“პლანეტა ურანის” შესახებ…
მზის სისტემაში ყველაზე ცივ პლანეტად მიჩნეულია “ცისფერი” პლანეტა - ურანი.იგი მზის სისტემის მეშვიდე პლანეტაა მზიდან დაცილების კუთხით.სპეციალისტები პლანეტებს – ურანსა და ნეპტუნს,მიაკუთვნებენ “ყინულოვანი გიგანტების” კლასიფიკაციის პლანეტათა რიგს.მისი დიამეტრი დედამიწის დიამეტრზე ოთხჯერ დიდია,თუმცა აღსანიშნავია,რომ მას ასორმოცჯერ ნაკლები მზის ენერგია მიეწოდება ვიდრე დედამიწას. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა,რომ პლანეტა ურანი,მზის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე ცივ პლანეტად მიჩნეულიყო.ტემპერატურა პლანეტაზე -208 გრადუს-ცელსიუსიდან -224 გრადუს-ცელსიუსამდე მერყეობს.პლანეტა ურანიდან მზემდე მანძილი 2,876,679,082 მილიარდ კილომეტრს შეადგენს.მისი ეკვატორული დიამეტრი 51120 კილომეტრია,ხოლო პოლარული დიამეტრი კი 49960 კილომეტრი. (ავტორი გენია.ჯი) მზის ირგვლივ ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარე პლანეტა ურანისა – 6810 მ/წმ-ს შეადგენს. გარემოქცევის სიდერული პერიოდი კი 84 წელიწადი 3 თვე და 26 დღეა,ხოლო სიდერული ბრუნვის პერიოდი 17 საათი,14 წუთი და 24 წამია.ეს გაზის გიგანტი პლანეტა დიამეტრით მესამე და მასით მეოთხე პლანეტაა მზის სისტემაში.მისი დიდი გრავიტაციული ველის მეშვეობით 27 თანამგზავრი ჰყავს და ეკუთვნის გიგანტ პლანეტათა ჯგუფს.ისევე როგორც სხვა გიგანტი პლანეტების შემთხვევაში მისი ატმოსფეროს ზედა ფენაში ქრის ძალიან ძლიერი ქარი,რომლის სიჩქარეც 240 მეტრია წამში.მისი ატმოსფერო შესაძლოა დაიყოს სამ ნაწილად: ტროფოსფერო (ზედაპირიდან 50 კილლომეტრამდე),სტრატოსფერო (ზედაპირიდან 50 კილომეტრიდან 4000 კილომეტრამდე სიმაღლე) და თერმოსფერო ანუ “ატმოსფერული გვირგვინი”(ზედაპირიდან 4000 კილომეტრიდან 5000 კილომეტრამდე). (ავტორი გენია.ჯი) მეზოსფერო პლანეტა ურანს არ გააჩნია.პლანეტა ურანი 1781 წლის 13 მარტს აღმოაჩინა დიდმა ინგლისელმა ასტრონომმა – უილიამ ჰერშელმა,ინგლისური ქალაქ ბათიდან ტელესკოპით დაკვირვების შედეგად.ხოლო სახელი მას უწოდეს ძველი ბერძნული ცის ღმერთისა და სხვა ღმერთთა შემქმნელი ღვთაების – ურანისა.ყველაზე ახლოს ამ გიგნტ-პლანეტას მიუახლოვდა “ნასას” მიერ გაგზავნილი კოსმოსური ხომალდი “ვოიაჯერ 2″,რომელმაც პლანეტა ურანთან ყველაზე ახლოს (ისტორიაში) 1986 წლის 24 იანვარს მიაღწია.აღსანიშნავია,რომ ურანი პირველი პლანეტა იყო,რომელიც აღმოჩენილ იქნა “ახალ დროში” ტელესკოპის მეშვეობით.ასევე ის გახლდათ პირველი აღმოჩენილი პლანეტა (ანტიკური სამყაროდან მოყოლებული),რის გამოც მას მზის სისტემის “საზღვრების გამაფართოებელად” მოიხსენიებენ. (ავტორი გენია.ჯი)