“გადაჯვარედინებული თითების” ჟესტი…
“გადაჯვარედინებული თითები” - წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ტრადიციულ ჟესტს ადამიანისა,რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნავს იმედს დადებითი შედეგის მოტანისა.ისტორიული წყაროების მიხედვით,აღნიშნულ ჟესტს თავდაპირველად იყენებდნენ ჯერ კიდევ მაშინ,როდესაც ქრისტიანების წინააღმდეგ მიმდინარეობდა საშინელი დევნა.იმ ეპოქაში,იმისათვის,რომ ქრისტიანული რწმენის მატარებლებს ერთმანეთი სხვის შეუმჩნევლად ამოეცნოთ,სწორედ აღნიშნული ჟესტის მეთოდს მიმართავდნენ (რადგან მათი აზრით,იგი ერთგვარად ასახავდა იესო ქრისტეს ჯვარზე გაკვრის დროს,მაცხოვრის ფეხების განლაგებას ჯვარზე).შესაბამისად “გადაჯვარედინებული თითების” ჟესტის,სათავე სწორედ ქრისტიანულ რელიგიას უკავშირდება,თუმცა არა იმ დანიშნულებით,როგორც დღეს არის წარმოდგენილი.
მოგვიანებით XVI საუკუნის ინგლისში,ამავე ჟესტს მოსახლეობა “ბოროტი სულების” განსადევნადაც იყენებდა.გარდა ამისა ასეთ ჟესტს ინგლისელები,კიდევ უფრო მოგვიანებით,დაცემინების,ან დახველების დროსაც იყენებდა.
თანამედროვე სამყაროში “გადაჯვარედინებული თითების” ჟესტს გამოიყენებენ,სხვადასხვა დანიშნულებებისათვის.მაგალითად,უფროსი ასაკის ადამიანები სხვადასხვა ქვეყნებში ამ ჟესტით,ერთმანეთის მიმართ დანაპირების შესრულებას გამოხატავენ.ასევე სხვადასხვა ქვეყნებში იგი მეგობრების ერთმანეთისადმი გვერდში დგომის სიმბოლოდაც აღიქმება. (ავტორი გენია.ჯი).ხოლო ჩვენს ქვეყანასა და კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანაში “გადაჯვარედინებული თითების” ჟესტი,შედარებით მცირე ასაკის მქონე ბავშვების გამოყენების მეთოდად მიიჩნევა,რომლის მიხედვითაც ისინი ტყუილის შემთხვევაში “ტყუილს ამართლებენ”. (ავტორი გენია.ჯი)