სოლომონ დოდაშვილი

სოლომონ დოდაშვილი - დაიბადა 1805 წლის 17 მაისს სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში,მღვდლის ოჯახში.იგი გახლდათ დიდი ქართველი მეცნიერი,საზოგადო მოღვაწე და ლოგიკის ქართული მეცნიერული სკოლის ფუძემდებელი.ამასთანავე სოლომონ დოდაშვილი ის დიდი ქართველი მამულიშვილი იყო,რომელმაც სიცოცხლე სამშობლოს მსახურებაში გალია. (ავტორი გენია.ჯი) ჯერ სწავლობდა ბოდბის მონასტერთან არსებულ სკოლაში,შემდეგ სიღნაღის სასულიერო სასწავლებელში.მოგვიანებით თბილისის სასულიერო სემინარიაში აგრძელებს სწავლას.1822-1823 წლებში 17-18 წლისა იწყებს უკვე პედაგოგიურ მოღვაწეობას სიღნაღის სასულიერო სასწავლებელში,ხოლო 1824 წელს მიემგზავრება პეტერბურგში და სედის პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ-იურიდიულ ფაკულტეტზე.რომელიც დაამთავრა ა827 წელს.იქვე სოლომონმა წარადგინა სადისერტაციო ფილოსოფიური ნაშრომი “ლოგიკა”,რომელმაც გამოქვეყნებისთანავე დიდი ყურადღება მიიპყრო.აღსანიშნავია,რომ ამ დროს სოლომონი 22 წლის ახალგაზრდა გახლდათ.მისი ეს ნაშრომი კი რუსეთის სასწავლებლებში სასწავლო სახელმძღვანელოდ იქნა მიღებული.სამშობლოში ბრუნდება 1828 წელს და აქტიურად შაება საზოგადოებრივ საქმიანობაში.ამავე წელს დაწერა შრომები: “ლოგიკის მეთოდოლოგია” და “რიტორიკა”.1827 წელს დაწერა და 1830 წელს დაიბეჭდა სასკოლო გრამატიკა – “შემოკლებული ქართული ღრამმატიკა”.”ლოგიკაში” სოლომონი მიზნად ისახავდა ადამიანის “შემეცნების სრულყოფას”.მისი აზროვნების უნარის გაფართოებას.მეორე ნაშრომში “ლოგიკის მეთოდოლოგია” ეძიებდა იმ გზებს და საშუალებებს,რომლებითაც შესაძლო იყო დაძლეულიყო ადამიანის აზროვნების შეზღუდულობა,მონახულიყო ადამიანის შეცდომების წარმოშობის წყაროები და თუ ეს წყაროები დაძლეულ იქნებოდა,მაშინ დაძლეულ იქნებოდა ადამიანის გონების შეზღუდულობა და არასრულყოფილება. (ავტორი გენია.ჯი) “რიტორიკაში” იგი გამოთქვამს მნიშვნელოვან მოსაზრებას ლიტერატურის,თეორიისა და ესთეტიკის საკითხებზე.მისი აზრით არ კმარა მხოლოდ ლამაზი სიტყვების ხმარება,საჭიროა ღრმა აზროვნება,აზრის გამოთქმა ნათლად,მოკლედ და საგნის არსის შესაბამისად,ესე იგი არ კმარა მხოლოდ ლამაზი ფორმა,აუცილებელია ღრმა და ადამიანების საკეთილდღეოდ მიმართული შინაარსი.მისი მიხედვით მხატვრულ სიტყვას დიდი სარგებლობა მოაქვს.მხატვრული სიტყვა აცნობს მკითხველს კეთილსა და ბოროტს,ჭეშმარიტებასა და სიცრუეს,აყვარებს პირველთ და აძულებთ მეორეთ.ხოლო შემოქმედისთვის აუცილებელია განათლება,ჭეშმარიტების სიყვარული,ბუნებრივი მონაცემები და დიდი მგრძნობიარობა.

