“ქართული კულტურა” – მსოფლიოს უნიკალური საგანძური
“ყველა ერს აქვს სამი დარგი კულტურის: მატერიალური,გონებრივი და სულიერ-ზნეობრივი.მათი ჯამი კი შეადგენს ეროვნულ კულტურას”.გაკვრით გადავავლოთ თვალი ჩვენი ერის კულტურული ისტორიის წარსულს და გავიხსენოთ ის,რასაც დღემდე აღფრთოვანებაში მოჰყავს მთელი ცივილიზებული კაცობრიობა.
ჯერ კიდევ უძველესი წინაპრები – ხეთები პირველობას ედავებოდნენ მაშინდელ უმძლავრეს სახელმწიფოს – ასურეთს.მაშასადამე,ჩვენი დასაბამიც ყოველ მხრივ მსოფლიოს სიგრძე-სიგანისა ყოფილა. (ავტორი გენია.ჯი) ყიყვი და ეშმაკი მაშინდელ ასურეთს კრინტსაც ვერ შეუბედავდნენ.მაგრამ იმ ჭიდილში დავმარცხდით,ნელ-ნელა კავკასიონის ქედს მივეყუდეთ და აქ დავიწყეთ ახლის შენება.მოსხებმა და ხალიბებმა – იმავე ქართველებმა – ლითონის მრეწველობა შეჰქმნეს,და ჯერ კიდევ სადაოა,სად აქვს ლითონის კულტურას სათავე – აღმოსავლეთში,ატლანტიაში თუ საქართველოში.არგონავტებიც ჩვენმა დიდმა სიმდიდრემ მოიზიდა.რაც უნდა იყოს,ამ მხრივ არავის ჩამოვრჩით,და ისიც ცხადია,რომ ხეთების მომდევნო ქართველებსაც შეუნარჩუნებიათ უუმძლავრესი კულტურა და საქვეყნოდ გამოუჩენიათ დიდი გენიალობა.
მოგვებისა და ორმუზდის რელიგია ქრისტიანობით გავდევნეთ.ბერძნები მრავალი საუკუნის მანძილზე ცდილობდნენ ჩვენს გაბერძნებას ქრისტეს სახელით,მაგრამ ქართულმა ენამ უკვე VII-VIII საუკუნეებში ლაზიკამდე განდევნა დიდად კულტურული ბერძნული.ამავე ხანებში ჩვენი საერო ლიტერატურა ნელ-ნელა თავს იხსნის ეკლესიის მზრუნველობისაგან,მაშინ როცა სხვა ქვეყნებში ეს ყოველივე პირიქით ხდება: მონასტერი თითქმის სავსებით იმორჩილებს საერო კულტურას,როცა ევროპა-ბიზანტია შავმა ფანატიკოსობამ მოიცვა,ჩვენში დიდი ჰუმანისტური ეპოქა დაიწყო.ამ მოვლენას უდიდესი მნიშვნელობა ეძლევა ქართული კულტურისა და ხასიათის დასაფასებლად და გასაგებად.ჩვენ,ქართველებმა ევროპას დავასწარით ჰუმანისტურ ეპოქის შექმნაში.უდავოა და ზემოთხსენებულს ადასტურებს მეორე ფაქტიც: საბერძნეთიდან ნეოპლატონიზმი განიდევნა,ჩვენს სამშობლოში კი თითქმის თავისუფლად ვითარდებოდა.გაიხსენეთ თუნდაც შოთა რუსთაველი,ფილოსოფოსი პეტრიწონელი და მრავალი მათი მიმდევარი.ამ ხანებში ევროპა იცნობდა პროკლეს სახელმძღვანელოს და მასაც შემოკლებულს.პეტრიწონელმა კი დაგვიტოვა მშვენიერი თარგმანი და თავის შესანიშნავად დაწერილი განმარტებანი ამ წიგნისა.მისი მსგავსი თავისუფალი მოაზროვნე მრავლად გვყავდა.საბერძნეთსა და ევროპაში კი ასეთ ხალხს მრავლადვე სწვავდნენ.იქ შოთას და იოანეს ცეცხლი არ ასცდებოდათ,ჩვენმა ნათელმა გონებამ და მომთმენმა სულმა კი,ვინ იცის,ვის და რას მისცა არსებობისა და განვითარების ასპარეზი.
