“არესიბო” – მსოფლიოს უდიდესი ობსერვატორია
“არესიბო” - მსოფლიოში ყველაზე დიდ ობსერვატორიად არის მიჩნეული.იგი მდებარეობს პუერტო-რიკოში,ქალაქ არესიბოდან 15 კილომეტრში და აგებულია ზღვის დონიდან 497 მეტრ სიმაღლეზე.კვლევებს ამ უდიდეს ობსერვატორიაში აწარმოებს ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ცნობილი “კორნელის უნივერსიტეტი” და ამერიკის ეროვნულ სამეცნიერო ფონდი. (ავტორი გენია.ჯი) არესიბოს ობსერვატორია,ასევე წარმოადგენს – ასტრონომიის ეროვნულ ცენტრს და ამერიკის იონოსფერების ინსტიტუტს (NAIC).არესიბოზე დამონტაჟებული რადიოტელესკოპი – დღევანდელ დღეს ყველაზე დიდ რადიოტელესკოპადაა მიჩნეული და გამოიყენება კვლევებისთვის – რადიოასტრონომიაში,ატმოსფერულ ფიზიკაში და რადიოლოკაციური დაკვირვებებისათვის მზის სისტემის ობიექტებზე.რეფლექტორის სარკის დიამეტრი 304,8 მეტრია.ხოლო რადიოლოკატორის საერთო ფართობი 73000 კვადრატული მეტრია.ფოკუსური მანძილი 132,5 მეტრია.ტალღის სიგრძის საზომი დიაპაზონი კი 3 სანტიმეტრიდან – ერთ მეტრამდეა. (ავტორი გენია.ჯი) კვლევების ჩატარებისათვის რადიოლოკაციურ ასტრონომიაში,ობსერვატორიას გააჩნია გადამცემი სიმძლავრით 0,5 MBT.ამ გადამცემის მეშვეობით 1974 წლის 16 ნოემბერს იქნა გაგზავნილი რადიოსიგნალი “გზავნილი არესიბოდან”.არესიბოს რადიოტელესკოპის მშენებლობა დაიწყო 1960 წელს და მისი თავდაპირველი ფუნქცია გახლდათ დედამიწის იონოსფეროს გამოკვლევა.ავტორი კი ამ იდეისა გახლდათ კორნელის უნივერსიტეტის პროფესორი – უილიამ გორდონი.ოფიციალური გახსნა კი ობსერვატორიისა მოხდა 1963 წლის 1 ნოემბერს.ამ უდიდესი ობსერვატორიის აღმოჩენებს შორის აღსანიშნავია: სიდერიული დღეების (ვარსკვლავური პერიოდის) გამოთვლა პლანეტა მერკურისა 1964 წელს გორდონ პეტერკილისა და რ.დაისის მიერ.2008 წლის 23 სექტემბრიდან არესიბოს ობსერვატორია შეტანილ იქნა – ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული რეესტრის ისტორიულ ადგილთა ნუსხაში (NRHP),ნომრით 07000525,ობსერვატორიის კოდი კი გახლავთ 251. (ავტორი გენია.ჯი)