცერთი იმ დროინდელი მწერლის ნაწარმოები,კონკურენციას ვერ გაუწევდა.ბერნარდი საკმაოდ დიდი ინტელექტისთ გამოირჩეოდა,დიდ დროს ატარებდა ბიბლიოთეკებში წიგნების კითხვასა და მუზეუმებში.გაიტაცა დიდი ნორვეგიელი დრამატურგის – ჰენრიხ იბსენის,შემოქმედებამ,რომელსაც თავის მხრივ მოიხსენიებდნენ,როგორც ევროპული “ახალი დრამის” შემოქმედი.მისი პიესების კითხვისას,ირწმუნა,რომ ანალოგიური ნაწარმოებების შექმნა თავადაც შეეძლო.1892 წელს წერს პირველ პიესას – “ქვრივის სახლი”,სადაც ღრმა ირონია არის ჩაქსოვილი “ქორწინების” ინსტიტუტის მიმართ.დაწერის შემდეგ,არაერთ თეატრს წარუდგინა პიესა,თუმცა მისი სცენაზე დადგმა არცერთმა თატრმა არ ისურვა.ამის შემდგომ დაიწყო სოციალური თემატიკის მქონე პიესების წერა და რადგან მის არცერთ ნაწარმოებს არ იღებდნენ,იძულებული გახდა ქუჩაში წაეკითხა ისინი პუბლიკისათვის. (ავტორი გენია.ჯი) ეს გრძელდებოდა მანამ,სანამ მის ცხოვრებაში არ გამოჩნდა მდიდარი მეცენატი – შარლოტა პეინ თაუზენდი,რომელსაც ძალიან უყვარდა თეატრი.სწორედ შარლოტას დახმარებით შეძლო ბერნარდმა ლიტერატურულ სამყაროში ფეხის შედგმა და დამკვიდრება.1902 წელს შოუს პირველი პიესა – “ქვრივის სახლი”,იდგმება ლონდონის “დამოუკიდებელ თეატრში”,თუმცა პუბლიკამ ეს პიესა საკმაოდ ცივად მიიღო.მიუხედავად ამისა,პრესაში გამოვეყნებულმა სტატიებმა შოუ დაარწმუნა,რომ იმ თამატიკით,რომელიც პიესაში ჰქონდა აღწერილი,დამაინტრიგებელი გამოდგა საზოგადოებისათვის.მალევე დაწერა ორი პიესა – “ეშმაკის მოსწავლე” და “იარაღი და ადამიანი”,თუმცა არც ერთი ეს პიესა არ დადგეს ლონდონის სცენებზე.აღნიშნული პიესები შარლოტას დახმარებით მაინც დაიდგა ვენისა და ბერლინის თეატრებში და იქცა კიდეც ტრამპლინად ბერნარდ შოუს მომავალი წარმატებებისა. (ავტორი გენია.ჯი) შემდეგ მისი პიესები დადგმულ იქნა ამერიკაში და საბოლოოდ დიდმა ბრიტანეთმაც აღიარა დიდებული მწერლისა და დრამატურგის გენიალური შემოქმედება.ინგლისში თეატრებმა დაიწყეს იმ პიესების დადგმა,რომლის დადგმებზეც ისინი ადრე უარს აცხადებდნენ.ფაქტიურად,ბერნარდ შოუს წარმატება პირველად არა სამშობლოში,არამედ უცხოეთში შედგა.მან 94 წელიწადი იცოცხლა და ერთი წუთითაც არ შეუჩერებია თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობა.წარმატებულმა ლიტერატურულმა მოღვაწეობამ იმდენად დიდი პოპულარობა მოუტანა,რომ ბრიტანული ლიტერატურის “ცოცხალ ძეგლადაც” კი აქცია და როგორც ცნობილია “ძეგლებს არ აკრიტიკებენ”,შესაბამისად მის მიმართ კრიტიკა წარსულს ჩაბარდა.70 წლის ასაკში მწერალს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა,თუ როგორ გრძნობდა თაცს,რაზეც შოუმ უპასუხა:
” – ძალიან კარგად.ძალიან კარგად.უბრალოდ ექიმები მაწუხებენ და მარწმუნებენ,რომ მე მალე მოვკვდები,იმიტომ რომ არ ვჭამ ხორცს”.
… და როდესაც ანალოგიური შეკითხვით მიმართეს მას 90 წლის ასაკში,პასუხი ასეთი იყო:
” – ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.ჩემს თავზე უკვე თავად ვზრუნავ.ის ექიმები კი,რომლებიც მარწმუნებდნენ,რომ ხორცით კვების გარეშე მალე გარდავიცვლებოდი,ცოცხალი თავად აღარ არიან”. (ავტორი გენია.ჯი)