სტრატონი
სტრატონ ლამპასკელი (სტრატონი) - რომელსაც მოიხსენიებდნენ როგორც – “ფიზიკოსი”,დაიბადა ძვ.წ.აღ-ით 340 წელს ლამპსაკაში.იგი გახლდათ თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ფიზიკოსი,ფილოსოფოსი და პერიფათეტიკური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი.მის მასწავლებლად მიჩნეულია დიდი ფილოსოფოსი და ბუნებისმეტყველი – თეოფრასტე.არისტოტელეს გარდაცვალების პერიოდში იგი 17-18 წლის ყმაწვილი გახლდათ.ამავე პერიოდში თეოფრასტე მიწვეულ იქნა ალექსანდრიაში,ელინისტური ეგვიპტის მეფის პტოლემეოს I სოტერის,მიერ საკუთარი შვილის (ეგვიპტის მომავალი მეფის – პტოლემე II ფილადელფოსის) აღსაზრდელად. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ამ შემოთავაზებაზე თეოფრასტემ უარი განაცხადა იმ მოტივით,რომ იგი ლიკეას (არისტოტელეს მიერ დაარსებული – პერიფათეტიკური სკოლა) ვერ დატოვებდა და შესთავაზა მეფეს,მის ნაცვლად მისივე საუკეთესო მოსწავლე - სტრატონი მიეღო.დადებითი პასუხის შემდგომ ალექსანდრიაში ჩადის სტრატონი,რომელიც დიდ მუშაობას ეწეოდა “ალექსანდრიის ბიბლიოთეკისა” და ალექსანდრიის უნიკალური მუზეუმის “მუსეიონას” მუშაობა-ფუნქციონირებაში.ალექსანდრია ამ ორმა უდიდესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ,ელინისტური მსოფლიოს ცენტრად აქცია.ძვ.წ.აღ-ით 287 წლიდან კი სტრაბონი,თავად ხელმძღვანელობდა სიკვდილამდე “ლიკეას”.მიუხედავად იმისა,რომ სტრაბონი,არისტოტელეს მიერ დაარსებულ ლიკეას ხელმძღვანელობდა,მათი შეხედულებები,რიგ საკითხებზე აბსოლუტურად ვერ მოდიოდნენ თანხვედრაში.სტრატონი თვლიდა,რომ ბუნება ძალაა,რომელიც განუყოფელია მატერიისაგან. (ავტორი გენია.ჯი) უარყოფდა ღმერთებსა და სულს,როგორც დამოუკიდებელად მოქმედ სუბიექტებს.ციცერონის განმარტებით,სტრაბონი მიიჩნევდა,რომ: “ყველა ღვთაებრივი ძალა მდგომარეობდა ბუნებაში,რომელიც თავის მხრივ სათავე იყო სამყაროს შექმნისა,განვითარებისა და იგი მოკლებული იყო რაიმე სახის გრძნობებს”.სტრაბონისათვის ბუნება იყო – თვითშემოქმედი ძალა,რომელიც მოკლებული იყო ყოველგვარ პიროვნებას და ცნობიებას.თავისი შეხედულებებით სტრატონი ახლოს იდგა ათეიზმთან.სტრატონის ნამუშევრების უმეტესობა მოიცავდა ფიზიკის მეცნიერებას,იგი ბუნების ყველაზე ძლიერ ძალად “სიმძიმეს” მიიჩნევდა,რომელიც თავის მხრივ კოსმოსიდან რეგულირდებოდა და წარმოადგენდა მოძრაობის წყაროს.ამგვარად სტრატონი მიჩნეულია “ექსპერიმენტალური ფიზიკის” მაუწყებლად.სტრატონის საუკეთესო მოსწავლედ მიჩნეულია – არისტრაქე სამოსელი.სტრატონ ლამპასკელი გარდაიცვალა ძვ.წ.აღ-ით 268 წელს.მიუხედავად მისი გარდაცვალებისა,სტრატონის მსჯელობები არაერთი ფილოსოფოსისა და სწავლულის განხილვის საგნად იქცა. (ავტორი გენია.ჯი)