კვაგა
კვაგა - გახლავთ გადაშენებული სახეობა ზებრების სახეობის,ცხენისებრთა ოჯახის,ძუძუმწოვრთა ჯგუფისა.ისინი მიჩნეული იყვნენ ერთ-ერთ ინდივიდიალურ ზებრათა სახეობად.ძირითადად გავრცელებული იყვნენ სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე.სხეულის წინა ნაწილი ზოლებით ჰქონდათ დაფარული (როგორც ჩვეულებრივ ზებრას),ხოლო უკანა ნაწილი კი წაბლისფერი ჰქონდათ (ისევე როგორც ცხენის შემთხვევაშია).მათი სხეულის სიგრძე 180 სანტიმეტრი იყო. (ავტორი გენია.ჯი) კვაგას გადაშენება განაპირობეს ადამიანებმა.მაგალითად,ბურები კვაგას გამოიყენებდნენ მათი ძლიერი ტყავის გამო.ზებრის ეს სახეობა არ არის ერთადერთი,რომელიც ადამიანთა მიერ იქნა განადგურებული.ბოლო გარეული კვაგა ბუნებაში მოკლულ იქნა 1878 წელს.ხოლო საერთოდ ბოლო ეგზემპლარი აღნიშნული ჯიშისა,ამსტერდამის ზოოპარკში დაიღუპა 1883 წელს.1987 წელს დაწყებულ იქნა პროექტი,რომლის მიზანიც კვაგას,როგორც ბიოლოგიური სახეობის აღდგენა იყო. (ავტორი გენია.ჯი) პროექტში მონაწილეობას იღებდნენ ზოოლოგები,ექსპერტები,ვეტერინარები,გენეტიკოსები,სელექციონერები და ეკოლოგები.სელექციური მეთოდით გამოყვანილ იქნა კვაგას 9 ერთეული ეგზემპლარი.რომლებიც დაკვირვების მიზნით გადაყვანილ იქნენ ეტოშას პარკის (ნამიბია),სპეციალურ ზონაში.2005 წლის 5 იანვარს კი დაიბადა,მეცნიერთა მიერ გამოყვანილი მესამე თაობის კვაგა,რომელიც ძალიან ჰგავს თავისი პირველსახეობის ტიპიურ კვაგას.სპეციალისტები ვარაუდობენ,რომ ამ სახეობის გაზრდის შემთხვევაში,მათ კვლავ დააბრუნებენ სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე – ველურ ბუნებაში,რაც ძალიან დიდი წარმატება იქნება თითოეული ბუნებისმოყვარულისთვის და ზოგადად ფლორა-ფაუნისათვის. (ავტორი გენია.ჯი)
მეცნიერთა მიერ სელექციის გზით გამოყვანილი – “მესამე თაობის კვაგა”