ფერეკიდე სიროსელი
ფერეკიდე სიროსელი - დაიბადა ძვ.წ.აღ-ით 583 წელს კუნძულ სიროსზე (საბერძნეთი).იგი გახლდათ ცნობილი ძველბერძენი კოსმოლოგი და ფილოსოფოსი.მოღვაწეობდა ანაქსიმანდრეს ეპოქაში.მიუხედავად იმისა,რომ მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობილი თითქმის არაფერია,გარკვეულია,რომ ფერეკიდე იყო ერთ-ერთი უდიდესი მათემატიკოსის – პითაგორას მასწავლებელი,რაც ალბათ სრულიად საკმარისი იქნება მისი მაღალი გონებრივი განვითარების შესაფასებლად. (ავტორი გენია.ჯი) ისეთი ავტორი,როგორიც ქრისტიანი აპოლოგეტი – კლიმენტი ალექსანდრიელი (150-215 წლები) და ფილონ ბიბლიელი იყვნენ,ირწმუნებოდნენ,რომ “ფერეკიდეს არავისგან მიუღია ფილოსოფიური განათლება და სწავლება,თუმცა თავისი დიდი და ღრმა ცოდნა შეიძინა ფინიკიელთა უძველესი წიგნებიდან”.მასვე მიიჩნევენ პირველ ძველბერძენ პროზაიკოსად,რომალმაც დაწერა – “თეოლოგია” და “კოსმოლოგია”.განიხილავდა და ავრცელებდა სწავლებას სულის გარდაქმნის შესახებ,საიდანაც გამოარჩევდა სამ ელემენს – ცეცხლს,ჰაერსა და წყალს.აღიარებდა მარადიულობას სამი ღმერთისა (ძველბერძნული მითოლოგიის საწყისი სამება) – ზევსის,ქტონიას და ქრონოსისა.ფედერიკეს ყველაზე დიდ დამსახურებად და მიღწევად დღემდე მიიჩნევენ,იმას,რომ მან პირველმა გააკეთა ინტერპრეტაცია მითოლოგიაში ალეგორიისა.ფედერიკე სიროსელი გარდაიცვალა ძვ.წ.აღ-ით 499 წელს. (ავტორი გენია.ჯი)