მდინარე “კაუტო”
“კაუტო” - გახლავთ მდინარე კუნძულოვან სახელმწიფოში კუბაში,სანტიაგო-დე-კუბასა და გრანმას პროვინციებში.მდებარეობს კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და სათავეს იღებს სერა-მაესტრას მთებში 600 მეტრ სიმაღლეზე.ჩაედინება გუაკანაბიანოს ყურეში,ქალაქ მანსანილოს ჩრდილოეთით.თავად ყურეც და მდინარე კაუტოც კარიბის ზღვის აუზს წარმოადგენენ. (ავტორი გენია.ჯი) მდინარის სიგრძე 343 კილომეტრია და ამ მაჩვენებლით იგი ყველაზე გრძელი მდინარეა კუნძულზე.აუზის სრული ფართობი 8928 კვადრატული კილომეტრია.ცნობილია,რომ მდინარე კაუტოს მხოლოდ 110 კილომეტრი გამოიყენება სანაოსნოდ.მდინარე კაუტოს წყალი მოსახლეობისათვის სასმელ წყალს არ წარმოადგენს და მას ადგილობრივები მხოლოდ სანაოსნო და სასოფლო დანიშნულებისათვის გამოიყენებენ. (ავტორი გენია.ჯი)