“ასმოდეი”
“ასმოდეი” - სიტყვა-სიტყვით აღნიშნავს “მაცდუნებელს”.იგი გახლავთ ბოროტი დემონი,რომელიც მოიხსენიება გვიანდელ ებრაულ ლიტერატურაში.მისი სახელი მომდინარეობს ავეტური ღვთაების აეშმა-დევასაგან.“თოვიას წიგნის” მიხედვით,ასმოდეი ეჭვიანობის ნიადაგზე,ზედიზედ კლავს სარას შვიდ მეუღლეს (ასმოდეი სარაზე გახლდათ შეყვარებული). (ავტორი გენია.ჯი) დიდი იუდეველი რაბინების და თალმუდისტების მიერ შედგენილ მოძღვრების კრებულში – “თალმუდში”,ასმოდეი მოხსენიებულია,როგორც – “დემონთა ბატონი”,რომელიც გამოგდებულ და გამოძევებულ იქნა მეფე სოლომონის მიერ,თავისი სამეფოდან.ბერძნული წყაროების მიხედვით,ასმოდეი წარმოადგენს ბოროტ დემონს,რომელიც ცდილობს დაეუფლოს ადამიანთა გონებებს და მაქსიმალური რაოდენობის ცოდვები ჩაადენინოს მათ. (ავტორი გენია.ჯი) იგი ყველას,ვინც მას თხოვნით მიმართავს უზრუნველყოფს სიკეთის საწინააღმდეგო ცოდნით.ასმოდეის პერსონაჟი ბევრ ნაწარმოებში ჰყავთ ასახული.მაგალითად,ვლად ვეგაშინას ფეტნეზის ციკლში – “მარტოობის ორი სახე”.ასევე ის,ერთ-ერთ მთავარ გმირად ჰყავს წარმოჩენილი ფრანგ მწერალს – ალენ რენე ლესაჟს,თავის რომანში “კოჭლი ეშმაკი”,რომელიც დაწერილ იქნა 1709 წელს.თავის დროზე დიდი რეზონანსი გამოიწვია სტატიამ – “ჩვენი დროის ასმოდეი”,სადაც განხილული იყო ივანე ტურგენევის რომანი – “მამები და შვილები”.სახელი – ასმოდეი ყოველთვის უარყოფით აურას იწვევდა ადამიანებში და ეს დღემდე ასეც გრძელდება,რამეთუ მისი სახელი ყოველგვარ ბოროტებასთან გახლავთ თანხვედრილი. (ავტორი გენია.ჯი)