ემილ ნოლდე
ემილ ნოლდე - (ნამდვილი სახელი ჰანს ემილ ჰანსენი),დაიბადა 1867 წლის 7 აგვისტოს ნოლდეში (ეხლანდელი დანია).იგი გახლდათ ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გერმანული სამხატვრო-ექსპრესიონიზმისა.ასევე იგი მიჩნეულია XX საუკუნის საუკეთესო აკვარელისტად.განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია თავისი ექსპრესიული ფერების გადაწყვეტილებებით შექმნილი სურათების გამო.1920 წლამდე მისი მშობლიური ნოლდე,პრუსიის იმპერიის შემადგენლობაში იყო,ხოლო როდესაც ნოლდე დანიის შემადგენლობაში შევიდა,მას დანიის მოქალაქეობა მიენიჭა,რომელიც სიცოცხლის ბოლომდე (მიუხედავად მისი გერმანული წარმომავლობისა),არასოდეს დაუტოვებია.ჰყავდა ოთხი დედმამისშვილი. (ავტორი გენია.ჯი) მამამისი წარმომავლობით ჩრდილოელი ფრიზი გახლდათ.სწავლა გერმანულ სკოლაში დაიწყო და მიიჩნევდა,რომ იგი შლეზვიგური და ფრიზული სისხლის მატარებელი იყო.მისი ბავშვობის და მოზარდობის პერიოდი სიღარიბე და მძიმე ჯაფა იყო.1884-1891 წლებში სწავლობდა ფლებსბურგის სამხატვრო სკოლაში.იგი ამავე პერიოდში მონაწილეობდა შლეფსბურგის ბრიუგემანების ტაძრის საკურთხევლის მოხატვაში.მოგვიანებით იმყოფებოდა მიუნხენში,ბერლინსა და კარლსრუეში.1902 წელს ფსევდონიმად იღებს თავისი მშობლიური სოფლის – ნოლდეს სახელს.1903 წლამდე მისი შემოქმედება მოიცავდა ლირიკული ჟანრის პეიზაჟებს.1906 წელს გაწევრიანდა გერმანელ მხატვართა არტ-ჯგუფში,სახელწოდებით “ხიდი”,სადაც გაიცნო დიდი ნორვეგიელი მხატვარი და გრაფიკოსი – ედვარდ მუნკი.1909 წელს ემილ ნოლდე გაერთიანდა ბერლინელ მხატვარტა და მოქანდაკეთა ხელოვნების გაერთიანება “ბერლინელ სეცესიონებთან”.ამავე პერიოდში ჩნდება მისი პირველი ნამუშევრები რელიგიურ თემატიკაზე.1910-1912 წელს კი მისმა ნამუშევრებმა ჰამბურგის,ესენისა და ჰაგენის გამოფენებზე დიდი მოწონება და შესაბამისად დიდი პოპულარობაც მოიპოვა.მისი თემატიკა იყო ასევე ღამის ბერლინის ხატვა,სადაც დროგამოშვებით ცხოვრობდა მის მსახიობ მეუღლესთან ერთად.მის ნამუშევრებს განეკუთვნება შესანიშნავი ტილოები: “ქრისტეს ცხოვრება”,”შემოდგომის ზღვა”,”სამება” და სხვა ნამუშევრები.1913-1914 წლებში,როგორც სამედიცინო-გეოგრაფიული ექსპედიციის წევრმა იმოგზაურა დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში.1916 წელს ნოლდე საცხოვრებლად გადადის უტენფარფში და პირველი მსოფლიო ომის შემდეგ 1920 წელს იღებს დანიის მოქალაქეობას.თუმცა უტენფარმის უნაყოფო მიწის გამო მეუღლე – ადა ვილსტრუპთან ერთად გადადის ზეებიულში (გერმანიის ტერიტორია) ტონდერის დასავლეთ სანაპიროზე,რომელიც მას ძალიან აგონებდა მშობლიურ ნოლდეს.აქვე ააგო სახლი თავისი პროექტით,რომელშიც სამხატვრო სახელოსნოთი. (ავტორი გენია.ჯი) მის მიერ აგებული სახლი ერთგვარ შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრესაც კი ჩამოჰგავდა.აქვე ქმნიდა ნოლდე თავის შესანიშნავ ნამუშევრებს.1927 წელს 60 წლის ასაკში დრეზდენში გაიმართა ნოლდეს საიუბილეო გამოფენა,რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა მნახველში.1934 წელს ნოლდე გაწევრიანდა ეროვნულ-სოციალისტურ მუშათა ორგანიზაციაში,ჩრდილოეთ შლეზვიგისა.მის ნამუშევრებს ფაშისტები “დეგენერატიზმის” (ფაშისტების მიერ შემოღებული პროპაგანდისტული ტერმინი “დეგენერატული ხელოვნება”,რომელიც აღნიშნავდა ავანგარდულ ხელოვნებას) საუკეთესო ნიმუშებად მიიჩნევდნენ.მის მიერ შექმნილი ტილო “ქრისტეს ცხოვრება” ერთ-ერთ ცენტრალურ პროპაგანდისტულ ექსპონატად აქციეს “დეგენერატიული ხელოვნების” გამოფენაზე.ემილ ნოლდე არ იზიარებდა ფაშისტთა ქმედებებს,რის გამოც მისი ნამუშევრების ნაწილი კონფიკაცირებულ იქნა,ნაწილიგაანადგურეს,ხოლო ნაწილი გაყიდულ იქნა.1941 წელს ნოლდეს საერთოდ აუკრძალეს ფაშისტებმა ხატვა.მიუხედავად ამისა იგი საიდუმლოდ მაინც ხატავდა და საერთო ჯამში 1300-მდე აკვარელის ტილო შექმნა.1946 წელს გარდაეცვალა მეუღლე,თუმცა მეუღლის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ იგი დაქორწინდა იოლანტე ერდმანზე.1951 წლამდე მან ასამდე ტილო შექმნა,რომელსაც კრიტიკოსები და ხელოვანები მისი მოღვაეობის “გვირგვინს” უწოდებენ.ემილ ნოლდე გარდაიცვალა 1956 წლის 15 აპრილს ზეებიულში.მისსავე სახლში გახსნილ იქნა მოგვიანებით ემილ ნოლდეს მუზეუმი,სადაც 2006 წელს მხატვრის გარდაცვალებიდან 50 წლის აღსანიშნავად მოეწყო ემილ ნოლდეს გვიანი პერიოდის ნამუშევრების გამოფენა. (ავტორი გენია.ჯი)
ემილ ნოლდეს შემოქმედება