ჯონ მილტონი – “არეოპაგეტიკა” (ნაწყვეტი)

“ჭეშმარიტად,კეთილიცა და ბოროტიც ერთურთის თანამდევია ამ სამყაროში,მათი გაგება ერთი ჩაკბეჩილი ვაშლისგან შემოვიდა ამა ქვეყნად; ანუ სწორედ ესაა ადამის შთამომავალთა ბედისწერა: კეთილ-ბოროტი შეიმეცნონ და განასხვავონ.და რაღაა იგი,სიბრძნე კეთილი,ბოროტისა უმეცარი?! მხოლოდ მას,ვისაც ძალუძს ბიწიერების საცდურს გაუძლოს,და არა დაჰმორჩილდეს,და არჩევით გაჰყვეს გზას კეთილს – ჭეშმარიტი ქრისტიანიც მხოლოდ მას ერქმის. (ავტორი გენია.ჯი) ყოველივე ზემოთქმულის გასაბათილებლად,ჩვეულებრივ,ერთადერთ მოსაზრებას იშველიებენ: ვაითუ საეჭვო საკითხავმა ზნეობისა და მართალი რწმენის დაკნინებას შეუწყოსო ხელი.მაგრამ მაშინ რიგი საეკლესიო წიგნებისა და მათში არსებული საკამათო საკითხებიც უნდა გავიქროთ თვალსაწიერიდან! იქნებდა თავად ბიბლიაც ნაწილ-ნაწილ დაგვეჩეხა? აკი ღვთისგმობასაც ამოიკითხავთ მასში,გარყვნილთა ქცევაც არცთუ კაზმულსიტყვაობის გარეშეა დაწერილი,ალაგ-ალაგ წმინდა ადამიანებსაც  კი ღვთის ნების მიმართ დასცდებათ ხოლმე საყვედური და ზოგან ვინმე უცებმა მკითხველმა ვინძლო ეპიკურეს დებულებებიც ამოიკითხოს… განსწავლულსაც ზოგჯერ უჭირს მართლისა უკუღმართისაგან გამორჩევა. (ავტორი გენია.ჯი) თუ კი მართალია,რომ ჭკვიანი კაცი უხეირო ქმნილებებშიც ჰპოვებს რაიმე სასარგებლოს,ხოლო სულელი რჩეულ წიგნშიც ვერაფერს ნახავს.მაშ რაღად უნდა მოვაკლოთ ბრძენს მისი გონების მასაზრდოებელი წყარო,იმის შიშით,ბრიყვი რამ სიბრიყვეს არ გადააწყდეს? ასე არა მარტო არისტოტელეს,სოლომონის სიტყვასაც უნდა ვუფრთხოდეთ და ტავად მაცხოვარსაც,რაკიღა ყოველი ეშმა საკუთარ ბიბლიას კითხულობსო,ნათქვამია.

- რაკიღა გონება განსჯის უნარია,ღვთვბოძებულიდან უამესი ამოირჩიოს; და არჩევანისაგან მისისა იქმნება სწორედ სათნოება კაცისა.ხოლო ერთისა სათნოდ მოქცევა უმეტეს კთილად ეთნიება ღმერთს,ვინემ ათი ბიწიერის მოთოკვა.

- წმიდათათვის ყოველივე წმინდა არს,არათუ ლუკმა სასმელი ხოლო,არამედ სწავლებაც ყოველგვარი – კეთილი თუ ბოროტი,ვინაიდან ვერა ცოდნა და ვერა წიგნი წარწყმენდს,თუ კი შემეცნება კაცისა იმთავითვე არაა წაბილწული.რამეთუ წიგნიც საკვებსა ჰგავს – ზოგი მარგებელია,ზოგი – არც იმდენად.ყოველმა ზრდასრულმა თავად უნდა დაიცვას თავისი სულიერი დიეტა.არა პირისაგან შესულისა შეირყვნება კაცი,არამედ პირისაგან გამოსულისაო.ყოველთვის უნდა ვიცოდეთ,რომ გაუნათლებელი მრევლის მოძღვარი უცაბედად ათასობით წიგნთა სამყაროს არქიეპისკოპოსად მოგვევლინება.ვინც გუშინ ხელოვნების მცირე ნიმუშს სამყაროული ბოროტების თესლად რეცხდა,ხვალ წიგნთა რიგს,იგნთა ჯარს გამოუტანს განაჩენს და ვეჭვობ,ბევრ მათ ავტორსაც ზედ მიაყოლებს.

წმინდა წერლშიც ჭეშმარიტება წყაროსთვალსაა შედარებული: თუ წყალი მისი მუდმივ ნაკადად არ ამოედინა,იგი შემგუებლობისა და დამყაყებულ ტრადიციათა გუბედ იქცევა. (ავტორი გენია.ჯი) და ასევე მართალი რწმენით აღვსილი კაციც შეიძლება ერეტიკოსი გახდეს: თუ რწმენა მისი მხოლოდღა მოძღვრის სიტყვასა და ეკლესიის მამათა მსჯავრზეა გამოკიდებული და ყოველგვარ განსჯას მოკლებულია,საბოლოოდ თავად მისი რწმენა ექცევა ერესად.მეორეს მხრივ,რაოდენ საამოა იმის ცოდნა,რომ ყოველივე რეგულირებულია და წინასწარ დადგენილი: არა ნაწერი არა ხვდება უცების თვალს,თვინიერ სამგზის გასინჯულისა.ნასწორებისა და საყოველთაო ხმარებისათვის მოწონებულისა – შინაგანი მზერა მოავლეთ,ბატონებო ამ შემთხვევაში რაგვარი თანხმობის,შემგუებლობისა და უცილობელი პირმოთნეობის წუმპე მოგველის ერსა თუ ბერს! (ავტორი გენია.ჯი)