წვიმის შესახებ…

წვიმა – განეკუთვნება თხევად ატმოსფერულ მოვლენას, რომელიც ღრუბლებიდან მოდის 0,5 მილიმეტრი და მეტი დიამეტრის მქონე წვეთების სახით. გარდა ამისა, იგი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წყლის-წრებრუნვისა. „წვრილი წვიმა”, რომელსაც ჩვენ ხშირად მოვიხსენიებთ სიტყვით – „ცრის” – „თქორი” ეწოდება. არსებობს ასევე 0,5 მილიმეტრი დიამეტრის მქონე თხევადი ნალექი, რომელსაც მოვიხსენიებთ როგორც – „ჟინჟღლი”. ძლიერ წვიმას კი – „კოკისპირულ წვიმას” ვუწოდებთ. ასევე არსებობს – „მჟავა წვიმები”, რომელთაც განეკუთვნება ატმოსფერული ნალექების ყველა სახეობა (წვიმა, თოვლი, სეტყვა, ნისლი). (ავტორი გენია.ჯი) ასეთი ნალექები დიდ პრობლემას წარმოადგენს გარემოს დაბინძურების კუთხით და იგი გულისხმობს ატმოსფერულ ტენში მჟავათა არსებობას. არსებობს ასევე „სამრეწველო წვიმები”, რომლებიც სერიოზულ პრობლემას უქმნიან სხვადასხვა ქვეყნებს, მაგალითად – ჩინეთს. მჟავა წვიმის ორ უმთავრეს კომპონენტს წარმოადგენს – აზოტმჟავა და გოგირდმჟავა.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი წვიმის სახეობებისა, ბუნებას ასევე ახასიათებს – „სოკოს წვიმა” (მცირე წვიმა, ჟინჟღვლა, რომელიც ძირითადად სოკოს სეზონის დროს იცის მზის მზის ფონზე); „ბრმა წვიმა” (რომელიც მზის ფონზე იცის ხოლმე); „ქარიშხლოვანი წვიმა” (იცის ქარიშხალთან ერთად); „სეტყვის წვიმა” (სეტყვასთან ერთად), „თოვლიანი წვიმა” (რომელსაც თოვლჭყაპს ვუწოდებთ); „საცურაო წვიმა”; „თავსხმა წვიმა” (ძლიერი წვიმა); „ცრის წვიმა” (იგივე ჟინჟღვლა), „ზოლისებრი წვიმა” (როდესაც წვიმის შხეფები ზოლისებრად მოდის ხოლმე); „ირიბი წვიმა”; „გაცრილი წვიმა”; „გაჭიანურებული წვიმა” (გავრცელებული წვიმა). არსებობს ისეთი ეგზოტიკური სახეობის წვიმებიც, როგორებიც არიან მაგალითად: ქვის, სისხლიანი, შავი, ყვითელი და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ შესანიშნავად ვიცით, თუ რა არის წვიმა, ცოტა ვინმემ თუ იცის იმ საოცარი ფაქტების შესახებ, რომლებიც ამ მოვლენასთან არის დაკავშირებული და დღემდე აუხსნელ მოვლენებად არის მიჩნეული. მაგალითად, ტაილანდში წვიმა ძირითადად მხოლოდ ღამის პერიოდში მოდის, კუბაზე კი მხოლოდ სიესტის პერიოდში. ამერიკის, კერძოდ კი ოჰაიოს შტატის ქალაქ უაინსბერგში ბოლო ასი წლის მანძილზე არ დამდგარა 29 ივლისი ისე, რომ არ მოეწვიმოს. პორტუგალიაში თუ კი წვიმს სამსახურის გაცდენა ამ მიზეზით სრულიად საპატიო მიზეზად ითვლება; აფრიკულ სახელმწიფო ბოტსტვანაში ადგილობრივი ვალუტა „პულა” სიტყვა-სიტყვით აღნიშნავ – „წვიმას” და მისალმებითაც ერთმანეთს მიმართავენ სიტყვით „პულა”. ცნობილია ისიც, რომ ყოველწლიურად 519 000 კუბური ნალექი იღვრება წვიმის სახით ჩვენს პლანეტაზე. მათ შორის, 26 460 მილიმეტრი ნალექი წვიმის სახით ეცემა დედამიწაზე ყველაზე წვიმიან ქალაქს ინდოეთისა – ჩერაპუნჯს.

როგორც ცნობილია, წვიმის სახელს უკავშირებენ ცნობილი თამაშის – „დართსი”-ს გამოგონებასაც. ინგლისში XVII საუკუნეში მოქმედებდა კანონი, რომლის თანახმადაც სინოპტიკოსებს მცდარი პროგნოზისათვის სიკვდილითაც კი სჯიდნენ. „ამინდის პროგნოზის” შემოღებასაც რადიოში წვიმას მიაწერენ უმთავრესად. (ავტორი გენია.ჯი) მიზეზი ამისა კი შემდგომში გახლავთ: ერთ-ერთი რადიოსადგურის ხელმძღვანელი კოკისპირულ წვიმაში მოყვა და საკმაოდ დიდი დისკომფორტიც შეექმნა. სწორედ ამ მოვლენის შედეგად შექმნა მან სპეციალური „ამინდის პროგრამა” („ამინდის პროგნოზი”), რომელიც დღეში რამდენჯერმე გადაიცემოდა რადიოს ეთერით. პირველი სატელევიზიო ამინდის პროგნოზი გადაცემულ იქნა ინგლისში 1936 წლის 11 ნოემბერს. ფრაზა -„ხანმოკლე წვიმა” ნიშნავს იმას, რომ უახლოესი სამი საათის მანძილზე არ მოწვიმს. ფრაზა – „მოსალოდნელია წვიმა” აღნიშნავს წვიმას, რომელიც არანაკლებ ნახევარი დღით მაინც გრძელდება.

თანამედროვე ეპოქაში ადამიანებს უკვე თავად შეუძლიათ ამ ბუნებრივი მოვლენის ხელოვნურად გამოწვევა, ისევე როგორც ღრუბლების განდევნა ცის კაბადონიდან და წვიმის თავიდან არიდება. – (ავტორი გენია.ჯი)