“ევდემონიზმი”
“ევდემონიზმი” - ბერძნულ ენაზე “eudaimonia” აღნიშნავს – ნეტარებას,განცრომას,ბედნიერებას.იგი გახლავთ ეთიკური მიმართულება,რომელიც აღიარებს ზნეობრიობას,როგორც უმთავრეს კრიტერიუმს და დაფუძნებულია ადამიანების ბედნიერების დაუფლების მისწრაფებათა არსზე.ანტიკურ ხანაში და შემდეგ ეთიკაში იგი მომავლის განმარტების და დასაბუთების ერთგვარი პრინციპია,რომლის მიხედვითაც ადამიანის სიცოცხლის უმთავრეს მიზანს – ბედნიერება წარმოადგენს.”ევდემონიზმი” ასევე გვხვდება ქრისტიანულ რელიგიურ განმარტებაშიც: ბერძნულად “eudamonismos”,სიტყვიდან “eudaimon” აღნიშნავს “კეთილ გენიას”.იგი გამოხატავს ზნეობრივ სწავლებას,რომელიც პირადსა თუ საზოგადოებრივ ბედნიერებაში ხედავს ზნეობრიობის (ანუ სიკეთის) მიზანსა და არსს.ტერმინი “ევდემონიზმი” განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს იმისდა მიხედვით თუ როგორ განვმარტავთ ბედნიერებას. (ავტორი გენია.ჯი) თუ კი ბედნიერებას სუფთა ინდივიდიალური სიამოვნების მნიშვნელობით განვიხილავთ,მაშინ იგი ჰედონიზმის ფუნქციას იძენს,ხოლო თუ ბედნიერება საზოგადოებრივი კეთილდღეობის ან კერძო თუ საზოგადო ინტერესის ცნებებთან იგივდება,მაშინ იგი უტილიტარიზმის სინონიმად გვევლინება.შუასაუკუნეების ფილოსოფოსები,თავისებურ ტიპიურ განმარტებას იძლეოდნენ “ევდემონიზმის” შესახებ.მაგალითად თომა აკვინელი ამბობდა,რომ ყველაზე დიდი ბედნიერება ადამიანისათვის “ღმერთის შეცნობაა” და ბედნიერია ის,ვინც სრულიად მიაღწია სიმშვიდეს (უშფოთველობას) ანუ ატარაქსიას (სულიერ სიმშვიდეს).დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსი ეპიკურე “ევდემონიზმში” უმაღლეს სიამოვნებად განიხილავდა ადამიანის არა ფიზიკურ სიამოვნებას,არამედ სულიერს.ევდემონიზმს აკრიტიკებდა ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი ფილოსოფოსი იმანუელ კანტი,რომელიც ამბობდა,რომ ნამდვილი მოტივი მორალური საქციელისა,შეიძლება იყოს მხოლოდ მოვალეობა და არა ბედნიერებისაკენ სწრაფვა ადამიანისა. (ავტორი გენია.ჯი) აღმოსავლურ ფილოსოფიაში “ევდემონიზმი” შესაძლოა განვიხილოთ,ბუდისტურ რელიგიაში,როგორც – “ნირვანა”,ანუ სულიერი განვითარების ბოლო,უმაღლესი საფეხური (სულიერი ნეტარება).”ევდემონიზმის” ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ – არისტოტელე,ვოლტერი,დენი დიდრო,სენეკა,თომა აკვინელი,ეპიკურე,მიშელ დე მონტენი და სხვა სწავლულები.მორწმუნეები თუ ათეისტები,ქრისტიანები თუ ბუდისტები,ყველანი ერთად ვეძეფთ რაღაც უკეთესს ცხოვრებაში,რომელიც საწინდარი იქნება ჩვენი “სულიერი სიმშვიდისათვის,ანუ ბედნიერებისათვის”.ამიტომ ძირითადი მოძრაობა ჩვენი ცხოვრებისა ეს სწრაფვაა ბედნიერებისაკენ. (ავტორი გენია.ჯი)