სოლომონ ლიონიძე
სოლომონ ლიონიძე - დაიბადა 1754 წელს თელავის რაიონის სოფელ კონდოლში.იგი გახლდათ დიდი ქართველი მამულიშვილი და საზოგადო მოღვაწე.თავად სოლომონის მამა ანდრია,სასულიერო პირი იყო და თელავის კარის დეკანოზი გახლდათ და ცნობების მიხედვით ანდრია მისი მაღალი საეკლესიო იერარქიის გამოისობით მეფის მახლობელი უნდა ყოფილიყო.განათლება სოლომონმა თელავის სამეფო სკოლაში მიიღო.მოგვიანებით დაქორწინდა ქსნის ერისთავის ასულზე.ამ დიდი ქართველი მამულიშვილის შესახებ უპირველად ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემიდან “ბედი ქართლისა” არის ცნობილი მიკითხველისათვის. (ავტორი გენია.ჯი) იქ ამღლებული და განზოგადებულია მისი სახება.მონუმენტურ ფიგურად წარმოსდგება და განასახიერებს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის იდეალს.სოლომონია,ვინც არ ეპუება მეფე ერეკლეს გადაწყვეტილებას,რუსეთის საიმპერატორო კარზე ეძიოს გზა ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და ალბათ დაბეჯითებითაც უმტკიცებდა ამ გზის ამაოებას.მისი მსჯელობა და არგუმენტები ამ რწმენის გარშემო იქსოვება: ჯერ სამაგისო რა გვემართება,რომ განვისყიდოთ თავისუფლებაო.სოლომონს თავის ავტორიტეტითაც და სახელმწიფო თანამდებობითაც – როგორც მსაჯულს მეფისა – ჰქონდა უფლება თავისი მოსაზრება გამოეთქვა ქვეყნის ბედ-იღბალზე და თვით მეფესაც არ დაუთმოს,რაკიღა დარწმუნებულია,მეფე ერეკლე ამჯერად ცდებაო.მაგრამ საინტერესოა,ეს პაექრობა მეფესა და მის მსაჯულს შორის ისტორიული ეპიზოდია თუ პოეტური გამონაგონი? როგორც ისტორიის ფურცლებიდან ვგებულობთ,ასეთი შემთხვევის მაგვარი კრწანისის ავბედითი ბრძოლის წინ უნდა მომხდარიყო. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ალექსანდრე ორბელიანი ამ ფაქტის შესახებ წერს,რომ იმ ხანებში სოლომონ ლიონიძე ერეკლე მეფის კარზე უკვე აღარ იმყოფებოდა,რადგან ფეოდალთა ინტრიგების გამოისობით ერეკლე მეფესა და სოლომონს შორის ურთიერთობა საბოლოოდ 1796 წელს დაიძაბა.იგი ამ პერიოდში უკვე შერისხული ჰყავდა მეფეს და იმერეთში აფარებდა თავს და შესაბამისად ასეთი დიალოგი მათ შორის ვერ შედგებოდა.საინტერესოა,რომ სოლომონ ლიონიძე მონაწილეობდა იმ დელეგაციაში,რომელმაც გეორგიევსკში,1783 წელს გააფორმა ტრაქტატი ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეტს შორის.მიუხედავად მისი ამ საკითხისადმი უარყოფითი დამოკიდებულებისა მას უნდა შეესრულებინა მეფის ბრძანება,რადგან იგი გახლდათ: მწიგნობარი,დიპლომატი,რამდენიმე უცხო ენის მცოდნე და დოკუმენტაციის შედგენაში გაწაფული პიროვნება.ტრაქტატი,რომელსაც ხელი მოეწერა,იმ პერიოდისათვის არ გამოიყურებოდა საზიანოდ ჩვენი ქვეყნისათვის.იქ ნართულადაც კი არ არის ნაგულისხმევი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება.და როდესაც რუსეთი თავისი ბინძური მეთოდებით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ფეხ-ქვეშ გათელავს,სოლომონი მთელ მის დარჩენილ ცხოვრებას მათთან ბღძოლას შეალევს.იგი გადადის კვლავ იმერეთის სამეფოში და იქ აფარებს თავს,საიდანაც ქმნის იდეოლოგიურ საყრდენს რუსეთის კაბალის დასამხობად.ფაქტია,რომ სასიქადულო მამულიშვილი სოლომონი,მხურვალე პატრიოტული გრძნობით უკანასკნელად მოქმედებდა იმერეთის მეფე გიორგისა სიკვდილის დროს,როდესაც ჩვენი ქვეყნის გარემოება განზრახ არევ-დარეულ იქმნა,რომ უფრო კარგად დაეჭირათ თევზი ამღვრეულ წყალში.