“ლიბერტინიზმი”
“ლიბერტინიზმი” - გამოიყენება ასევე ტერმინი – “ლიბერტინაჟი”,გახლავთ სახელწოდება ნიჰილისტური ფილოსოფიისა,რომელიც უარყოფს ყოველგვარ დადგენილ,მიღებულ საერთო წესს საზოგადოებრივი ნორმებისა (ყველაზე მეტად – მორალს).“ლიბერტინები” – ასე მოიხსენიებდნენ XVII-XVIII საუკუნეებში,მომხრეებს ჰედონისტური მორალის თავისუფლებისა.საფრანგეთში იგი ფართოდ იყო გავრცელებული და არსებობდა განსაკუთრებული ლიბერტანული სუბკულპტურაც.თავდაპირველად ტერმინი შემოიღო ცნობილმა ფრანგმა ღვთისმეტყველმა – ჟან კალვინმა (1509-1564 წლები).მან აღნიშნული ტერმინით მოიხსენია ჰოლანდიური ანაბაპტისტური სექტა.ეს გახლდათ ის სექტა,რომელიც უარყოფდა მრავალ საერთო-საზოგადოებრივ ნორმას. (ავტორი გენია.ჯი) დროთა განმავლობაში ტერმინმა ფუნქციები შეიცვალა.რის შემდეგაც,იგი გამოხატავდა “თავისუფლება საზღვრებს გარეშეს”,ძირითადად სოციალურ,მორალურ და რელიგიურ ნორმებში.აღნიშნულმა ფილოსოფიამ მომხრეები შეიძინა XVIII-XIX საუკუნეებში ინგლისსა და საფრანგეთში.მისი ყველაზე თავგამოდებული იდეოლოგები გახლდნენ “გარყვნილებით” ცნობილი ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი – მარკიზ დე სადი (1740-1814 წლები) და სატანისტი,შავი მაგი,თელემის სწავლების დამაარსებელი ინგლისელი – ალისტერ კროული (1875-1947 წლები).თანამედროვე სამყაროში “ლიბერტინიზმი” ასოცირდება სადომაზოხიზმთან,თავისუფალ სიყვარულთან და სვინგთან. (ავტორი გენია.ჯი)