“დალაქისა და ვარცხნილობის ისტორიიდან”
პირველი “მაკრატელი” ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე IV-III საუკუნეებში შეიქმნა ძველ რომში.რაღა თქმა უნდა ისინი არ ჰგავდნენ თანამედროვე მაკრატლებს.მათი ჭრის პირები ერთმანეთზე დამაგრებული იყო არა ხრახნის მეშვეობით,არამედ მეტალის ფირფიტით.თუმცა აღსანიშნავია,რომ ირანში აღმოჩენილი ასევე ერთ-ერთი უძველესი მაკრატელი არაფრით განსხვავდება თანამედროვე მაკრატლისგან.ადამიანი ვარცხნილობას ოდითგანვე დიდ ყურადღებას უთმობდა. (ავტორი გენია.ჯი) სირაკუზელი ტირანი დიონისე (უმცროსი) ძვ.წ.აღ-ით 397-337 წლები,იმის შიშით,რომ თმისა და წვერის გაპარსვის დროს ვინმეს მისთვის ბასრი მაკრატლით ტრამვა არ მიეყენებინა,დალაქს იძულებულს ხდიდა “თმის შეკრეჭა” გავარვარებული ნახშირის მეშვეობით განეხორციელებინა.ფაქტიურად იგი თმას კი არ იკრეჭდა,არამედ “იტრუსავდა”.ასეთი შემთხვევები ისტორიაში არაერთი ყოფილა.ძველ ეგვიპტეში მანდილოსნები ბალიშების ნაცვლად იყენებდნენ სპეციალურად დამზადებულ სადგარს.რომელიც მათ საშუალებას აძლევდათ არ დაშლოდათ მეტად რთული კონსტრუქციის მქონე ვარცხნილობა.ძველი ბერძენი მანდილოსნები კი საერთოდ არ აჩენდნენ შუბლს და მათ თმებით იფარავდნენ.ამის მიზეზი გახლდათ ის,რომ იმ პერიოდში სილამაზის ეტალონად მოკლე შუბლი იყო მიჩნეული.ერთგვარ მოდად,წარბებსა და თმას შორის მხოლოდ ორი თითის დადება დაცილება იყო მიჩნეული.შუა საუკუნეების სხვადასხვა ქვეყნებში,მიუღებელი გახლდათ ნებისმიერი ქალის “ბუნებრივი სურვილი” უფრო ლამაზად წარმოეჩინა თავი,ვიდრე სინამდვილეში იყო.თავის ლამაზად წარმოჩენა ერთგვარ ცოდვადაც კი ითვლებოდა.ზნეობრივი მორალის ამ წესის დამდგენელები მიიჩნევდნენ,რომ: ვინც თმებს დაიხვევდა (ბიგუდები) აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო ჯოჯოხეთში,რადგან მათ მეტი გზა უბრალოდ აღარ გააჩნდათ.იაპონელი სამურაები თმებს სპეციალური მეტალის სამაგრებით (კანსასი) იმაგრებდნენ,რომელთა სიგრძე 20 სანტიმეტრამდე იყო.ისინი თმის რთულ ვარცხნილობას შესანიშნავად ინარჩუნებდნენ.აღსანიშნავია,რომ სამურაები მეტალის კანსასებს ბრძოლაშიც კი ერთ-ერთ საბრძოლო იარაღად იყენებდნენ.ყველაზე ცნობილ დალაქათ ისტორიაში მიჩნეულია – სუინი ტოდი,რომელსაც მოიხსენიებენ,როგორც “დემონ-დალაქი”. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ სუინი ტოდი გახლავთ შეთხზული პერსონაჟი და გახლავთ გმირი კრისტოფერ ბონდის რომანტიული პიესისა – “სიმებიანი მარგალიტი”.იგი დაწერილ იქნა ქალაქური ლეგენდების მიხედვით სერიული მკვლელის სუინი ტოდის შესახებ.თუმცა რამდენად მართალია ეს ლეგენდები და სინამდვილეში არსებობდა თუ არა სუინი ტოდი,დღესაც დავის საგნად არის მიჩნეული.ამ პიესის მიხედვით გადაღებულ იქნა – ტიმ ბიორტონის რეჟისორობით ცნობილი მიუზიკლი – “დემონი-დალაქი სუინი ტოდი,ფლიტ-სტრიტიდან”.აღნიშნული ნაწარმოების მიხედვით,დალაქი თავის კლიენტებს ხოცავდა და ანაწევრებდა.
ერთ-ერთმა ვარცხნილობამ კი გინესის წიგნშიც დაიმკვიდრა ადგილი,მაშინ,როდესაც ერთი ვარცხნილობის ფასმა 16 000 ამერიკული დოლარი შეადგინა.იგი ყველაზე ძვირადღირებულ ვარცხნილობად არის მიჩნეული დღემდე. (ავტორი გენია.ჯი)