“შემოკლებული ქართული ღრამმატიკის” მიზანია გამართული წერა-კითხვის და სწორი მეტყველების სწავლება.მასში შეტანილია შემდეგი დისციპლინები: მორფოლოგია,სინტაქსი,ორთოგრაფია.წიგნი გამოირჩევა მასალის მწყობრი და თანმიმდევრული განხილვით,ნათელი მსჯელობით,მკაფიო დებულებებითა და დახვეწილი ტერმინოლოგიით.სოლომონ დოდაშვილი ილაშქრებს ყოველგვარი ცრუმორწმუნეობის წინააღმდეგ.მისი განმანათლებლური იდეები პატრიოტიზმით გახლდათ ნაკარნახევი და საფუძველი ჩაუყარა და ხელი შეუწყო “თერგდალეულთა” მოღვაწეობას.1828 წელს სოლომონი იყო გაზეთ “ტფილისის უწყებანის” ქართული გამოცემის რედაქტორი.მისივე რედაქციით და აქტიური მონაწილეობით გამოვიდა 1832 წლის 15 იანვარს პირველი ქართული ჟურნალი “სალიტერატურონი ნაწილნი “ტფილისის უწყებათანი” (გაზეთ ტფილისის უწყებანის” ლიტერატურული დამატება). (ავტორი გენია.ჯი) ჟურნალში შეურიგებლად ებრძვის იმათ,ვინც ქართული ენის,ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის დამცირებას ლამობდა.ამ მხრივ ყურადღებას იქცევს ჟურნალში გამოქვეყნებული მისი წერილი : “მოკლე განხილუა ქართული ენისა და ლიტერატურისა ანუ სიტყვიერებისა”.მასში ავტორი ავითარებს იმ აზრს,რომ ქართული ენა და მწერლობა დამოუკიდებელი და თვითმყოფადია.სოლომონი მთელი ცხოვრება სამშობლოსა და ერის კეთილდღეობისათვის იბრძოდა.თავის სულიერ მამას – მოძღვარს,ცნობილ სასულიერო მოღვაწეს,თეოლოგსა და ფილოსოფოს – იონა ხელაშვილს,რომელიც პეტერბურგში ყოფნისას ყოველმხრივ ეხმარებოდა,წერდა: “ვიკრებ სიბრძნესა მამულისათვის… არა თავისა თვისისათვის მხოლოდ,გინა ბედნიერებისათვის ვმუშაობ,არამედ სიყვარულისათვის მამულისა,რათა ოდესმე ჰცნას ივერია საშუალობითა წერილთა სარწმუნოთა”.
სწორედ მამულის სიყვარულმა გახადა სოლომონი 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ორგანიზატორი.მას სურდა სამშობლოს განთავისუფლება რუსეთის კაბალისგან.1829-1831 წლებში შეთქმილნი აზუსტებდნენ მოქმედების დეტალებს და აჯანყების გეგმას.ბოლოს შემუშავდა პრაქტიკული სამოქმედო გეგმა – “აჯანყების პირველი ღამის განკარგულება”.აჯანყება იწყებოდა თბილისში,ღამით,როცა შეთქმულებს წვეულებაზე მოწვეული ეყოლებოდათ საქართველოს მთავარმართებელი და გენერლები.ღამის პირველ საათზე დაიწყებოდა მათი ხოცვა.აჯანყებულთა რაზმები,რომელთა ხელმძღვანელნი შეთქმულთაგან იქნებოდნენ დაიკავებდნენ არსენალს,ციხეს,ხაზინას და ასე შემდეგ.
სამწუხაროდ შეთქმულება 1832 წლის 9 დეკემბერს გასცა სამშობლოს მოღალატე და რენეგატმა იასე ფალავანდიშვილმა,დაიჭირეს შეთქმულების ყველა მონაწილე.ასევე დასაჯეს ყველა,მაგრამ განსაკუთრებულად – სოლომონ დოდაშვილი.მას ჯერ სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს,შემდეგ ეს განაჩენი სამუდამო პატიმრობითა და გადასახლებით შეუცვალეს. (ავტორი გენია.ჯი) და აი სოლომონი მეუღლე ელენე კობიაშვილთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად შორეული ვიატკის გზას გაუყენეს.ვიატკაში ჯერ გადამწერად დააწყებინეს მუშაობა გუბერნიის კანცელარიაში,შემდეგ სათემო გადასახადის მაგიდის უფროსად ამავე კანცელარიაში.პედაგოგიური მოღვაწეობა კი სამუდამოდ აუკრძალეს.მას უკიდურესად უჭირდა ეკონომიკურად,ამიტომ იძულებული იყო,ვალები აეღო,რომ ოჯახი ერჩინა.გადასახლებაში მყოფთ კიდევ ერთი შვილი ანა შეეძინათ.ვიატკის მკაცრმა კლიმატმა და სიდუხჭირემ საბოლოოდ შეარყია დიდი ქართველის ჯანმრთელობა.მის არაერთგზის თხოვნაზე – უფრო თბილ ადგილას სამხრეთ გუბერნიაში გადაეყვანათ,ყურადღება არავის მიუქცევია და მძიმედ დაავადებული 1836 წლის 20 აგვისტოს გარდაიცვალა 31 წლის ასაკში.დაკრძალულ იქნა ვიატკის “აქტირის” სასაფლაოზე.მისი გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ პატარა ანაც გარდაიცვალა (შვილი) და მამის გვერდზე დაკრძალეს.დიდ ქართველ მამულიშვილს სოლომონ დოდაშვილს,რომელმაც თავისი ახალგაზრდული სიცოცხლე სამშობლოსათვის თავისუფლებას შესწირა,მის სათაყვანებელ მიწაზე დასაფლავებაც არ ეღირსა.მხოლოდ 1994 წელს გადმოასვენეს მისი ნეშთი ვიატკიდან და თბილისში მწერალთა და საზოგადო მოღვაწერთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. (ავტორი გენია.ჯი)