“ზენაგას ენა”

“ზენაგას ენა” - განეკუთვნება ბერბერული ოჯახის ენათა ჯგუფს,რომელზეც დღესდღეობით მხოლოდ 200-მდე ადამიანი საუბრობს.თავად ისინი აღნიშნულ ენას მოიხსენიებენ,როგორც – “Tuddungiyya”.ზენაგას ენაზე ძირითადად საუბრობენ მავრიტანიის ქალაქ მედერდადან – ატლანტის ოკეანის სანაპირომდე მაცხოვრებელი ბერბერები.ენის სტრუქტურა,ფაქტიურად ანალოგიურია სხვა ბერბერული ოჯახის ენათა ჯგუფებისა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა იგი მათგან გამოირჩევა სპეციფიკური თავისებურით.”ზენაგას ენა” აღიარებულია,როგორც ყველაზე მრავალფეროვანი ენა,სხვა ბერბერულ ენათა ოჯახისა.ფონეტიკური სისტემა მცირედით განსხვავდება მონათესავე ენებისგან.თავად დასახელება ენისა,მომდინარეობს ძველი ბერბერული ტომის – სანჰაჯის ხალხისაგან. (ავტორი გენია.ჯი) იგი საკმაოდ გავრცელებული ენა გახლდათ ძველი პერიოდის მავრიტანიაში,თუმცაღა ამ ქვეყანასი 30 წლიანი ომის შემდეგ (XVII საუკუნეში),სადაც ისინი არაბ ბედუინებთან დამარცხდნენ,”ზენაგას ენა” დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.1940 წლისათვის ამ ენაზე 13 000-მდე ადამიანი საუბრობდა,თუმცა 1990 წლისთვის “ზენაგას ენაზე” მოლაპარაკე ხალხის რიცხვმა 300-მდე იკლო და ეხლა მხოლოდ 200-მდე ადამიანის სამეტყველო ენადაა ქცეული.”ზენაგას ენა” ცნობილია საერთაშორისო ლინგვისტური ორგანიზაციების მიერ,როგორც გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი ბერბერული ოჯახის ენის,ერთ-ერთი ძველი სახეობა. (ავტორი გენია.ჯი)