მარგარეტ ტეტჩერის ბიოგრაფიიდან…
“თუ გსურთ რაიმე ითქვას,ეს მამაკაცს სთხოვეთ; ხოლო თუ გსურთ,რომ რაიმე გაკეთდეს, – მიანდეთ ქალს”!
ეს სიტყვები ალბათ სრულიად შეჰფერის დიდი ბრიტანეთის ისტორიაში სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ ერთადერთ პრემიერ-მინისტრ ქალს (ამ ქვეყნის ისტორიის მანძილზე) და ბარონესას – მარგარეტ ჰილდა ტეტჩერს. (ავტორი გენია.ჯი) იგი ბავშვობიდანვე დიდი ნიჭითა და განსაკუთრებული ცხოვრების წესით გამოირჩეოდა,რომელიც მამამისის – ალფრედ რობერტსის დამსახურება გახლდათ.იგი შვილებს განათლებას,რწმენასა და აუცილებელ პუნქტუალურობას ასწავლიდა.მარგარეტ ტეტჩერი ხშირად იხსენებს: ” – ყოველ კვირას მამასთან ერთად ბიბლიოთეკაში დავდიოდი.როგორც წესი,ჩვენ ორ წიგნს ვიღებდით – სერიოზულს ჩვენთვის და რაიმე რომანს – დედასთვის”. მისი სამაგიდო წიგნები გახლავთ – ჩერჩილის გამოსვლების კრებული,რობერტ ლოკარტის “ქვემეხები ან კარაქი”,დუგლას რიდის “სიგიჟის ბაზარი” და რიჰარდ კრებსის “ღამის მიღმა”.რაც შეეხება მხატვრულ ლიტერატურას,აქ იგი რადიარდ კიპლინგის შემოქმედების დიდი მოყვარული გახლავთ,რომლის პოეტური შემოქმედების წინაშე “რკინის ლედი” დღესაც მზად არის ქედი მოიხაროს.მამა მარგარეტ ტეტჩერს ყოველთვის არიგებდა:
” – არასოდეს გააკეთო რაიმე მხოლოდ იმიტომ,რომ სხვები იქცევიან ასე! ჯერ ნათლად გააცნობიერე,რის გაკეთებას აპირებ,მერე კი სხვები დაარწმუნე,რომ შენ მოგბაძონ.იცოდე ცხოვრება სერიოზული რამაა! იგი,თითქოს,ცნობილი იგავია ათი ტალანტის შესახებ.თუ ნიჭი გაქვს,მიწაში მისი ჩაფლა საშინელი ცოდვაა,მუდამ გახსოვდეს; შენი მოვალეობაა,დახვეწო საკუთარი თავი,საყვარელ საქმეს მაქსიმალური ძალისხმევით მოეკიდო და შეეჯიბრო სხვებს.უნდა იცოდე,რომ შრომა მოვალეობაა”. (ავტორი გენია.ჯი)
- მე თითქმის ყველაფერს მამაჩემს უნდა ვუმადლოდე, – შენიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში ტეტჩერმა და ეს სრული სიმართლე გახლდათ.იგი ამბობდა:
- “მე ხშირად მსაყვედურობენ,რომ ბევრს ვქადაგებ საოჯახო მეურნეობის მართვის შესახებ.მაგრამ მე არ ვუარყოფ ამას,რადგან ზუსტად ამ მარტივ მაგალითებს შეუძლია ფინანსისტები გაკოტრებისაგან,ხოლო ქვეყანა კრიზისისაგან იხსნას”.
