პუდუ
პუდუ – უცნაური სახელწოდების მქონე,საოცარი ცხოველია.იგი ყველაზე პატარა სახეობაა ირმისებრთა ოჯახის,ძუძუმწოვართა სახეობის,წვრილჩლიქოსნების რიგისა.თავად სახელი ლათინური სამეცნიერო სახელია.ძრითადად ბინადრობენ ლათინური ამერიკის ქვეყნებში – კოლუმბია,ჩილე,არგენტინა,ეკვადორი და პერუ.გავრცელებული არიან ანდების მთების მიდამოებში. (ავტორი გენია.ჯი) სიმაღლე 30 სანტიმეტრიდან 40 სანტიმეტრამდეა,ხოლო მასით 10 კილოგრამამდე იზრდებიან.ბუნებაში არსებობს პუდუს ორი სახეობა – სამხრეთული პუდუ “Pudu pudu” და ჩრდილოეთური “Pudu mepchistophiles”.მათი ფერებია ნაცრისფერ-ყავისფერი და აქვთ ნათელი თეთრი ფერის ლაქები.ამოდით პატარა რქებიც.ეტანებიან ეკალ-ბუჩქებს,რაც ადამიანებს უძნელებს მათ მიგნებას.გარდა ამისა,ამ გზით თავს იცავენ მტაცებლებისგან.იკვებებიან მცენარეებით. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ მათი მაკეობა 200 დღემდე გრძელდება და ბადებენ ერთ პატარას,გაზაფხულის პირველივე თვეში.გამოირჩევიან განსაკუთრებული სიფრთხილით.ცნობილია ისიც,რომ – პუდუ განეკუთვნება ირმისებრთა ერთადერთ სახეობას,რომელსაც წაქცეულ ხეებზე შეუძლია ასვლა,მტაცებლისაგან თავდაცვის მიზნით.საფრთხის დროს გამოსცემს სპეციფიკურ ბგერებს,რომელიც ძალიან წააგავს ძაღლის ყეფას.ცოცხლობენ 10 წლამდე.ერთმანეთისგან თითქმის არაფრით განსხვავდებიან,რადგან ყველას ერთნაირი ფერები და ზომები აქვთ.პუდუს ასევე შეუძლია დაიცვას ბალანსირება ორივე უკანა ფეხებზე დგომისას.ამ მეთოდით იგი იკვებება მცენარეების ფოთლებით.დღესდღეობით საოცარი სახეობის ირემი – პუდუ,ძალიან იშვიათ სახეობად არის მიჩნეული,რის გამოც იგი შეყვანილ იქნა “წითელ წიგნში”,როგორც გადაშენების წინაშე მყოფი უიშვიათესი სახეობის ცხოველი. (ავტორი გენია.ჯი)