ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი კომპოზიტორი,პიანისტი და დირიჟორი - ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (1770-1827 წლები),27 წლის ასაკიდან უკვე ყურთასმენის დაქვეითების პრობლემების ქვეშ აღმოჩნდა.იმ პერიოდში,როდესაც ფაქტიურად უდიდესმა გენიოსმა დაჰკარგა ყურთასმენა,ეწვია პირველი ნამდვილი,დიდი სიყვარული.მისი სიყვარულის ობიექტს კი წარმოადგენდა თავისივე მოსწავლე – ჯულიეტა გვიჩარდი.ლუდვიგი წერდა:
“ჩემს ცხოვრებას ცოტა ხალისი შემატა ხალხში ყოფნამ,ვერც კი წარმოიდგენთ,რა ეულად,ნაღვლიანად გავატარე ბოლო ორი წელიწადი… აჩრდილივით მუდამ თან მდევდა ჩემი დაქვეითებული სმენა და გავურბოდი ხალხს.მიზანთროპს ვგავდი,სინამდვილეში სულაც არ ვარ ასეთი.ეს ცვლილება ჩემში მოახდინა საყვარელმა მშვენიერმა გოგონამ,რომელსაც ვუყვარვარ და მეც მიყვარს”.
ამ მიზეზთა გამო,ლუდვიგი სერიოზულად ფიქრობდა მასზე დაქორწინებაზე.თუმცა ჯულიეტა ლუდვიგის გრძნობებზე თამაშობდა. (ავტორი გენია.ჯი) თავისი ქარაფშუტული ხასიათითა და ზერელე დამოკიდებულებით,ვერ ხვდებოდა დიდი გენიოსის აღმატებულ გრძნობებს.იგი არისტოკრატული ოჯახიდან გახლდათ და “მაღლიდან” უყურებდა თავის მასწავლებელს.ბეთჰოვენს უდიდესი “დარტყმა” მიაყენა ჯულიეტამ,როდესაც იგი დაქორწინდა გრაფ – რობერტ ჰალენბერგზე.სწორედ ამ ურთულეს პერიოდში 1824 წელს დიდი კომპოზიტორი წერს თავის უკვდავ ნაწარმოებს და მისი შემოქმედების გვირგვინს “მე-9 სიმფონიას”,რომელსაც დღეს “მთვარის სონატად” მოვიხსენიებთ.თუმცა აღსანიშნავია,რომ თავად კომპოზიტორმა ამ გენიალურ ნაწარმოებს – “სულის ფანტაზიის სონატა” უწოდა.ნოტებს კი მიაწერა: “იგი ეძღვნება – გრაფინია ჯულიეტა გვიჩარდის”. (ავტორი გენია.ჯი)
ჯულიეტა გვიჩარდი