“საკაგავეია”

“საკაგავეია” - მოიხსენიებდნენ ასევე როგორც – “საკაჯავეია”,დაიბადა დაახლოებით 1788 წელს.იგი გახლდათ ინდიელთა “ჩრდილო შოშონების” ტომის ქალი,მცხოვრები თანამედროვე ამერიკის შტატის აიდაჰოს ტერიტორიაზე.სწორედ მან დაიდო უდიდესი წვლილი ამერიკელი მკვლევარების – მერიუზის ლუისისა და უილიამ კლარკის ექსპედიციაში (1804-1806 წლებში),რომლებიც თავის მხრივ იკვლევდნენ დასავლეთ ამერიკის ჯერ კიდევ გამოუკვლევ,ვრცელ მიწებს. (ავტორი გენია.ჯი) ისტორია ირწმუნება,რომ საკაგევია საუბრობდა ინდიელთა ტომების რამდენიმე დიალექტზე,რაც მას საშუალებას აძლევდა კონტაქტი დაემყარებინა მათთან და ერთგვარი თარჯიმნის ფუნქცია შეესრულებინა ექსპედიციაში.ამას გარდა იგი ექსპედიციის წევრებს მეგზურობასაც უწევდა.როდესაც ექსპედიცია გადაეყარა ლემხის ინდიელთა რაზმს,ისინი საკმაოდ დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩდნენ.თუმცა საკაგავეიას მეშვეობით საფრთხე თავიდან იქნა აცილებული და ამასთან ექსპედიციის წევრებს ცხენებიც კი გადასცეს,რამაც ექსპედიციას საშუალება მისცა წყნარი ოკეანის სანაპირომდე მიეღწიათ.პირველად საკაგავეია მოხსენიებული ჰყავს ექსპედიციის ერთ-ერთ ხელმძღვანელს მერიუზის ლუისის,თავის მიერ წარმოებულ დღიურებში,სადაც 1804 წლის 4 ნოემბერს წერდა:

“როდესაც კლარკი (მეორე ხელმძღვანელი ექსპედიციისა) მოვიდა,თან მოიყვანა ინდიელი სახელად – შარბონო.მას სურდა,რომ ის აგვეყვანა ექსპედიციის წევრად.გარდა ამისა თქვა,რომ კიდევ ჰყავდა ორი ინდიელი შოშონების ტომიდან,რომლებიც საუბრობდნენ ამავე ტომის დიალექტზე.ჩვენ დავთანხმდით და კლარკმა მისი ცოლებიდან ერთ-ერთი საკაგავეია შეარჩია ამ ფუნქციისათვის. (ავტორი გენია.ჯი) შემდგომ,როდესაც კლარკი დაბრუნდა თან ახლდა შარნბორო და საკაგავეია,რომელიც კეიმეხუეიტას ტომის ბელადის ქალიშვილი აღმოჩნდა.როდესაც ექსპედიცია დაიწყო,შოშონების ტომთან შეხვედრისას საკაგავაიამ სრულიად შემთხევვით აღმოაჩინა საკუთარი ძმა,რომელიც ერთ-ერთი ტომის მიერ წლების წინ ტყვედ იქნა აყვანილი,თუმცა შეძლო გაქცევა და საკუთარ ტომთან დაბრუნება.მათი შეხვედრა მართლაც ძალიან ამაღელვებელი იყო”.

შოშონებთან ყოფნისას სხვადასხვა ნივთები გადაცვლილ იქნა ცხენებში.ამასთანავე მათ გააყოლეს მეგზური “კლდოვან მთებზე” გზის გამკვლევად.საკაგავეიამ 1806 წლის 13 ივლის დიდი დახმარება გაუწია ექსპედიციას “გიბსონის უღელტეხილის” გადალახვაში.კლარკი წერდა:

“ეს ინდიელი ქალი დიდ დახმარებას გვიწევს.სწორედ იგი არწმუნებს ინდიელებს,ჩვენი მეგობრული და არა მტრული ვოიაჟის შესახებ.საკაგავეია ჩვენი ექსპედიციის ერთგვარი “მშვიდობის სიმბოლოა”.

საკაგავეიას შესახებ ძალიან მწირი ცნობებია შემორჩენილი.თუმცა ცხადია,რომ მან დიდი როლი ითამაშა ამ ისტორიული ექსპედიციის წარმატებით დასრულებაში და საერთო ჯამში მთელი ამერიკის ისტორიაშიც კი.XX საუკუნეში,ამერიკაში შექმნილმა ქალთა სუფრაჟისტების ასოციაციამ,საკაგავეიას იმიჯი გამოიყენა,როგორც სიმბოლო ქალთა დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობებისა.ამერიკაში,საკაგავეიას ძეგლები და მემორიალური დაფები ბევრ ქალაქში იქნა გახსნილი. (ავტორი გენია.ჯი)  2000 წელს იგი გამოსახულ იქნა ერთ დოლარიან მონეტაზე,რომელსაც “საკაგავეიას დოლარადაც” კი მოიხსენიებენ.ასევე ის გახდა პერსონაჟი არა ერთი რომანისა და ისეთი ცნობილი ფილმებისა,როგორიც გახლავთ – “ღამე მუზეუმში” და “ღამე მუზეუმში 2″ (ალბათ ყველას გვახსოვს ეს ფილმი,რომელშიც მთავარ როლს ბენ სტიპლერი თამაშობს).აღსანიშნავია,რომ ზემოთ აღნიშნული ექსპედიცია,პირველი სახმელეთო ექსპედიცია გახლდათ ამერიკის ტერიტორიაზე (ატლანტიკის ოკეანის სანაპიროებამდე და უკან წყნარი ოკეანის სანაპიროებთან).ამ ექსპედიციამ საერთო ჯამში 6437 კილომეტრი გაიარა და ეს უფრო დასაფასებელია მაშინ,როდესაც საკაგავეიას თან ჩვილი ბავშვი ჰყავდა თან.დიდი ექსპედიციის შედეგებმა კი სათავე დაუდო მომავალ ექსპანსიას “ველური დასავლეთისა”.საკაგავეია გარდაიცვალა 1812 წლის 20 დეკემბერს. (ავტორი გენია.ჯი)

“საკაგავეია” შვილთან ერთად