ემანუელ სვედენბორგი
ემანუელ სვედენბორგი - დაიბადა 1688 წლის 29 იანვარს სტოკჰოლმში (შვედეთი).იგი გახლდათ დიდი შვედი მეცნიერი,ნატურალისტი,გამომგონებელი და თეოსოფი.მამამისი – ესპერ სვედბერგი მდიდარი ოჯახიდან იყო წარმომავლობით და საკმაოდ დიდი ცოდნითაც გამოირჩეოდა.ესპერი ღვთის მეტყველების პროფესორი იყო და ლექციებს კითხულობდა უფსალის უნივერსიტეტში.თუმცა მალე სასულიერო ცხოვრებას ანიჭებს უპირატესობას და სკარის ეპისკოპოსიც ხდება. (ავტორი გენია.ჯი) ამ მოვლენებმა რაღა თქმა უნდა დიდი გავლენა იქონია ემანუელზე.მალევე იგი უფსალის უნივერსიტეტის სტუდენტი ხდება,სადაც სწავლას ფილოსოფიის ფაკულტეტზე განაგრძობს.შეისწავლა ფიზიკა,ასტრონომია და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.მოგვიანებით კოსმოლოგიით,მექანიკით,ანატომიით,მათემატიკით და სხვა მეცნიერებებითაც ინტერესდება.იმოგზაურა ძალიან ბევრი,რა დროსაც ძირეულად შეისწავლა თეოლოგია.სამშობლოში დაბრუნების შემდეგ,იწვევენ სამეფო სასახლეში.მისმა მსჯელობამ რელიგიასა და მორალზე დიდი გავლენა მოახდინა შვედეთის მეფე კარლ XI-ზე,რომელსაც ემანუელი 1716 წელს ქალაქ ლუნდში ეწვია. 1715 წელს,სამშობლოში დაბრუნების შემდგომ,მთელი მისი მოღვაწეობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს მიუძღვნა.მოგვიანებით უფსალის უნივერსიტეტის პროფესორი ხდება.წერდა შრომებს მეტალების დამუშავების შესახებ.ასევე მიჩნეულია ფუძემდებლად ისეთი დისციპლინებისა,როგორიც არის – “მინერალოგია” და “ტვინის ფიზიოლოგია”.მის მთავარ ლიტერატურულ ნაშრომად დღემდე მიჩნეულია წიგნი – ”ზეცის,სულთა სამყაროს და ჯოჯოხეთის შესახებ”.მან აღნისნულ ნაშრომში საკმაოდ საინტერესო თეზისები ჩამოაყალიბა,სიკვდილის შემდგომ სულის არსებობის შესახებ.1744-1745 წლები სულიერების გარდატეხის პერიოდად იქცა მის ცხოვრებაში.სწორედ ამ პერიოდში დაწერა ზემოთ აღნიშნული ნაშრომი. (ავტორი გენია.ჯი) ემანუელი,როგორც ცნობილია,ბევრს მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყნებში,რა დროსაც აწარმოებდა დღიურს.თუმცა,მიუხედავად იმისა,რომ ამ დღიურის არსებობის შესახებ ცნობილი იყო,იგი მხოლოდ 1850 წელს აღმოაჩინეს შვედეთის სამეფო ბიბლიოთეკაში და მალევე გამოაქვეყნეს სახელწოდებით – “სიზმრების ჟურნალი”.ემანუელი,არასოდეს ყოფილა დაქორწინებული.მიუხედავად ამისა აღნიშნული საკითხი ხელს არ უშლიდა ფართოდ გაეშუქებინა ეს თემა თავის ნამუშევარში – “სიყვარული ქორწინებაში,ანუ ცოლ-ქმრული სიყვარული”.წიგნში ავტორმა ფართოდ განიხილა ცოლ-ქმრის სულიერი ურთიერთობები და მათი სულიერი სამყარო.იგი ირწმუნებოდა,რომ ჰქონდა უნარი დაკავშირებოდა გარდაცვლილთა სულებს,რასაც რაღა თქმა არავინ იჯერებდა,გარდა მისი უახლოესი ადამიანებისა.მის მიმართ განსაკუთრებით დიდი ინტერესი,მას შემდეგ გამოიკვეთა,რაც 1759 წლის 19 ივლისს გიოტებორგში ერთ-ერთ წვეულებაზე განაცხადა სტოკჰოლმში მოსახდენი დიდი სტიქიის – ხანძრის შესახებ.მართლაც სულ მალე ყველაფერი ისევე ახდა,როგორც ემანუელმა იწინასწარმეტყველა.ემანუელ სვედენბორგის პიროვნებისა და მისი ნაშრომების შესახებ დიდ დაინტერესებას გამოხატავდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები,როგორებიც იყვნენ – შარლ ბოდლერი,უილიამ ბლეიკი,ონორე დე ბალზაკი,ლარლ გუსტავ იუნგი და სხვები.რელიგიურ იდეებს სვედენბორგისა კი მისი მიმდევრები ფართოდ ავრცელებდნენ.სვედენბორგის რელიგიურმა ხედვებმა გააერთიანა,ეგრეთწოდებული “ახალი ეკლესია”.ემანუელ სვედენბორგი გარდაიცვალა 1772 წლის 29 მარტს ლონდონში. (ავტორი გენია.ჯი) მისი პიროვნების და მოღვაწეობის მიმართ,მიუხედავად საუკუნეების გასვლისა,ინტერესი მაინც ძალიან დიდია.