ნისლიან ალბიონზე დღესაც დამკვიდრებულია აზრი,რომ ადამიანი,რომელსაც ოქსფორდში ან კემბრიჯში (შემოკლებით ოქსბრიჯი) არ უსწავლია,მაღალი საზოგადოების წევრობის შანსი პრაქტიკულად დაკარგული აქვს.რაღა თქმა უნდა გამონაკლისებიც არსებობს,მაგალითად უინსტონ ჩერჩილი,რომლის ფორმალური სწავლა-განათლება ჰეროუს განთქმული სკოლითა და სენდჰერსტის სამეფო სამხედრო აკადემიით შემოიფარგლებოდა.თუმცა,ჩერჩილის შემთხვევა ამ დებულებას უფრო ადასტურებს ვიდრე უარყოფს,რადგან კარგად რომ ჩავეძიოთ,მას ელიტის რიგებში მოსახვედრად არანაირი ოქსბრიჯი არ სჭირდებოდა,იმ მარტივი მიზეზის გამო,რომ წარმოშობით ის ისედაც მისი ნაწილი გახლდათ.1879 წელს დაარსებული სამერვილის კოლეჯი,განთქმულ უნივერსიტეტთან არსებულ სასწავლო დაწესებულებათა შორის,შედარებით ახალ კოლეჯად ითვლებოდა.იმ ხანად მის კედლებში 85 გოგონა სწავლობდა; კოლეჯი კატგი რეპუტაციით სარგებლობდა და ცნობილი იყო თავის დემოკრატიულობით.იგი განეკუთვნებოდა ერთ-ერთ იმ მცირეთაგან კოლეჯების რიგს,სადაც მოსწავლეების რელიგიურ მრწამსს არავინ ყურადღებას არ აქცევდა.სწორედ სამერსვილის კოლეჯი იქცა პირველ სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში,რომელმაც სამყაროს ორი ქალი პრემიერ-მინისტრი აღუზარდა.ეს გახლდათ ინდირა განდი (ინდოეთის პრემიერი,რომელიც ტეტჩერზე რვა წლით ადრე სწავლობდა სომერსვილის კოლეჯში) და თავად მარგარეტ ტეტჩერი (დიდი ბრიტანეთის პრემიერი).როგორც ბენჟამინ დიზრაელი აღნიშნავდა: “ყოველი დიდი პოლიტიკოსის ცხოვრებაში არსებობს ადგილი,რომელსაც უზარმაზარი გავლენა აქვს მისი პიროვნებისა და ხასიათის ჩამოყალიბებაში”.ასეთი ადგილი ფრანკლინ რუზველტისათვის ჰარვარდის უნივერსიტეტი იყო,უინსტონ ჩერჩილისათვის – ბლენჰეიმის სასახლე,შარლ დე გოლისათვის – სენ-სირის სამხედრო სასწავლებელი.მარგარეტ ტეტჩერის შემთხვევაში ამ იღბლიანი როლის შესრულება ოქსფორდის უნივერსიტეტს ხვდა წილად. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,მარგარეტ ტეტჩერს ოქსფორდის უნივერსიტეტის ყვითელი ქვისგან ნაშენები მასიური შენობები დიდად არ მოსწონდა,თუმცა ამ სასწავლო დაწესებულებამ მრავალი საუკუნის განმავლობაში მოიპოვა შესაძლებლობა,განესახიერებინა იმ “ბილეთის” მოვალეობა,რომელსაც შესწევდა უნარი რამდენიმე წელიწადში მისი კურსდამთავრებულები მიეყვანა სადგურამდე,სახელად – “დიდება,გავლენა და ძლევამოსილება”.
მოგვიანებით,როდესაც ოქსფორდის სრული კურსი დაამთავრა ტეტჩერმა იტყვის:
” – იმ დროისათვის,როდესაც მეორე კლასის მეცნიერებათა ბაკალავრით ოქსფორდს დავემშვიდობე,საკმაოდ ბევრი რამ ვიცოდი ზოგადად ცხოვრებაზე და კერძოდ,პოლიტიკის სამყაროზე/სწავლის დროს თითქმის არაფერი შემცვლია,ისევე, – როგორც რწმენა.საკმაოდ ნათელი წარმოდგენა მქონდა,როგორი დამოკიდებულება მქონდა ადამიანებთან,მათ ამბიციებთან და აზრებთან”.
ოქსფორდის დამთავრების შემდეგ მისი პოლიტიკური კარიერის “ვარსკვლავის” გაბრწყინების ხანა იწყებოდა… (ავტორი გენია.ჯი)