სოლომონ ლიონიძე,”ვითარცა ლომი გარემოცული მტერთაგან,იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის”,თვალებს უხელდა დაბრმავებულთა,აფხიზლებდა მიძინებულთა,გონზედ მოჰყავდა მოტყუებულნი და შეარიგებდა მეამბოხეთა. (ავტორი გენია.ჯი) დარეჯან დედოფლის მომხრე ფეოდალები შეადგენდნენ თუ არა კრებას დავით მემკვიდრის წინააღმდეგ,რომელთაც მტრობის გულისთვის იგი მეფედ არ სურდათ,ლეონიძე მაშინვე იქ გაჩნდებოდა და ეუბნებოდა მათ: ბატონებო,იყავით ფრთხილად! ჯვარცმულის მადლმა,იღუპება ქვეყანა უშველებლად.მოდით გონსა,დაფიქრდით და შედით საქმის ბჭობაში.დავითის მემკვიდრის მტრობისათვის რად უნდა ვიყვნეთ ქვეყნისათვის და მეფობისათვის დასაწყობელად საქმეთა შინა აღლეულობათა კმარა რუსეთის ჯარი და ტრაქტატი მეფის გიორგისა.დავით ბატონიშვილი,რომელიც სამეფო ნიშანთ რუსეთიდან ელოდა,სოლომონმა მოახსენა: დასამშვიდებლად მეფობისა და აღრეულობისა დასაცხრომელად მიიღეთ მტკიცე ზომები,ჰქმენით,რაც არის საქნელი,აჩვენეთ ძალი და ძლიერება თქვენი; გმართებთ აქ გმირობა.დუმილი თქვენი და სისუსტე აძლიერებს თქვენთა მეტოქეთა; დაეც შიში და ზარი მტერთა,ეხლავ უბრძანე,დაიფიცონ მორჩილებაზედ,ნუ ჰკარგავთ მეფობასა და ნუ ჰღუპავთ ქვეყანასა.ვინ არის მოცილე მეფობისა? მაშინ როდესაც დავითმა,არ სეისმინა მისი ბრძნული დარიგება,სოლომონი მას განუდგება და სხვა გზით ცდილობს ქვეყნის შველას.ამის გამო 1801 წელს იგი საპყრობილეში გამოკეტეს.მაგრამ საპყრობილიდანაც ისეთივე შეუპოვარობით ღაღადებდა საქართველოს თვითმყოფადობის შესახებ.მანამდე კი სოლომონი დიდად იღწვოდა საქართველოს გასაერთიანებლად,იგი მომხრე იყო იმერეთისა და ქართლ-კახეთის გაერთიანებისა (იმერეთის მეფის გიორგის წინადადებაზე ერეკლე მეფის მიმართ).სწორედ სოლომონი გახლდათ 1790 წელს ივერიელთა ერთობის ტრაქტატის სულისჩამდგმელი,რომელიც ურთიერთთანადგომის ხელშეკრულება იყო ჩვენი ქვეყნის დაქასაქსულ სამეფოებსა და სამთავროებს შორის,ამ ტრაქტატის სახელწოდება გახლდათ: “ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული ქართლისა,კახეთისა,იმერთა,ოდიშისა და გურიის აღწერრილი სამეფოსა ქალაქსა თფილისს 1790 წელსა”.ამ ტრაქტატს ხელს აწერდნენ ერეკლე მეფე,დარეჯან დედოფალი,ანტონ კათალიკოსი და სოლომონ ლიონიძე.სოლომონი ამასთან ერთად გახლდათ შესანიშნავი ორატორი,განსაკუთრებით საგულისხმოა მისი სამგლოვიარო სიტყვა ერეკლე მეფის გარდაცვალებაზე.1802 წელს იმერეტში გადახვეწილი სოლომონი დიდი პატივით მიიღო სოლომონ II-ემ და მას 1803 წელს ელჩის ფუნქციებს ანიჭებენ. (ავტორი გენია.ჯი) დიპლომატიური მისიით კი იგი რუსეთის მეფის ალექსანდრე I-ის სამეფო კარზე იქნა მივლენილი.1804 წელს სამშობლოში დაბრუნების შემდგომ,კვლავ იმერეთში და 1810 წელს სამეფო საქმეებს ასრულებს.იმერეთის რუსეთთან შეერთებისა და სოლომონ II-ის თურქეთში გადასვლის შემდეგ,სოლომონი ახალციხეში გადადის სადაც 1811 წელს აღესრულა და იქვე იქნა დაკრძალული.სოლომონ ლიონიძის ლიტერატურული მემკვიდრეობიდან შემოგვრჩა სამი ორატორული თხზულება: 1796 წელს დაწერილი – მიამრთვა პავლე პირველისადმი,1798 წელს დაწერილი – მოთქმით ტირილი საქართველოს მეფის ღერკულეს ნეტარებისა ღირსისა და შესხმა ალექსანდრე პირველისა.
სოლომონ ლიონიძის მოღვაწეობის შესახებ,”მეფე გიორგის” ავტორი წერდა: “ვუწოდებ მას,პატიოსნებისა გამო მაღლისა,დროითა ამათ ფაბრიციოდ ქართველად და ვითარცა მტკიცე და შეურყეველი,იქმნა ნამდვილ ქართველთა ერისა და ისტორიის კატონად”. (ავტორი გენია.ჯი)