დავით აღმაშენებელი ამშვიდებს ფეოდალებს,აწესრიგებს სასულიერო ცხოვრებას,დიდად ზრუნავს მწიგნობრობისათვის,კულტურისათვის და უცხოელთათვის.ეს უცხოელები ადასტურებენ,რომ მუსლიმანები საქართველოში უკეთ ცხოვრობდნენ,ვიდრე საკუთარ ქვეყნებში.დავითი აარსებს ჩვენში უმაღლეს სკოლას,სადაც თავს იყრიან უცხოელი მოსწავლენიც. (ავტორი გენია.ჯი) ამ ხანებში,XI საუკუნიდან მონგოლების შემოსევამდე (ადრეცდა შემდეგაც) – ქართველებმა მთელ ქვეყანას ცხადად აჩვენეს,რომ მათ ომის გარდა წესიერი სახელმწიფოს აშენებაც და უცხოელების გამოყენებაც შეეძლოთ.ყველანი ერთად მუშაობდნენ,საერთო სახლის – საქართველოს ასაშენებლად.იმ ხანებში უკვე არსებობდნენ და უმაღლესამდე ვითარდებიან სახელმწიფოებრივი ორგანოები: ჯარი,ბეგარა,ფულის სისტემა,მიმოსვლა,გადასახადი,აღწერა,სასამრთლო,საერთოდ უფლება და დანარჩენი ატრიბუტები ნორმალური სახელმწიფოებრივი ორგანიზმისა.”ერთმანეთში ითქვიფოდნენ ნასესხი იურიდიული ნორმები,საერო და საეკლესიო.ადგილობრივი ტრადიციები და ჩვეულებანი,განყენებული მწიგნობრული ფორმულები შეუთვისეს ქართულ რეალურ ცხოვრებას.მუსლიმანური უფლება ჩაექსოვა რომისას,არაბული ნორმები ჩაეხლართა ბიზანტიურს.ჩვენ არა მარტო ჰუმანიზმით დავასწარით ევროპას,არამედ ჩვენებური დარბაზი ჩანასახი გახლდათ პარლამენტარიზმისა.მეფე თამარის დროს უგვარიშვილო მსახურნი ამირ-სპასალარი ყუბასარი და მსახურთუხუცესი აფრიდონი სახელმწიფოს უმაღლეს საფეხურზე ადიან.აღმოსავლეთის ქვეყნებთან შედარებით,ქართველი დედაკაცი თავისუფალია.თითქმის მამაკაცის სწორია.თამარი და რუსუდანი ტახტზე ადიან.იყო პერიოდი ჩვენს ისტორიაში,როცა წერა-კითხვას და ცოდნას უფრო დედაკაცები ავრცელებდა და ინახავდა,ვიდრე მამაკაცი.შავ მთაზე,ანტიოქიის მახლობლად ქართველი მონაზვნები სთარგმნიან,რედაქტორობენ და მასწავლებლობენ,იგივე ხდებოდა ჩვენშიც.ამორძალობა ზღაპარი არ არის,უკვე სასუალო საუკუნეებში ერთი ევროპელი მწერალი – ბელოვანცესისი ადასტურებს,რომ ზოგი ქართველი ქალი სამხედრო ხელოვნებასაც სწავლოსო.როცა ქართველ ქალს ჩვენს მწერლობასა და ხელოვნებაში თავისი წვლილი შეჰქონდა,აღმოსავლელი დედაკაცი ჰარამხანასა და ჩადრში იმაალებოდა.ჩვენზე გამარჯვებულს ბრძოლაში აღმოსავლეთს კი თან მოჰქონდა ჩადრი,ჰარამხანა და საჭურისთა ინსტიტუტი.მონგოლთა შემოსავემ რომ აღგავა ჩვენი ძველი კულტურის დიდი ნაწილი – ეს უდავო ამბავია.მაგრამ იმ ეპოქის მცირე ნაგლეჯები მაინც დაგვრჩა.
