ალექსანდრე ბლოკი – “რა რიგ ძნელია კაცთა შორის ისე იარო”
რა რიგ ძნელია კაცთა შორის ისე იარო,
ცრუობდე,თითქოს დაღუპული ჯერაც არა ხარ,
და ტრაგიკული ვნებებისგან დასმულ იარებს,
მათ მოუთხრობდე,მომავლის რომ უწევთ დანახვა.
***
რომ კოშმარები მოიხილო ღამის საზარი,
გზა გამონახო უთავბილო სვლაში ვნებისა,
რათა ფერგამკრთალ დაფიონში ხელოვნებისა,
იმათ შეიცნონ დამღუპველი შენი ხანძარი.