ალბერტ როს პარსონსის “სიტყვა სასამართლოში”
ალბერტ როს პარსონსი (1848-1887 წლები) – წარმოადგენდა ამერიკის მუშათა მოძრაობის ერთ-ერთ აქტიურ წევრს,რომელსაც სასამართლომ ბრალი დასდო ჰეიმარკეტის მოედანზე ბომბის აფეთქებაში,რასაც მსხვერპლი მოჰყვა.საბოლოო ვერდიქტი სასამართლოსი პარსონსისა და მისი სამი თანამებრძოლისათვის (მათაც ანალოგიური ბრალდება წაუყენეს) სასიკვდილო განაჩენი გახლდათ.ალბერტ როს პარსონს მიეცა სასამართლოზე “უკანასკნელი სიტყვით” გამოსვლის უფლება,სადაც მან განაცხადა:
“მე სოციალისტი ვარ.მე ვარ ერთ-ერთი იმათგანი,ვინც თვითონ დაქირავებული მონაა,მაგრამ მაინც მიაჩნია,რომ ბოროტებას ჩაიდენდა თავისა და თავისი მეზობლის მიმართ,უსამართლოდ მოექცეოდა თანამემამულეებსაც,თუ დაქირავებული მონის უღელს მოიშორებდა და თვითონ გახდებოდა მეპატრონე… (ავტორი გენია.ჯი)
სხვა ვინ,თუ არა (მონოპოლისტები),პირველებმა რომ თქვეს: “ესროლეთ ბომბი გაფიცულებს.დაე,ეს გაფრთხილება იყოს სხვებისათვის!” ხომ პირველმა თქვა ტომ სკოტმა (პენსილვანიის რკინიგზის პრეზიდენტი): “აჭამეთ მაგათ ტყვია”? ხომ პირველი იყო “ჩიკაგო ტრიბუნი”,როცა წერდა: “სტრიქნინით მოწამლეთ ეგენი”? სწორედ ასეც იქცეოდნენ ისინი… ისინი ისროდნენ ბომბებს; ის ბომბი კი,ჰეიმარკეტის მოედანზე რომ აფეთქდა 4 მაისს,ისროლა მონოპოლისტთა დაქირავებულმა კაცმა,ნიუ-იორკიდან რომ გამოგზავნეს ერთადერთი დავალებით – ჩაფუშე მოძრაობა,რომელიც რვა-საათიან სამუშაო დღეს მოითხოვსო… ჩვენ მსხვერპლნი ვართ ყველაზე სამარცხვინო შეთქმულებისა,რომლის მსგავსი არასოდეს უხილავს ისტორიის ანალებს”. (გენია.ჯი)