დავითისა და თამარის დროს საქართველოში საავადმყოფოები ჰქონიათ.ამ ერთ წვეთში თვალხილულს შეუძლიან დიდი კულტურული ქვეყანა დაინახოს.არის ცნობა,რომ მეფე ლუარსაბის ძმა დაუთ-ხანი მთელს მცირე აზიაში ყოფილა განთქმული მკურნალობისა და წამლების დამზადების მეთოდებით.მარტო ქვემოთ მოყვანილი ამბავი რამდენად ეღირებოდა რომელიმე ერისათვის: ყვავილის აცრა ინგლისელმა მეცნიერმა ჯენერმა მოიგონა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში.ბერძენი ემანუილ ტიმონი კი სწერს 1713 წელს,რომ ქართველები დიდი ხანია ყვავილის აცრით სწამლობენო.ჯენერი ამშვენებს ინგლისურ მეცნიერებას,ჩვენზე კი არავინ ლაპარაკობს,მაგრამ ჭეშმარიტება ხშირად დუმს,როცა პლაკატი საქვეყნოდ გაჰკივის.
ჯერ კიდევ ათი საუკუნის წინ ობსერვატორია გვქონდა თბილისში. (ავტორი გენია.ჯი) იმავე ხანებში და უფრო გვიან – ისევ მონღოლთა შემოსევამდე – საქაღველო დასერილი და სავსე იყო გზებით,არხებით,ქვიტკირის შენობებით,მშვენიერი ციხე-სიმაგრეებით და საუცხოვო ტაძრებით.ცხადია,რომ ამისათვის უდიდესი შრომისა და სიმდიდრის გარდა საჭირო იყო ცოდნა მექანიკის,ჰიდროტექნიკის,მათემატიკისა და მრავალი სხვა დამხმარე საგნების.
ნიკო მარი ქართველი ხალხის გენიალურობაზე არაერთ წერილსა და სამეცნიერო ნარკვევს წერდა,ისევე როგორც სხვა ბევრი მეცნიერი და ქართველებს გენიალური ინტელექტისა და კულტურის მქონე ერად მოგვიხსენიებდა.მარტო მტკვარზე,თბილისიდან მტკვრის სათავეებამდე ოციოდე ქვიტკირის ხიდი იყო გადებული,დანარჩენს,რომ თავი დავანებოთ: ოციოდე ხიდი,რამდენიმე ათეული ქართული ჯიშის ვაზი,ფერდობ-გორებზე გაშენებული საწნახელები და მარნები,კლდეებში გამოჭრილი გზები,გრძელი,დიდრონი არხები – მხოლოდ განზრახ თვალდახუჭული ვერ დაინახავს ამას,ვერ გადაამბავს ერთმანეთს და ვერ გამოიტანს აქედან ერთს მთლიან სურათსა და დასკვნას,ამის შექმნა შეეძლო მხოლოდ “ანგელოზსა და ღვთის ხელს”.შპენგელი ფიქრობდა,რომ არაბების გენიალობამ შექმნა არაბესკა – ჩუქურთმა,ელინებისამ – ქანდაკება,ხოლო ევროპისამ – ფუგა.ამ დიდ ადამიანს ერთი რამ არ სცოდნია: ფუგა ევროპელებზე ადრე ქართულ მუსიკაში მოიძებნებოდა.აქაც ყველას დავასწარითფუგა სანამ მას სხვა ერები გამოიყენებდნენ,ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ ჩააქსოვა “მუმლი და მუხასა” და მრავალ სხვა ხალხურ კილოებში.ეს ხომ ნამდვილად ღვთის ხელია ქართველ ხალხში.უდავოა,რომ რიტმიკის მხრივ ვერც ერთი ერი ვერ შეედრება ქართულ სიმღერას.ჩვენი ორხმოვანი და სამხმოვანი სიმღერა ხომ არავის უთმობს პირველობას კულტურულ დავაში.უკვე საუკუნეების წინ გვქონდა ქართველებს ჩვენებური ნოტები,რომელნიც ეხლაც წაუკითხავნი არიან.ქანდაკება ჩვენში არასოდეს ყოფილა განვითარებული.სამაგიეროდ ერთ დროს უმაღლეს საფეხურს მიაღწია ქანდაკების მონათესავე დარგმა – ჩუქურთმამ და ბარელიეფმა,რომლებმაც აღაფრთოვანეს უამრავი თაობების მეცნიერები,და მერე ვინ იცის რამდენი მისი მსგავსი დაიკარგა და დაინგრა!