ჯორჯ ფსალმანაზარი – “ცნობილი ფრანგი აფერისტი”

მსოფლიო ისტორიას არა ერთი დიდი აფიორა და აფერისტი ახსოვს,თუმცა მათ შორის ალბათ გამორჩეულია ცნობილი ფრანგი აფერისტი - ჯორჯ ფსალმანაზარი (1679-1763 წლები).ევროპაში ჯორჯი 1700 წელს იწყებს მოგზაურობას.მე-XVIII საუკუნეში ლონდონში ყოფნისას (მიუხედავად იმისა,რომ ევროპულად იყო შემოსილი) განაცხადა,რომ ჩამოსული გახლდათ შორეული კუნძულიდან,რომელსაც სახელად – “ფორმოზიდი” ეწოდებოდა.რაღა თქმა უნდა ასეთი კუნძულის არსებობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა.შესაბამისად დიდი ინტერესიც გამოიწვია ადგილობრივებში კუნძულის შესახებ ისტორიებმა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც თავად ირწმუნებოდა,ჯორჯი ადგილობრივი აბორიგენი მოსახლეობის მიერ გამოძევებულ იქნა “მითიური კუნძულიდან”.ყოველივე ზემოთქმულის დასადასტურებლად იგი ყვებოდა კუნძულის მაცხოვრებლების ადათ-ჩვევების,ტრადიციების,კულტურის და სხვა საინტერესო თემების შესახებ გამოგონილ ისტორიებს.აღსანიშნავია,რომ ჯორჯმა მოგვიანებით,ამ საკითხის ირგვლივ წიგნიც კი გამოსცა სახელწოდებით – “ისტორიული და გეოგრაფიული აღწერილობა ფორმოზის კუნძულისა”.თავისივე მონაყოლებიდან ირკვეოდა,რომ კუნძულზე მაცხოვრებლები სრულიად შიშვლები დადიოდნენ და მათ უსაყვარლეს საკვებს “გველი” წარმოადგენდა.ამასთანავე ყვებოდა,რომ კუნძულის მაცხოვრებელ მამაკაცებს უფლება ჰქონდათ მრავალი ცოლი ჰყოლოდათ და ცოლის ღალატის შემთხვევაში მათ ენიჭებოდათ უფლება მოღალატე ცოლის შეჭმისა.მის მიერ მოყოლილი ცრუ ინფორმაციებიდან ასევე ცნობილია,რომ ფორმოზის მაცხოვრებლები სიკვდილით სჯიდნენ მკვლელებს,შემდეგი მეთოდით: მსხვერპლ ისინი თავუკუღმა ჰკიდებდნენ და სანამ არ დაიღუპებოდა მანამდე ჰყავდათ ჩამოკიდებული.ადგილობრივები გადაადგილდებოდნენ ცხენებითა და აქლემებით. (ავტორი გენია.ჯი) მისმა მონათხრობმა და პიროვნებამ იმ დროინდელ არისტოკრატიასა და უბრალო ადამიანებში დიდი პოპულარობა მოიპოვა.შესაბამისად ჯორჯი მდიდარი არისტოკრატების საყვარელ სტუმრად გადაიქცა.ფსალმანაზარის მიერ მოყოლილი ისტორიები,რომ ჭეშმარიტებად მიეღოთ,გამოიგონა და სექმნა – “ფორმოზული ანბანი” და ამ ანბანის მიხედვით თარგმნა კიდეც “ბიბლია”.გამოაქვეყნა მითიური კუნძულის – ფორმოზიდის” ბუნებისა და წეს-წყობილების შესახებ ნაშრომები.დაიწყო “ფორმოზული ენის” შესწავლა მსურველთათვის და რაც ასევე საინტერესოა შეთხზა – “ფორმოზული ხალხური სიმღერები”.ჯორჯმა მხოლოდ სიკვდილის წინ გამოაქვეყნა მემუარები,სადაც აღიარებდა მის მიერ “კუნძული ფორმოზის” შესახებ ყველა მოყოლილი ისტორიის სიყალბეს.ისტორიაში კი ჯორჯ ფსალმანაზარი შევიდა,როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფიორის შემოქმედი. (ავტორი გენია.ჯი)