ონორე დე ბალზაკი – “შაგრენის ტყავი”
გენიალური ფრანგი მწერლის - ონორე დე ბალზაკის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნაწარმოები “შაგრენის ტყავი”,მწერალმა 1830-1831 წლებში დაწერა.როდესაც ამ წიგნს კითხულობ,ფიქრობ ადამიანი,რომ ასეთი გენიალური,ფილოსოფიური და ცხოვრებისეული ნაწარმოების ავტორი,არ შეიძლებოდა “უბრალო” მწერალი ყოფილიყო და არც იყო კიდეც.“შაგრენის ტყავის” ავტორისათვის სიტყვა “გენიალური” ზედგამოჭრილი და “ალალი” განმარტებაა. (ავტორი გენია.ჯი) მასში მოთხრობილია,ახალგაზრდა მარკიზის – რაფაელ ვალენტისნის შესახებ,რომელმაც საბედისწერო “შეცდომა” დაუშვა,როდესაც ახალგაზრდულ ვნებებს აყოლილმა “შაგრენის ტყავის” (კანჯარის ჯიშის ვირის ტყავი,რომელიც დიდხანს ფანტასტიკური ჯიშის ცხოველად იყო მიჩნეული და მისი გარყვნილებით გამოირჩეოდა.ეს ჯიში “საღმრთო წერილში მოხსენიებულია,როდესაც ” მოსემ აკრძალა მისი შეყრა მის მახლობელ ჯიშებთანაც კი) თილისმის აღებით,სული ეშმაკს მიჰყიდა და სიცოცხლის სანაცვლოდ (მიუხედავად მისი ყველა სურვილის ასრულებისა),საშინელ გარიგებაზე წაიყვანა.მთავარი იდეა ამ ნაწარმოებისა არის და მარად იქნება – დაპირისპირება სურვილისა და შესაძლებლობისა,რეალურსა და წარმოსახულს შორის. (ავტორი გენია.ჯი) რაფაელი მისმა ლტოლვამ გამდიდრებისა,ლამაზი ქალებისა,უზრუნველი ცხოვრებისა ეშმაკის საკურთხეველთან მიიყვანა.როდესაც იგი 24 წლის ხდება,ცდილობს აღარაფერი ისურვოს,რადგან ყოველი ახალი სურვილის დროს,რომელსაც თან ამ სურვილის ახდენა თან სდევს “შაგრენის ტყავი” პატარავდება და რაფაელის სიცოცხლეც მოკლდება.ამ საბედისწერო გარიგებაში კი ეწერა:
***
თუ მე მფლობ,ყოველივეს მფლობრლი იქნები.მაგ-
რამ შენი ცხოვრება ჩემი იქნება.ღმერთმა ასე
ინება.ისურვე და შენი სურვილები შენს
ცხოვრებას შეუფარდე.ეს ცხოვრება
აქ არის.ყოველი შენი სურვილის
მიხედვით მე ისევე შევმცირდე-
ბი,როგორც შენი დღეები
შემცირდებიან.გინდი-
ვარ თუ არა? ღმერ-
თი გაიგონებს.
აღსრულდეს.
ამ ნაწარმოებში მოყვანილი არა მარტო ისტორია იქცევს ყურადღებას,არამედ მოყვანილია ფილოსოფიური მსჯელობის “ბალზაკისეული” შესანიშნავი ნიმუშები,თუნდაც რაფაელისა და ევფრასიას დიალოგი რად ღირს.”შაგრენის ტყავი” მაგალითი უნდა იყოს იმ ადამიანებისათვის,ვინც ნებით თუ უნებლიედ,ხილულად თუ უხილავათ ებმებიან “ეშმაკის მახეში”. (ავტორი გენია.ჯი) ბევრჯერ ინატრებს “ყველაფრისმქონე და ყველაფრისშემძლე” რაფაელი,რომ თუნდაც ერთ უბრალო ადამიანად დარჩენილიყო და ხანგრძლივად ეცოცხლა ამ ქვეყანაზე,ვიდრე ყველაფერი ჰქონოდა და რაც მთავარია “სიცოცხლე ხანმოკლე”.ეს ნაწარმოები სულისა და გონების ბრძოლის შესანიშნავი ნიმუშია,მაგრამ ყველაზე დიდი ადგილი მაინც ადამიანის რეალურ ბუნებაზე გადის.მიუხედავად იმისა,რომ მან ყველაზე მეტად შეიცნო სიცოცხლის ფასი,ბოლო წუთებში რაფაელმა,მაინც ვერ მოთოკა თავი,რომ ვნებებისაგან გონარეულს სიცოცხლის უკანასკნელი მარცვალი არ შეეწირა მისთვის,რასაც ქალი ერქვა,სახელად პოლინა.თავის სურვილებით დღეშემოკლებული ახალგაზრდის ამ დრამატული ნაეწარმოებით – ონორე დე ბალზაკმა,მრავალი ადამიანის ჩაფიქრება და დახმარება შესძლო,რომ არანაირი წარმოდგენითი ბედნიერება არ ღირს სიცოცხლის ფასად. (ავტორი გენია.ჯი)