ელგუჯა ამაშუკელი – “ნოდარ დუმბაძის შესახებ”
“ნოდარ დუმბაძე მხოლოდ თავის თავს ჰგავდა.ამიტომ იყო მისთვის უცხო შურის გრძნობა.საკუთარ გულისცემას მიყურადებული,სიხარულისა და ბედნიერების წყაროს თავის თავში ეძიებდა და პოვებდა.ამიტომ მის ყველა ლიტერატურულ გმირს ნოდარის გული უცემს,მისი ჰაერით სუნთქავს იგი და მისი თვალებით უმზერს სამყაროს.
1963 წლის თოვლიანი ზამთარი.”ქართლის დედის” მონუმენტისათვის ხარაჩოები უნდა ჩამოეხსნათ.ვნერვიულობდი.მთელი ღამე არ მძინებია. (ავტორი გენია.ჯი) დილით ალიონზე ძეგლისკენ გავსწიე.ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა,როდესაც მონუმენტთან ნოდარი ვიხილე მხატვარ ნოდარ მალაზონიასთან ერთად.მათ გაეგოთ,რომ ქანდაკება არაოფიციალურად უნდა გახსნილიყო და სურვილი გასჩენოდათ “საზეიმო ცერემონიალში” მონაწილეობის მიღებისა,თან ფოტოაპარატი და შამპანურიც აეტანათ.
ნოდარმა პირველმა შესვა ყველა ქართველი დედის სადღეგრძელო და ზემოთ – ხარაჩოზე ასვლა გადაწყვიტა.გასაოცარი სილამაზით თოვდა.ხარაჩო თოვლით იყო დაფარული.ჩვენ მაინც მოვახერხეთ ქანდაკების თავამდე აცოცება და სამახსოვრო სურათების გადაღება.ნოდარმა იქაც დალოცა “დედა ქართლისა” და მკერდზე ეამბორა. “ქართლის დედაო! ძუძუ ქართლისა”… – გადასძახა მან ხმამაღლა თბილისს და დედათბილისის სადღეგრძელოც შესვა.იმ ლამაზი დღის ამსახველ,ოცდაათი წლის წინ გადაღებულ ფოტოსურათებს დღემდე ვინახავ”. (ავტორი გენია.ჯი)