მოჰანდას კარამჩანდ განდის ბიოგრაფიიდან…
ინდოეთის პოლიტიკური და სულიერი ლიდერი - მოჰანდას კარამჩად განდი (1869-1948 წლები),რომლის წინამძღოლობითაც ინდოეთმა მიაღწია დამოუკიდებლობას,მამისაგან – კარამჩად განდისაგან მემკვიდრეობით მიიღო სწავლება ფილოსოფიისა “არაძალადობრივი ცხოვრების” შესახებ.მაჰათმას მამა,პონბანდარის სამთავროს მთავარი მინისტრი იყო და უდიდესი წვლილი შეიტანა შვილის სულიერი ცხოვრებით აღზრდაში.იგი აღზარდეს იმ სულიერი მოტივით,რომ არ უნდა მიეყენებისა ზიანი,არანაირი ცოცხალი არსებისათვის და გამოეჩინა შემწყნარებლობა ნებისმიერი რელიგიის მიმართ. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ბავშვობაში მიღებულმა ასეთმა სწავლებამ მაჰათმა განდი აქცია ქვეყნის განთავისუფლების იმ ლიდერად,რომელმაც არაძალადობრივი გზით შეძლო ინდოეთის დახსნა კოლონიალური მმართველობისაგან.გატაცებული გახლდათ ლევ ტოლსტოის ნაწარმოებისა და ნაშრომების კითხვით.ხშირად აღუნიშნავს,რომ მისი “სულიერი მოძღვარი” სწორედ ტოლსტოი იყო.განდი მწერალს წერდა სითბოთი გაჯერებულ წერილებს სადაც უხსნიდა,ინდოეთის განთავისუფლების ერთ-ერთ გზას – “სატიაგრაჰას” მეთოდით.თუმცა უცნობია,წერდა თუ არა თავად ტოლსტოი საპასუხო წერილებს მაჰათმა განდის.ამ წერილების წერის პერიოდში,ტოლსტოი უკვე მძიმედ გახლდათ დასნეულებული.13 წლის ასაკში მაჰათმა დაქორწინდა თავის თანატოლზე – კასტრუბაიზე.19 წლის ასაკში კი მიემგზავრება ლონდონში იურიდიული მეცნიერების შესასწავლად.სამშობლოში დაბრუნების შემდეგ 1893 წელს იწყებს საადვოკატო საქმიანობას.მოგვიანებით იურისკონსულად იწყებს მუშაობას სამხრეთ აფრიკაში,ერთ-ერთ სამოქალაქო სავაჭრო ფირმაში. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ სამხრეთ აფრიკაში ყოფნის პერიოდში გადაწყვეტს მაჰათმა კოლონიალიზმის ბრჭყალებიდან ინდოეთის გამოხსნას არაძალადობრივი მეთოდით და ეს გახლდათ მეთოდი ბრძოლისა,რომელსაც ინდოეთში მოიხსენიებდნენ,როგორც – სატიაგრაჰა.აღსანიშნავია,რომ მაჰათმამ პირველი გამოსვლები სამხრეთ აფრიკის ადგილობრივების და ინდიელთა უფლებების დასაცავად წამოიწყო რასობრივი დისკრიმინაციის საწინააღმდეგოდ.იგი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აწყობდა მშვიდობიან დემონსტრაციებს,წერდა მთავრობის მიმართ პეტიციებს და მან ამ ქვეყანაში შესძლო მთავრობას მიეღო და შეეცვალა ბევრი ისეთი კანონი,რომელიც ადგილობრივებისათვის შვების მომტანი იქნებოდა.სწორედ სამხრეთ აფრიკა გახლდათ მისი პოლიტიკური “მშვიდობიანი ბრძოლის” საწყისი ეტაპი.