ბარონესა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი – “ეპიზოდი”
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში (1979-1990 წლები) - ბარონესა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერმა,თავისივე განკარგულებით შეამცირა სამეცნიერო ხარჯები და ამავე დროს შეცვალა უნივერსიტეტების დაფინანსების პრინციპი,გრანტების გამოყოფასთან ერთად.ამის შესახებ ცნობილი ბრიტანელი ფილოსოფოსი მერი უორნოკი წერდა:
” – მარგარეტს,უბრალოდ,კულტურა აკლდა და ცუდად ერკვეოდა,რისთვის იყო საჭირო უნივერსიტეტები.მე მგონია,ის არც კი შეწუხდებოდა,ერთ მშვენიერ დღეს მისთვის რომ ეცნობებინათ,ოქსბრიჯი (ოქსფორდი),რომელიმე კომპანიამ,მაგალითად,ქიმიურმა კონცერნმა “აი-სი-აი”-მ იყიდაო”.
მარგარეტ ტეტჩერის რეფორმებმა დიდი ბრიტანეთიდან ამერიკაში უპრეცედენტო “ტვინების გადინება” გამოიწვია. (ავტორი გენია.ჯი) ამ მოვლენათა გამო რაღა თქმა უნდა განათლების სისტემაში მის მიმართ უკმაყოფილება სუფევდა,თუმცა ელოდნენ ხელსაყრელ დროს როდესაც მას,ამის გამო სამაგიეროს გადაუხდიდნენ.პირველი “შურისგებისათვის” ხელსაყრელი შემთხვევა 1985 წელს გაჩნდა,როდესაც ორი წარუმატებელი ცდის შემდეგ (1979-1983 წლებში) მარგარეტ ტეტჩერის კანდიდატურა წამოაყენეს ოქსფორდის უნივერსიტეტის გამოჩენილი კურსდამთავრებულების საპატიო წოდების მოსაპოვებლად.სანამ უშუალო კამათზე გადავიდოდნენ,შეიქმნა მოწინააღმდეგეთა საგანგებო კომიტეტი.აუდიტორიებსა და პრესის ფურცლებზე გაცხარებული დისპუტები გაიმართა.სიტუაცია იმითაც დაიძაბა,რომ შვიდ კურსდამთავრებულს,რომლებსაც შემდგომში პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავათ,ყოველგვარი განხილვების გარეშე მიენიჭათ საპატიო წოდება.
არჩევნების შედეგებმა მართლაც ბევრი გააოცა – ოქსფორდის 738 პროფესორი და მასწავლებელი “წინააღმდეგი” წავიდა და მხოლოდ 319-მა მისცა ტეტჩერს ხმა.უკეთესი მდგომარეობა არც მოსწავლე-სტუდენტთა გამოკითხვის დროს გამოიკვეთა, – ოქსფორდის სტუდენტების 80%-მა და მშობლიური სამერსვილის მოსწავლეების 90%-მა ტეტჩერის წინააღმდეგ მისცა ხმა.ოფიციალურ განცხადებაში კი ამ საკითხის ირგვლივ ეწერა:
“მარგარეტ ჰილდა ტეტჩერისათვის უნივერსიტეტის გამოჩენილი საპატიო წოდების მინიჭებაში უარის თქმა განპირობებულია მისი წინამძღოლობით მართული მთავრობის მხრიდან დიდი ბრიტანეთის საგანმანათლებლო სისტემისადმი სერიოზული და სისტემური ზიანის მიყენებით,დაწყებული სკოლებით,დამთავრებული მოწინავე კვლევითი პროგრამებით”.
ამით გაღიზიანებულმა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერმა კი მისთვის დამახასიათებელი მანერით საჯაროდ განაცხადა:
” – თუ უარს ამბობენ ჩემთვის წოდების მონიჭებაზე,მე ვიქნები ის უკანასკნელი,ვინც მისი მიღების სურვილს გამოთქვამს”. (ავტორი გენია.ჯი)
მთელი მისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე ტეტჩერი მუდმივად მტრულად იყო განწყობილი სამეფო კომისიებისა და აკადემიკოსთა კომიტეტების მიმართ,რადგან მათ ლიბერალებად,ლაჩრებად და სოციალისტებად მიიჩნევდა. 1995 წელს დამაგვირგვინებელი წერტილი “ოქსფორდის უნივერსიტეტსა” და “მარგარეტ ტეტჩერს” შორის წინააღმდეგობისა,ამ უკანასკნელმა მაშინ დასვა,როდესაც მთელი თავისი უნიკალური “არქივი” კემბრიჯის უნივერსიტეტს გადასცა და არა მის “მშობლიურ” ოქსფორდის უნივერსიტეტს”. (ავტორი გენია.ჯი)