იცით თუ არა,რომ
1. ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი და მსოფლიოს პირველი მილიარდელი – ჯონ როკფელერი,ახალგაზრდობაში ამბობდა,რომ ჰქონდა ორი უდიდესი სურვილი და ეს სურვილები იყო: გამოემუშავებინა 100000 დოლარი და ეცოცხლა 100 წელიწადი (პირველი სურვილი აიხდინა გადაჭარბებით და მეორე სურვილის ასრულებამდე კი მხოლოდ ორი წელი დააკლდა).
2. ერთადერთი ცოლ-ქმარი,რომლებიც კოსმოსში ერთად იმყოფებოდნენ,გახლავთ ამერიკელი ასტრონავტები – ჯენი დევისი და მარკ ლი.რომლებიც გახლდათ ეკიპაჟი კოსმოსური ხომალდის “ენდევერის” 1992 წელს.
3. ნუდისტური პლაჟების ყველაზე პოპულარული სპორტი – ფრენბურთია. (ავტორი გენია.ჯი)
4. 1970 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ნიქსონმა,მოაწერა კანონს ხელი,რომლის თანახმადაც თამბაქოს მწარმოებლები ვალდებული იყვნენ მიეთითებინათ თამბაქოს კოლოფებზე მისი მავნე თვისებების შესახებ და ამასთანავე ამ კანონის თანახმად,აიკრძალა თამბაქოს რეკლამა ტელევიზიით.
5. ყველაზე დიდი “ტაქსოპარკი” მდებარეობს მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში და მასში 60,000 ავტომობილია რეგისტრირებული. (ავტორი გენია.ჯი)
6. ჰაერის მოძრაობას ატმოსფეროში,რომელსაც ქარს ვუწოდებთ,სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ,მაგალითად: მანგო-ფანგო,კურიერი,კატის თათი,თხის წვერი,ელამი ბობი და სხვა.
7. პირველი ბენზინისძრავიანი ავტომობილი,შიგა-წვის ძრავით 1885 წელს შექმნა დიდმა გერმანელმა ინჟინერმა და ავტოწარმოების პიონერმა – კარლ ფრიდრიხ მიხაელ ბენცმა.
8. სიტყვები “კოსმოსი” და “კოსმეტიკა” მონათესავე სიტყვები არიან.ძველი ბერძნები მიიჩნევდნენ,რომ კოსმოსში მეფობდა წესრიგი,ჰარმონია და სილამაზე (კოსმეო). (ავტორი გენია.ჯი)
9. იტალიელმა კოლექციონერმა – რიო კოზელიმ,მსოფლიოში იმით გაითქვა სახელი,რომ აგროვებს “ყველაზე მოსაწყენ” წიგნებს,რომელთა რაოდენობა,უკვე 10,000-ს შეადგენს.
10. ფილიპინებზე განქორწინება კანონით იკრძალება.