ინგისელების და ბურების ომის პერიოდში (1899-1902 წლებში),ხოლო შემდეგ ინგლისელებისა და სულიელების ბრძოლის (1906 წელს),მან შექმნა სანიტარული ჯგუფები,რომლებიც დახმარებას უწევდნენ დაჭრილებს და ეს სანიტარული ჯგუფები ეხმარებოდნენ ინგლისელებსაც,მიუხედავად იმისა,რომ მაჰათმა “ბურების” და “ზულუსების” ბრძოლას სამართლიანად მიიჩნევდა.1915 წელს სამშობლოში დაბრუნების შემდგომ,მაჰათმა წევრიანდება ინდოეთის ეროვნულ კონგრესში და იწყებს ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობას და მოსახლეობაში აგიტაციის ჩატარებას,თავისი ცნობილი მეთოდის გამოყენებით კოლონიალიზმის დამარცხებისა.იგი განიხილავდა კლასობრივი ბრძოლის მეთოდებსაც და მოუწოდებდა ყველას ასეთი კონფლიქტის შემთხვევაში მიემარტათ მათ არბიტრაჟისათვის.მაჰათმა განდის პოზიციას მხარს უჭერდა ინდოელი ბურჟუები და ეროვნული კონგრესი.მიუხედავად ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვებისა დიდი დაძაბულობა იყო ქვეყნის ინდუს მოსახლეობასა და მუსულმანურ პაკისტანელებს შორის.განდის უამრავი ცდის მიუხედავად,ეს კონფლიქტი ვერ იქნა აღკვეთილი და ინდოეთი გაიყო ორ ნაწილად – ინდოეთად და პაკისტანად.1948 წელს ,მაშინ როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა განეხილატ,ინდოეთის გაყოფის საკითხი – ინდოეთად და პაკისტანად,მან 1948 წლის იანვარში დაიწყო უპრეცედენტო აქცია “შიმშილობისა”.განდი ამ მოქმედებას ასე აღწერდა: “სიკვდილი ჩემთვის გახდება სასწაულებრივი ხსნა.მიჯობს მოვკვდე,ვიდრე ვიყო უძლური და ვიყო თვითმხილველი ინდოეთის თვითმკვლელობისა”.მიუხედავად ასეთი ზომებისა მაინც ვერ შეაჩერა მან ეს პროცესი და საბოლოოდ დაჰკარგა მაჰათმა განდიმ ყველა იმედი დაჰკარგა იმისა,რომ ინდოეთი და პაკისტანი ერთ ქვეყნად შეიკვრებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთმა უდიდესმა ინდოელმა მწერალმა – რაბინთრაად თაგორმა უწოდა პირველმა მოჰანდას კარამჩად განდის – “მაჰათმა”,რაც – “დიდ სულს” აღნიშნავს და მართლიც გახლდათ თაგორი,მოჰანდას კარამჩად განდი “დიდი სულის” ადამიანი გახლდათ.30 წელიწადზე მეტ ხანს გამოიყენებდა განდი ბრძოლის მეთოდად “სატიაგრაჰას” და საბოლოოდ მან დაუმტკიცა კაცობრიობას ამ მეთოდის ეფექტურობა,1947 წელს ინდოეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა ინგლისისაგან და კოლონიალური “ბრიტანეთის ინდოეთიდან” სუვერენულ “ინდოეთად” იქცა.1948 წლის 30 იანვარს მაჰათმა განდი – ნატხურა გოძემ სამი გასროლით მოკლა,თუმცა აღსანიშნავია,რომ სანამ განდი მიღებული ჭრილობებისაგან გარდაიცვლებოდა მკვლელს ხელის მოძრაობის ჟესტიდან გამომდინარე შეუნდო და აპატია ეს საშინელი დანაშაული.1948 წლის 30 იანვარს 17 საათსა და 17 წუთზე ინდოეთის ეროვნული გმირი აღესრულა.აღსანიშნავია ისიც,რომ კაცი,რომლის ჰუმანიზმზეც ლეგენდები დადიოდა,ხუთჯერ იქნა წარდგენილი “ნობელის პრემიაზე”,თუმცა მას ეს ჯილდო არც ერთხელ არ მიაკუთვნეს.დღესდღეობით ინდოეთი ერთ-ერთ უდიდეს სახელმწოფოს წარმოადგენს (მოსახლეობისა და ტერიტორიის მიხედვით).მაჰათმა განდის სახელი კი სამუდამოდ ჩაეწერა ქვეყნის და ზოგადად მსოფლიო ისტორიაში “ოქროს ასოებით”. (ავტორი გენია.ჯი)