ზოგი რამ მაინც გადაგვირჩა.და ეს ზოგიც საკმარისია,რომ წელში გავსწორდეთ და მტკიცედ შევხედოთ თვალებში ჩვენს შორეულსა და ახლო მეზობლებს.ქართული ხელოვნების მხატვრული ნაწარმოები შესანიშნავის ტექსტით არის შესრულებული და ნაკეთობის მეტს სრულყოფას ვერ შეხვდებით თვით ბიზანტიაშიც კი – ამბობდა კონდაკოვი.ჩვენი,ქართული ორნამენტი,მინანქარი და ფრესკა არავისას დაუვარდება – არც ბიზანტიას,არც იტალიას,სადაც უმაღლესობამდე განვითარდა ეს დარგები ხელოვნების. (ავტორი გენია.ჯი) ჩვენი ფრესკა უკვე განთქმულია მცოდნეთა შორის.მაგრამ დღეს თუ ხვალ ისინიც გაოცდებიან,როდესაც გადაშლიან უბისის პატარა ეკლესიის მხატვრობის ალბომს და დაინახავენ ვინმე “ცოდვილი დამიანეს” გენიალობას.ქართული არქიტექტურა კი განსაკუთრებით დიდი ისტორიისა და უდიდესი ხელოვნების ნიმუშია.როგორც კოხმა დაწერა: აღმოსავლეთში ორი უდიდესი ნაშთია არქიტექტურის – აია სოფიო და ბანას ტაძარიო საქართველოში (ისტორიული ტაო-კლარჯეთი,დღევანდელი თურქეთის ტერიტორია).აია სოფიას ათიათასობით უძღვნეს ხოტბა,რადგან იგი ქვეყნის გზაჯვარედინზეა გამოჭიმული ,ბანას სანახავად კი წასვლა დღესაც საგმირო მგზავრობად არის მიჩნეული.სპეციალისტებმა კი იციან ,რომ სადაც გამოიფინება ბერძნული პართეონი,ეგვიპტური პირამიდა,არაბული ალჰამბრა,სპარსული მიზგითი – ქართული ბანა და ვარძია გვერდით ამოუდგებიან და შინარწმენით იტყვიან: ჩვენც აქა ვართ.
მაგრამ – რას იზამ! – ასეთია ბედი ისტორიულად დაჩაგრული ხალხის.ქართველი კაცი ათობით ჩამოგითვლის უცხოელ გენიოსებს,ხოლო საკუთარს – დიდ მწერალთა სახელების გარდა – ვერაფერს გეტყვით.ის არ იცნობს “ცოდვილ დამიანეს” და “ბასილ ხურციძეს”,ყურიც კი არ მოუკრავს ბევრს არსენ ტფილელისათვის,ბეშქენ და ბექა ოპიზრებისათვის,ხოლო ხანძთელი,პეტრიწონელი და მათი ტოლი კულტურული მოღვაწენი რაღაც მითიურ და ბუნდოვან ლანდებად მიაჩნიათ.ქართული ანბანი და ორთოგრაფია უკიდურესობამდე მარტივია,მკაფიო და ნათელი.და სწორედ ამ მარტივობაშია მისი გენიალურობაც.იშვიათად შეხვდებით ასეთ ადვილ მართლწერას.როგორც ვლაპარაკობთ,ისევე ვწერთ,და როგორც იწერება,ისევე გამოითქმის.ზემოთ აღწერილმა არასრულყოფილმა ჩამონათვალმა ქართული კულტურისა ალბათ ნათელჰყო ჩვენი,ქართველთა ხასიათი და ჩვენი ერის გენიალურობა. (ავტორი გენია.ჯი)
შოთა რუსთაველის შედევრი პოემა – “ვეფხისტყაოსანი”
“ბედიის ბარძიმი” (დამზადებული 999 წელს.ფოტოზე წარმოდგენილია არასრულყოფილი სახით)
“ოქროს თასი” – თრიალეთი ძვ.წ.აღ-ით II ათასწლეული
“ცოდვილი დამიანეს” მიერ შესრულებული XIV საუკუნის უფლის ფრესკა
“ბანას ტაძარი” – აგებულია ადარნასე მეფის მიერ 888-923 წლებში
“ოქროს სამაჯური ლომის თავით” – ძვ.წ.აღ-ით 400-300 წლები
“ვაზი” – ქართველთა სულიერი საზრდო