“სიკეთე – სიკეთის წილ”

“McDonald’s” - რომელიც წარმოადგენს სწრაფი კვების უმსხვილეს ქსელს მთელს მსოფლიოში (ცენტრალური ოფისი ჩიკაგოში – ამერიკა),1940 წელს დაარეგისტრირა ძმებმა დიკ და მაკ მაკდონალდებმა (პირველი რესტორანი გაიხსნა სან-ბერნანდინოში – კალიფორნია).1948 წელს,აღნიშნული კომპანია ფორმულირდა როგორც მსოფლიოში პირველი პრინციპული კონცეფცია,”სწრაფი კვებისა”.მისი დაარსების დროს ვერავინ წარმოიდგენდა,რომ კომპანია ესოდენ დიდ წარმატებას მიაღწევდა და ფაქტიურად მთელს მსოფლიოში მოიპოვებდა დომინირებას.1954 წელს,კომპანია ძმები მაკდონალდების მიერ გაყიდულ იქნა,ცნობილ ამერიკელ მეწარმეზე და რესტორატორზე – რეი კროკზე (მოგვიანებით იგი ჟურნალ “თაიმის” მიერ საუკუნის,მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან პირთა სიაში იქნა შეყვანილი).(ავტორი გენია.ჯი) კომპანიის აღორძინებაც,სწორედ ამ ეტაპიდან იღებს სათავეს.თავდაპირველად კომპანიაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მუშაობდა,რომლებიც 12 საათიანი სამუშაო დღისათვის,ძალიან მცირე ხელფასს იღებდნენ.ამავე პერიოდში კომპანიის ბუღალტერი გახლდათ ქალბატონი – ჯუნა მარტინო,რომელსაც სხვა დანარჩენი კომპანიის თანამშრომლების მსგავსად,საკმაოდ მოკრძალებული ხელფასი ჰქონდა.მარტინომ ამ პერიოდში გადადგა კომპანიისათვის მართლაც “დიდსულოვანი” ნაბიჯი.მან მაქსიმალურად გაითვალისწინა კომპანიის მცირე ფინანსური შესაძლებლობები და კომპანიის ხელმძღვანელს – რეი კროკს,საკუთარი ხელფასის აღებაზე სასტიკი უარი განუცხადა.მარტლაც,ცხრა თვის მანძილზე მარტინომ ყოველგვარი ანაზღაურების და ყოველგვარი გამორჩენის გარეშე,ღირსეულად იმუშავა. და როდესაც კომპანიამ ნელ-ნელა დაიწყო პოპულარობის მოპოვება და შესაბამისად ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება,რეი კროკმა მის “ღირსეულ’ ბუღალტერს – ჯუნა მარტინოს,ჩადენილი დიდსულოვანი საქციელისათვის 1965 წელს,300 000 ამერიკულ დოლარად ღირებული კომპანიის აქციები,საჩუქრად გადასცა.როგორც რეი ამბობდა,კომპანიის წარმატებაში უდიდესი წვლილი სწორედ,რომ ქალბატონმა მარტინომ დაიდო და იგი სრულიად “ღირსეულად” იქნა დაჯილდოებული კომპანიის აქციებით.კიდევ უფრო მოგვიანებით ამ უდიდესმა კომპანიამ,სრულიად მოიცვა მსოფლიო და დღეს-დღეობით  ქალბატონ ჯუნა მარტინოს “საპაკეტო აქციების” ფასი 28 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.სწორედ აღნიშნულ ფაქტზეა ზედგამოჭრილი,სიტყვები: “სიკეთე-სიკეთის წილ”.(ავტორი გენია.ჯი)