“ინგლისელთა დეზინფორმაციის ორიგინალური მეთოდი”
ცნობილია,რომ ადოლფ ჰიტლერი პარანოიკი და ეჭვით დაავადებული მიზანთროპი გახლდათ.სწორედ მის ამ თვისებაზე დადეს “ფსონი” ინგლისელებმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.მათ დაბეჭდეს და გაავრცელეს ადოლფ ჰიტლერის ერთ-ერთი უერთგულესი თანამოაზრის,”სს”-ის რაიხფიურერის (1936-1945 წლებში) და მესამე რაიხის შინაგან საქმეთა მინისტრის 1943-1945 წლებში – ჰაინრიხ ჰიმლერის “საფოსტო მარკები”.ინგლისელთა მიზანი გახლდათ დეზინფორმაციის გავრცელება და ამ დეზინფორმაციის ჰიტლერამდე მიტანა.ყველასათვის ცნობილია,რომ ჰიმლერი თავგადაკლული და დიდი მოყვარული გახლდათ ფილატელიისა და ასეთ მარკას ის ხელიდან არ გაუშვებდა. (ავტორი გენია.ჯი) ეს კი ჰიტლერის გრძნობებზე ძლიერ ზემოქმედებას მოახდენდა,რადგან ინგლისელთა “მაქსიმალური” გათვლებით,ეჭვით დაავადებული ჰიტლერი ჩათვლიდა,რომ ჰიმლერის გამოსახულებიანი მარკები,ჰიმლერისვე დავალებით – ჩუმად იბეჭდებოდა.რაც შესაძლოა ფიურერის მიმართ ერთგვარ ჩუმ შეთქმულებად აღქმულიყო.შესაბამისად,მათი აზრით ჰიტლერს შესაძლოა ასეთი ფაქტი სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთ ფორმად,ან შორს მიმავალ გეგმად მიეჩნია.მეორე – “მინიმუმალური მიზანი” კი მათ შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო.მიუხედავად ინგლისელთა ასეთი ორიგინალური გათვლებისა,ჰიტლერს ამ მოვლენისათვის არანაირი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია.განსხვავებით ამერიკელებისა და სხვა მოკავშირე ქვეყნებისა,რომლებმაც დაიჯერეს,რომ მესამე რაიხში არსებობდა “ანტიჰიტლერული მოძრაობა”,რომელიც ასეთი მეთოდებით ცდილობდა გერმანიის უმაღლესი ხელისუფლებაში განხეთქილების შეტანას.მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კი ამ მოვლენას ყველასათვის ნათელი მოეფინა. (ავტორი გენია.ჯი)