იმანუელ კანტი – “ეპიზოდი”
გენიალური გერმანელი ფილოსოფოსი და ფუძემდებელი კლასიკური გერმანული ფილოსოფიისა - იმანუელ კანტი (1724-1804 წლები),გამოირჩეოდა თავისი განსაკუთრებული ცხოვრების წესით.მისი მოქმედებების გამო მას – “საკუთარი ჩვევების მონადაც” კი წარმოაჩენდნენ.ყველამ კარგად ვიცით თუ როგორი პუნქტუალური ერია გერმანელები,თუმცა თავად ისინიც კი გაოცებული რჩებოდნენ იმანუელ კანტის პუნქტუალიზმით.სადილობდა,საუზმობდა და ვახშმობდა მხოლოდ თავისივე შემოღებულ დროს. (ავტორი გენია.ჯი) არასოდეს არსად არ აგვიანებდა მისვლას და არასოდეს დაუტოვებია მისი მშობლიური ქალაქი კენინსბერგი.კანტი მიიჩნევდა და ღრმად იყო დარწმუნებული იმაში,რომ ადამიანის ცოდნა,მისი გამოცდილებიდან მომდინარეობდა,თუმცა ადამიანი ვერასოდეს შეიცნობდა სამყაროს სრულყოფილად.მოგვიანებით მისი ფილოსოფიური მსჯელობები და შეხედულებები ფორმულირდა,როგორც – “კანტიანიზმი”.ერთ-ერთი მეცნიერი წერდა: “იგი საუბრობდა წყნარად,მშვიდად.მიუხედავად ამისა,მისთვის უნდა მოგესმინათ მთელი ძალისხმევით.მას ხომ ყველა თვისება გააჩნდა ადამიანის მონუსხვისა,გარდა თავისი მეტაფიზიკისა”.
იმანუელ კანტი რელიგიური ადამიანი გახლდათ.მიიჩნევდა,რომ რელიგია ის უმაღლესი იდეალების მატარებელი მოვლენა იყო,რომელსაც შეეძლო საზოგადოების ზნეობრივი და მორალური განვითარება. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა სასულიერო პირები მის ფილოსოფიას და მეცნიერულ პოზიციას,ეკლესიის დოგმების საწინააღმდეგო სწავლებად მიიჩნევდნენ.1794 წელს გამოქვეყნდა “სამეფო ბრძანება”,რომლის თანახმადაც იმანუელ კანტს ეკრძალებოდა ეკლესიის დოგმებისა და წმინდა წერილის შესახებ თავისი აზრის საჯაროდ დაფიქსირება.მიუხედავად ამისა,იგი საკუთარ აზრს მაინც ღიად აფიქსირებდა.კანტი ამბობდა: “თუ კი ღმერთის არსებობა არ შეიძლება დადასტურდეს ექსპერიმენტალურად,ესე იგი ის არც არსებობს”.მისივე მტკიცებით: “მათემატიკისა და ფიზიკის მეცნიერებათა არსებობა ნიშნავს იმას,რომ არსებობს ჭეშმარიტება.ფილოსოფიას კი არ აქვს უფლება უარყოს ეს ფაქტი.მას,შეუძლია დაადგინოს მხოლოდ მისი შესაძლებლობების პირობები”. (ავტორი გენია.ჯი)