იოჰან გუტენბერგი – “ეპიზოდი”
მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანელი გამომგონებელი და ევროპის პირველი მესტამბე - იოჰან გუტენბერგი (1406-1468 წლები),მაინცში დაბრუნების შემდეგ ეძებდა კომპანიონს,რომელიც ფინანსურ დახმარებას გაუწევდა ტიპოგრაფიული მანქანის (წიგნის საბეჭდი მანქანა) შექმნაში.რადგან მის მიერ მანამდე შექმნილი საბეჭდი მანქანა ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. (ავტორი გენია.ჯი) გუტენბერგის დამზადებული ხის ასოები,ძალიან მალე გამოდიოდნენ მწყობრიდან.ამასთანავე,თითოეული წიგნის ბეჭდვა რამდენიმე თვის მანძილზე გრძელდებოდა.მისი ოცნება იყო შეექმნა საკუთარი დიდი ბიბლიოთეკა,რომელიც იმ დროს მხოლოდ მდიდარი ადამიანების პრივილეგიას წარმოადგენდა.თითიეული ეგზემპლარი წიგნისა კი ძალიან ძვირად ფასობდა. (ავტორი გენია.ჯი) გიუტენბერგის თხოვნა ფინანსური დახმარების შესახებ,უყურადღებოდ არ დარჩენილა და მას მაინცში მცხოვრებმა იოჰან ფუსტმა (1400-1466 წლები,რომელიც საკმაოდ მდიდარი და საპატივცემულო ოჯახიდან გახლდათ),შესთავაზა თანამშრომლობა.ფუსტი შეუთანხმდა გუტენბერგს და როგორც ნოტარიალური დოკუმენტებიდან ირკვევა,1450 წელს 800 გულდენი გადასცა კიდეც საქმის დასაწყებად. 1452 წელს ფუსტმა კიდევ 800 გულდენი დაუმატა,რათა საბოლოოდ დაესრულებინა იოჰანს მისი პროექტი.მიუხედავად იმისა,რომ იოჰან გუტენბერგმა ყველაფერი პირნათლად შეასრულა და შექმნა საბეჭდი მანქანა,მისმა დაბეჭდილმა წიგნებმა მყიდველის ის ინტერესი არ გამოიწვია,რასაც მოელოდნენ.შესაბამისად არც კარგად გაყიდვადი იყო.ამ ფაქტმა ფუსტის გაღიზიანება გამოიწვია და სასამართლოს მეშვეობით იოჰან გუტენბერგიდან თანხის უკან დაბრუნება,თავისი პროცენტებით.რაც 2006 გულდენს შეადგენდა (რა იცოდა ფუსტმა,რომ იოჰანმა იგი სამუდამოდ შეიყვანა ისტორიაში – ავტორი).სასამართლომ დააკმაყოფილა ფუსტის სარჩელი და დააკისრა გუტენბერგს თანხის ანაზღაურება.როგორც ზოგიერთი ისტორიკოსი ამტიცებს ფუსტმა ხელში ჩაიგდო იოჰანის მთელი ტიპოგრაფია და იმ პერიოდში გამოცემული ბიბლიის სრული ტირაჟი. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით – ფუსტმა მოძებნა ახალი კომპანიონი – პეტერ შეფერი,რომელიც თავიდან გუტენბერგის სტამბაში მუშაობდა,ხოლო მოგვიანებით კი ფუსტის სიძე გახდა.მასთან ერთად აარსებს ტოპოგრაფიულ ორგანიზაციას სახელად – “Fust und Shcoffer”-ს.მიუხედავად ასეთი დიდი დარტყმისა იოჰან გუტენბერგს ხელები არ ჩამოუყრია და როგორც ცნობილია იღებს ვალს და ხსნის სხვა ტიპოგრაფიულ ორგანიზაციას.იგი ბეჭდავს გრამატიკის სასწავლო სახელმძღვანელოებს ლათინურ ენაზე,კალენდრებს და ასე შემდეგ.ასევე ბეჭდავს 50 წიგნს ფსალმუნებისა.აღსანიშნავია,რომ იოჰან გუტენბერგს სიცოცხლეში არანაირი პატივი არ ხვედრია წილად და მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გახდა იგი ცნობილი მსოფლიოსათვის,როგორც პირველი დაბეჭდილი წიგნების ავტორი.1804 წელს ნაპოლეონმა მთელ ევროპაში დაიწყო ფულის შეგროვება,რათა ძეგლი დაედგათ და უკდავეყოთ იოჰან გუტენბერგის სახელი,რაც აღასრულა კიდეც.დღეს კი მთელ ევროპაში,არაერთი ძეგლი დგას დიდი გერმანელი გამომგონებელისა და მესტამბის – იოჰან გუტენბერგისა. (ავტორი გენია.ჯი)
იოჰან გუტენბერგის ძეგლი,მშობლიურ ქალაქ მაინცში