“ვატიკანის შვეიცარიული გვარდია”
“ვატიკანის შვეიცარიული გვარდია” (სრული ლათინური სახელწოდებაა ”Cohors pedestris helvetiorum a sacra custodia Pontificis”,რაც აღნიშნავს – “წმინდა რომის პაპის პირადი დაცვის შვეიცარიელ ფეხოსანთა კოჰორტას”) – წარმოადგენს კათოლიკური სამყაროს ეპიცენტრის და თეოკრატიული სახელმწიფოს – ვატიკანის ერთგვარ “შეიარაღებულ ძალებს”,რომელიც ერთ-ერთ იმ უძველეს არმიად არის აღიარებული მსოფლიოში,რომელიც დღემდე უწინდელი სახით არის შემორჩენილი. (ავტორი გენია.ჯი) ეს საოცარი გვარდია დაარსებულ იქნა 1506 წელს რომის პაპის იულიუს II-ის (1441-1513 წლები) მიერ.თავის მხრივ,იულიუსი ცნობილი გახლდათ ხელოვნების უზომო სიყვარულითა და მათი მფარველობით.მიუხედავად ამისა,ისტორიაში იულიუს II შევიდა არა როგორც ხელოვნების მოყვარულ რომის პაპად,არამედ როგორც ყველაზე მებრძოლი სულის მქონე იმ პონტიფიკოსად,რომელიც ბრძოლაში ხშირ შემთხვევებში პირველ რიგებშიც კი თავად იდგა (იბრძოდა კათოლიციზმის გავრცელებისათვის საფრანგეთსა და ვენეციაში).სწორედ ამის გამო მოიხსენიებდნენ მას,როგორც – “მეომარი-პაპი”. (ავტორი გენია.ჯი) მის სახელთან არის ასევე დაკავშირებული დონატო ბრამანტეს გეგმის მიხედვით – “წმინდა პეტრეს ახალი ტაძრის” აგება.რადგან იულიუს II მუდმივად ბრძოლაში იყო ჩართული,მას აუცილებლად ესაჭიროდებოდა თავისი ერთგული საჯარისო შენაერთი.ამიტომ არჩევანი შეაჩერა იმ დროისათვის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შვეიცარელ ჯარისკაცებზე,რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში დაქირავებულების რანგში იბრძოდნენ. 1506 წლის 22 იანვარს იულიუს II-მ პირველი ფიცი ჩაიბარა 150 შვეიცარიელი გვარდიელისაგან და სწორედ ეს თარიღი ითვლება აღნიშნული გვარდიის დაარსების თარიღად.
ვატიკანის შვეიცარიელმა გვარდიელებმა იხსნენს რომის პაპის კლიმენტი VII-ეს (1478-1534 წლები) სიცოცხლე უცილობელი სიკვდილისაგან მაშინ,როდესაც საღვთო რომის იმპერატორმა კარლ V ჰაბსბურგმა 1527 წლის 6 მაისს აიღო და გაძარცვა რომი.პაპისათვის სიცოცხლის შენარჩუნებას დამპყრობლებთან დაპირისპირებისას – 147 შვეიცარიელი გვარდიელის სიცოცხლე ემსხვერპლა.ამ ტრაგიკული მოვლენის აღსანიშნავად,დღესდღეობით,ვატიკანის შვეიცარიელი გვარდიელები ფიცს 6 მაისს დებენ და ეს დღე ვატიკანში – “შვეიცარიელ გვარდიელთა დღედ” არის მოხსენიებული.ისტორიაში დაფიქსირებულა ისეთი შემთხვევები,როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა “ვატიკანის შვეიცარიული გვარდიის” არსებობა,თუმცა მიუხედავად რიგი უამრავი პრობლემისა,მათ დღევანდელ დღემდე მაინც თავდაპირველი სახით შეძლეს მოაღწევა.დღეისათვის რომის პაპის დაქვემდებარებაში მყოფი გვარდიის რიგებში – 110 შვეიცარიელი გვარდიელია გაწევრიანებული,რომლებსაც მხოლოდ შვეიცარიის მოქალაქეობა აქვთ. (ავტორი გენია.ჯი) აუცილებელი მოთხოვნაა,რომ ისინი კათოლიკეები იყვნენ.ამასთანავე მათი ასაკი 19 წლიდან 30 წლამდე უნდა მერყეობდეს და ყველა მათგანს შვეიცარიის ეროვნული არმიის რიგებში უნდა ჰქონდეთ სამხედრო სამსახური გავლილი.მინიმალური სამსახურის ვადა პაპის გვარდიაში 2 წელიწადია,ხოლო მაქსიმალური 20 წელიწადი.გვარდიელების სიმაღლე უნდა აღემატებოდეს 174 სანტიმეტრს და არ უნდა იყვნენ დაოჯახებულები.გვარდიაში გაწევრიენება ნებისმიერი შვეიცარიელი ახალგაზრდისათვის,დიდ პატივად ითვლება.კონკურსანტებს გვარდიაში ჩასარიცხად მკაცრი კონტროლის გავლა უწევთ… ირჩევენ საუკეთესოებს… გვარდიელის ყოველთვიური ანაზრაურება 1000 ევროს შეადგენს.ვატიკანის “შვეიცარიელთა გვარდია” მიუხედავად მისი მცირერიცხოვნებისა,უდიდესი ისტორიის მატარებელია და იგი ერთგვარად რომის წმინდა ეკლესიისა და რომის პაპის ერთგულების თვალსაჩინო სიმბოლოს წარმოადგენს.”ვატიკანის შვეიცარიული გვარდია” - წმინდა კათოლიკური ეკლესიის,მისი პაპისა და სრულიად ვატიკანის დაცვის სადარაჯოზე დგომას დღემდე მყარად აგრძელებს. (ავტორი გენია.ჯი)
“ვატიკანის შვეიცარიული გვარდიის” გერბი