აბუდეფდუფი
აბუდეფდუფი - მოიხსენიებენ ასევე,როგორც “თევზი-სერჟანტი” (Abudefduf saxatilis).იგი გახლავთ ქორჭილასნაირთა ოჯახის,ძვლოვანთა კლასის თევზების ერთ-ერთი ის სახეობა,რომელიც ტროპიკული წყლების მოყვარულია.ყველაზე ხშირად გვხვდებიან ხმელთაშუა და წითელ ზღვებში.აღნიშნული სახეობა კარგად არის ცნობილი მეთევზეებისა და წყალქვეშა სამყაროს მოყვარულთათვის.პირველად - აბუდეფდუფი,აღწერილ იქნა 1825 წელს. (ავტორი გენია.ჯი) მაქსიმალური სიგრძე თევზისა 18 სანტიმეტრამდეა.თუმცა აკვარიუმის სახეობები უფრო პატარა ზომების არიან.ბუნებრივ პირობებში ისინი ერთი მეტრიდან 15 მეტრ სიღრმემდე წყლებში ბინადრობენ.მათი ტანი დაფარულია ოთხი ფერის ნათელი ზოლით,ხუთი მუქი ფერის შუალედებში,რამაც განაპირობა კიდეც მათთვის ესოდენ უცნაური სახელწოდება – “თევზი სერჟანტი”. (ავტორი გენია.ჯი) წითელ ზღვაში “აბუდეფდუფის” ოთხი სახეობა ბინადრობს და ისინი ენათესავებიან – “თევზი კლოუნების” სახეობას.იკვებებიან წყალმცენარეებით და ზღვის პატარა ცხოველებით.ექვს ზოლოანი აბუდეფდუფები კი გავრცელებული არიან ინდოეთის ოკეანეში და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში.აკვარიუმში ამ სახეობის თევზის ყოლის შემთხვევაში,აუცილებელია მნიშვნელოვანი სივრცე და ტემპერატურა 24 გრადუსიდან – 26 გრადუს ცელსიუსამდე.”აბუდედუფები” განსაკუთრებული ლამაზი ფერთა გამით გამორჩეული თევზია და მისი არსებობით ბუნებას კიდევ ერთი მშვენიერი ზღვის ბინადარი გააჩნია. (ავტორი გენია.ჯი)