ლენინის “თხოვნა” სტალინისადმი…
გარდაცვალებამდე უკანასკნელი ექვსი თვის მანძილზე,პირველი სოციალისტური სახელმწიფოს დამაარსებელი – ვლადიმერ ლენინი (1870-1924 წლები),ავადმყოფობისაგან საშინლად იტანჯებოდა.იგი,ფაქტიურად სრულიად იყო პარალიზებული.იშვიათად უბრუნდებოდა ცნობიერებაც.მიუხედავად ამისა,ლენინის ავადმყოფობა ოფიციალურად გასაიდუმლოებული იყო.აღნიშნული ფაქტი მხოლოდ ცენტრალური კომიტეტის წევრებისათვის იყო ცნობილი.ერთ დღეს სტალინს,ლენინის მკურნალმა ექიმმა და პროფესორმა – ფერსტერმა,რევოლუციის ბელადის ავადმყოფობის შესახებ,ასეთი რამ უთხრა:
“თუ გავითვალისწინებთ ავადმყოფობის მდგომარეობას,მისთვის სიკვდილი,შესაძლოა,დიდი შვებაც იყოს.მეტიც,დარწმუნებული ვარ,რომ ეს ასეა,რადგან,ასეთი ტკივილების გაძლება შეუძლებელია.მას მართლაც რომ ძალიან ძლიერი ორგანიზმი აქვს და ჯერჯერობით ამის ხარჯზე ცოცხლობს,თუმცა,ეს ყოველივე დიდხანს მაინც ვეღარ გაგრძელდება და საბოლოოდ მაინც სიკვდილი გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში”. (ავტორი გენია.ჯი)
სტალინი ყველაფრის საქმის ყურში იყო.მან იცოდა,რომ ლენინის დღეები დათვლილი იყო,თუმცა მისი ნაადრევი სიკვდილი,სანამ არ მოაგვარებდა “ტრამპლინს” ხელისუფლების სათავეში მოქცევისათვის,არანაირად არ აწყობდა.1923 წლის 7 ნოემბერს იგი თანმხლებ პირებთან ერთად გორკში გაემგზავრა,ავადმყოფი ლენინისათვის რევოლუციის 6 წლისთავი მიელოცა.იგი ლენინს პირისპირ ათი წუტის მანძილზე მარტო ესაუბრებოდა.ლენინის ოთახიდან გამოსვლის შემდგომ,სასწრაფოდ დაუძახა “ბელადის” დაცვასა და ოჯახის წევრებს და მათთან ერთ საათიანი დახურული საუბარი მოაწყო. (ავტორი გენია.ჯი) ამის მიზეზი კი გახლდათ ლენინის თხოვნა სტალინისადმი,რომელიც სიტყვასიტყვით ასე ჟღერდა:
“შენ,როგორც გამოცდილ,ჭეშმარიტ რევოლუციონერსა და ერთგულ ამხანაგს,შემიძლია,დაგეყრდნო და ჩემი ერთი თხოვნა გაგანდო,რომლის შესრულებაზეც,იმედია,არ მეტყვი უარს.მე უკვე აბსოლუტურად გათვითცნობიერებული მაქვს ჩემი კრიზისული მდგომარეობა და, ვიცი რომ გადარჩენის შანსი არ გამაჩნია.გარდა ამისა,სასტიკი შეტევები და საშინელი ტკივილები მაქვს,რომლის დროსაც სიკვდილს ვნატრობ და არ ვკვდები.უმორჩილესად გთხოვ,შხამი მიშოვო და მომიტანო,მეტის გაძლება აღარ შემიძლია”.
P.S. სტალინისათვის აღნიშნული თხოვნა ყოვლად მიუღებელი იყო,რადგან ჯერ კიდევ არ იყო დამდგარი მისთვის “საჭირო მომენტი”,ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა.სწორედ იმისათვის გააძლიერა მან თავისი ერთგული კადრებით ლენინის დაცვა,რომ სხვა ვინმეს,ვისაც აწყობდა მისი სიკვდილი არ მიეწოდებინა მომაკვდინებელი ნივთიერება.შესაბამისად,სტალინმა ლენინს თხოვნა არ დაუკმაყოფილა. (ავტორი გენია.ჯი)