ერნსტ კასირერი

ერნსტ კასირერი - დაიბადა 1874 წლის 28 ივლისს ბრესლავში,ვროცლავთან ახლოს (პოლონეთი).იგი გახლდათ ებრაული წარმომავლობის მქონე,გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსი,კულტუროლოგი და ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი “მარბურგის ნეოკანტიზმის სკოლისა”.დაიბადა ებრაული წარმომავლობის მქონე ვაჭართა ოჯახში.1892 წელს ჩააბარა ბერლინის უნივერსიტეტში. (ავტორი გენია.ჯი) იმდენად იყო მოწადინებული ცოდნის გაღრმავებაზე,რომ ესწრებოდა ლექციებს – მიუნხენის,ჰაიდელბერგისა და მარბურგის უნივერსიტეტებში.სწავლის დასრულების შემდეგ მიენიჭა ფილოსოფიის პროფესორის ხარისხი და 1919-1933 წლებში იყო ჰამბურგის უნივერსიტეტის პროფესორი,ხოლო 1930-1933 წლებში ამავე უნივერსიტეტის რექტორიც გახლდათ.1933 წელს კასირერი ემიგრაციაში წავიდა ოქსფორდში,ფაშისტების ზემოქმედების შედეგად.1935-1941 წლებში ცხოვრობდა შვედეთის ქალაქ გიოტებორგში.1941 წელს მიემგზავრება ამერიკაში სადაც იელის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს 1944 წლამდე.ხოლო მოგვიანებით მოღვაწეობას აგრძელებს კოლუმბიის უნივერსიტეტში. (ავტორი გენია.ჯი) თავისი მოღვაწეობის დასაწყისში იგი ინტერესდება ფილოსოფიური პრობლემებით ბუნებისმეტყველებაში.შეიმუშავა “ცნებების თეორია” იგივე “ფუნქცია”.1920 წლის შემდეგ ჩამოაყალიბა “ორიგინალური ფილოსოფიური კულტურა”.იზიარებდა ცნობილი ფილოსოფოსების ჰერმან კოგენისა და პაულ გერხარდ ნატორპის ფილოსოფიურ ხედვებს.ერნსტ კასირერის ფილოსოფიური მხედველობის მიხედვით გონებრივი მასალა “გამოცდილებისა”,”მრავალფეროვნებაში” წარმოიშვებოდა თავად ადამიანის აზროვნებისაგან,შესაბამისად სივრცე და დრო ვეღარ ასრულებდნენ ადამიანისათვის “დამაფიქრებელ” ფუნქციას და ისინი გარდაიქმნებოდნენ მხოლო ცნებებად.მისი ფილოსოფიური მხედველობით არსებობდა ერთი სამყარო და მას “კულტურული სამყარო” ეწოდებოდა (კანტი “ორი სამყაროს” სამყაროს არსებობას ადასტურებდა).კასირერი კულტურის სხვადასხვა სფეროებს ყოფდა “სიმბოლური ფორმებით” – მეცნიერება,ენები,მითოლოგიები,ხელოვნება და რელიგია.ერნს კასირერის მიერ შემოღებულმა “სიმბოლურმა ფორმებმა” და სხვა ნაშრომებმა დიდი გავლენა იქონიეს შემდეგი თაობების ფილოსოფოსებზე “მარბურგის ნეოკანტიზმის სკოლისა”.ერნსტ კასირერი გარდაიცვალა 1945 წლის 13 აპრილს პრისტონში,ნიუ-ჯერსის შტატი (ამერიკა). (ავტორი გენია.ჯი)